logo_geo
ბავშვებისთვის ხილის წვენის დღიური ნორმა – პედიატრების რეკომენდაცია
- +

11 დეკემბერი. 2018. 12:45

 

„ნუ მისცემთ ბავშვებს დიდი რაოდენობის ხილის წვენს“, -  ამის შესახებ აშშ-ის პედიატრიის აკადემიამ განაცხადა.

 

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სკოლის ასაკის (7-18 წლის) ბავშვებისთვის ხილის წვენის მიღების დღიური ლიმიტი, დაახლოებით, 230 გრამია, 4-6 წლის ასაკის ბავშვებისთვის -170 გრამი, ხოლო 1-3 წლის ასაკისთვის – არაუმეტეს 115 გრამისა, რაც შეეხება ჩვილებს, მათთვის წვენის მიღება საერთოდ არაა რეკომენდებული.

 

„აღნიშნული რეკომენდაციები შემდეგ არგუმენტს ეფუძნება, ხილის წვენი გახლავთ ბოჭკოვანი ხილი, რომელიც გარკვეულ ვიტამინებს არ შეიცავს და აზიანებს კბილებს“, – განმარტავს ტეხასის უნივერსიტეტის პედიატრი სტივენ აბრამსი, რომელიც აშშ-ის პედიატრიის აკადემიის მიერ გავრცელებული განცხადების ერთ-ერთი ავტორია.

 

მისივე თქმით, ბევრი პედიატრი საკითხს ზედმეტად რადიკალურად უდგება და მშობლებს აფრთხილებს, ხილის წვენი თავიანთ შვილებს საერთოდ არ დაალევინონ. „საუკეთესო გამოსავალი ზომიერების დაცვაა“, განაცხადა ოჯახის ექიმმა ჰარი ლეროიმ, რომელმაც სპეციალური ჯანმრთელობის ცხრილი  – 5-2-1-0 შექმნა, სადაც 5 არის ხილისა და ბოსტნეულის დღიური ულუფის რაოდენობა, 2 - არის ეკრანთან პატარების სხდომის 2-საათიანი ლიმიტი, 1 – ფიზიკური აქტივობის დრო და 0 – შაქრიანი სასმელის დღიური დოზა.

 

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად გაითვალისწინებენ მშობლები აღნიშნულ რეკომენდაციებს, რომელიც გასულ წელს გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ რეკომენდაციების გავრცელების შემდეგ, ბევრმა კომპანიამ საბავშვო ხილის წვენის წარმოება შეაჩერა.

 

 

 

 

big_banner
არქივი