logo_geo
ვინ იყო მანსა მუსა? - 10 საინტერესო ფაქტი მსოფლიო ისტორიის უმდიდრესი ადამიანის შესახებ!
- +

8 დეკემბერი. 2018. 01:53

 

 

ვინ არის მსოფლიო ისტორიის უმდიდრესი ადამიანი? Google-ის შემოსავლებით გამდიდრებული ლერი პეიჯი თუ Microsoft -ის მფლობელი ბილ გეიტსი? აქვე მინდა გითხრათ, რომ 2018 წლის მონაცემებით ამ ორეულს გაასწრო Amazon-ის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა (105 მილიარდი დოლარი). თუმცა მსოფლიო ისტორიის უმდიდრესი ადამიანია, არც ჯეფ ბეზოსია.

 

მიუხედავად იმისა, რომ აფრიკა სიღარიბის კონტინენტია, ზუსტად ამ კონტინენტზე ცხოვრობდა მსოფლიო ისტორიის ყველაზე მდიდარი ადამიანი - მანსა მუსა

 

მანსა მუსა წარმოადგენდა მალის იმპერიის ყველაზე ცნობილ მანსას (უზენაესი მმართველი) კეიტას დინასტიიდან, რომელიც ქვეყანას განაგებდა 1312-1337 წლებში. მისი მმართველობის პერიოდი მალის იმპერიის ოქროს ხანადაა მიჩნეული. მანსა მუსამ არ იცოდა წერა-კითხვა, ამიტომ მას ყოველთვის თან ახლდა თარჯიმანი. ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, მანსა მუსა როგორც ძალიან მდიდარი, ასევე ძალიან გულუხვი პიროვნება იყო. მან საუდის არაბეთში უამრავი მუსულმანური სალოცავი ააშენა, გაამდიდრა ქალაქები: მექა, მედინა და უამრავი ხალხი სიღარიბისგან იხსნა. 2012 წელს ამერკელმა ექსპერტებმა, მანსა მუსას ქონება, თანამედროვე გათვლებით 400 მილიარდ ამერიკულ დოლარად შეაფასეს. მიუხედავად იმისა, რომ მისი მოღვაწეობიდან 700 წელი გავიდა, ასეთი ქონების ნახევრის მფლობელიც კი არ გამოვლენილა დედამიწაზე.

 

1 მანსა მუსა ნიშნავს - "მეფეთა მეფე" მუსას.

 

მას სიცოცხლეში ძალიან ბევრ სახელს ეძახდნენ: მალეს ამირი, მაღაროების ლორდი, განანთის დამპყრობელი, ლიონის ლომი და კანკან მუსას. თუმცა საბოლოოდ მას "მეფეთა მეფეს" უწოდებდნენ მალის იმპერიაში.

 

2 მალის იმპერიის მეათე მმართველი

 

მანსა მუსას პაპა, სუნდიატა კეიტას ძმა იყო. სუნდიატა კეიტა მალის იმპერიის დამფუძნებელია.

 

3 მანსა მუსას ჰაჯზე მოგზაურობა, მუსულმანურ სამყაროს ისტორიაში დიდი ასოებით ჩაიწერა...

 

1324 წელს, მუსა მოგზაურობდა ჰაჯზე(მდებარეობს მექაში). მისმა სიმდიდრებს ადგილობრივები გააოცა, მუსამ ქალაქებს: მექას და მედინას უამრავი სიმდიდრე უბოძა. მან არაბეთში უამრავი მეჩეთი ააშენა.

 

 

4 უყვარდა სიმდიდრის გაფლანგვა, ის იყო კეთილშობილი ქველმოქმედი!

 

მუსას ქარავანში მინიმუმ 60 000 მებრძოლი და 12 000 მონა უნდა ყოფილიყო. მონებიდან 500 მძიმე წონის ოქროს ატარებდა, ზუსტად მათ უკან ცხენზე ამხედრებული მუსა მოჩანდა. გზად შემხვედრს უამრავ ოქროს ჩუქნიდა, ან კიდევ უბრალო საჩუქრებში უცვლიდა. აფრიკის კონტინენტზე მას მოიხსენიებდნენ, როგორც ყველაზე კეთილშობილ ქველმოქმედს.

 

5 მუსას ხარჯვის ჩვევებმა, ხმელთაშუა ზღვის ინფლაცია გამოიწვია.

 

მუსას სიკეთემ, ხმელთაშუა ზღვას მალევე უკუჩვენება მისცა. ოქროთი გამდიდრებულ კაიროში, მექასა და მედინაში, სხვა მეტალის ფასები გაუფასურდა. გარდა ამისა, პროდუქციაც ძალიან გაძვირდა. აღელვებულ მუსამ გაფლანგული ოქროს ნაწილი დიდი პროცენტით უკან დაიბრუნა, თუმცა ინფლაცია 12 წელი ისევ გრძელდებოდა.

 

6  ძალიან ბევრი ისტორიული ნაგებობა, რომელიც აფრიკის კონტინენტზე მდებარეობს, მანსა მუსას ბრძანებითაა აშენებული...

 

მექადან დაბრუნების შემდეგ, მუსამ დაიწყო სამშენებლო პროექტები. მან კაიროდან და ესპანეთიდან ათასობით არქიტექტორი ჩამოიყვანა, რათა აფრიკის კონტინენტზე აეშენებინა უამრავი სალოცავი და სკოლა.

 

7 მანსა მუსას პერიოდში ტიმბუქტუ, გახდა ვაჭრობის და განათლების ცენტრი

 

სანკორის უნივერსიტეტი, მსოფლიოდ ცნობილია. მდებარეობს ტიმბუქტუში. ადამიანები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ამ ქალაქში ჩამოდიოდნენ, რათა ვაჭრობის სექტორში წარმატებისთვის მიეღწიათ. ეს ხომ მანსა მუსას ქალაქი იყო...

 

8 მალის იმპერია გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი იმპერია!

 

ესეც მუსას დამსახურებაა... მანსას გარდაცვალებიდან 12 წლის შემდეგ, ისტორიკოსი ესტუმრა მალის იმპერიას. მას 4 თვე დასჭირდა აღმოსავლეთიდან დასავლეთში მისაღწევად!

 

9 სიმდიდრის მიხედვით - ბილ გეიტსის, უორენ ბაფეტის და ჯეფ ბეზოსი ერთობლივი სიმდიდრე, მანსა მუსას ქონებას მაინც ბევრად ჩამორჩება!

 

უკანასკნელი დაანგარიშებით ისტორიული მანსა მუსას ქონება 400 მილიარდი დოლარი იყო.

 

10 გარდა სიმდიდრისა, ის შესანიშნავი იმპერატორი იყო

 

მუსას არმიაში ძალიან ბევრი მებრძოლი ჰყავდა, რაც მას უფრო ძლიერს ხდიდა. მუსას არმია საზღვრებს მალევე სცდებოდა და უდიდესი არმიის ჩამოყალიბებაც მოახერხეს!

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი