logo_geo
NASA-მ მარსზე ქარის ხმა ჩაწერა
- +

8 დეკემბერი. 2018. 11:49

 

 

ავტომატურმა სადგურმა NASA Mars InSight-მა მარსზე ქარის ხმა ჩაიწერა და დედამიწაზე გამოაგზავნა. ჩანაწერი NASA-ს ლაბორატორიის ოფიციალურ YouTube-არხზე ქვეყნდება.

 

კვლევით სადგურზე სეისმოგრაფმა მზის პანელების რხევა დააფიქსირა. თავიდან ხმები არ ისმოდა და სპეციალისტებმა თვალსაჩინოებისთვის სიხშირე 2 ოქტავით გააძლიერეს.

 

ქარი სხვა ხელსაწყომ - ჰაერის წნევის სენსორმაც დააფიქსირა.

 

 

უახლოეს მომავალში სეისმოგრაფს წითელი პლანეტის ზედაპირზე დადგამენ და ის მისი ძირითადი დავალების შესრულებას შეუდგება, რაც მარსის ტექტონურ აქტივობაზე ინფორმაციის შეგროვებას გულისხმობს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი