logo_geo
7 წლის ბიჭი, რომელმაც 22 მლნ დოლარი გამოიმუშავა
- +

11 დეკემბერი. 2018. 13:01

 

 

დღეს უკვე ყველამ იცის, რომ იუთუბის მეშვეობით შეიძლება სოლოდური თანხის გამომუშავება. იდეა საკმაოდ მარტივია: იპოვე საინტერესო თემა, რეგულარულად გადაიღე ვიდეო და მიიღე ანაზღაურება

ჟურნალმა Forbes-მა შეადგინა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბლოგერების რეიტინგი იუთუბიზე. შედეგი აღმოჩნდა გასაოცარი: სიის თავში 7 წლის ბიჭი აღმოჩნდა, რომლის შემოსავალმა 1017 წლის 1 ივნისიდან 2018 წლის 1 ივნისამდე 22 მილიონი დოლარი შეადგინა

 

 

 

 

 


გაიცანით, ეს რაიანია. ის 7 წლისაა და ის მილიონერია

 

 

 

 

 

 

 


ვიდეობლოგს ჰქვია Ryan ToysReview. მას 17 მილიონი გამომწერი ჰყავს, ხოლო მის ვიდეოებს - 26 მილიარდი ნახვა

 

 

 

 

 

 


მზრუნველმა მამამ 2015 წელს გაუკეთა იუთუბის არხი და მას მერე რეგულარულად ჩნდება ვიდეოები რაიანის მონაწილეობით

 

 

 

 

 

 


ახლა მამა იღებს ყველაფერს, რასაც რაიანი აკეთებს. რაიანის აუდიტორიას ბავშვები წარმოადგენენ. ბავშვები, რომელთა მშობლებსაც შეუძლიათ ისეთივე სათამაშოების შეძენა, როგორიც აქვს რაიანს. 

ძნელია იმის თქმა, უამრავ არხს შორის რატომ გახდა სწორედ რაიანის ვიდეოები ასეთი პოპულარული. შეიძლება ეს განპირობებულია რაიანის არტისტულობითა და ემოციურობით. რაიანმა ასე დაახასიათა თავისი თავი: მე საინტერესო და მხიარული ვარ. 

 

 

 

 

 


უნდა აღინიშნოს, რომ რაიანის სათამაშოებისთვის უკევ ცალკე სახლია საჭირო. ამიტომ მშობლები მის სათამაშოებს ქველმოქმედებისთვის და საჩუქრებისთვის იყენებენმშობლები ამობენ, რომ ვიდეოებს გადაიღებენ მანამ, სანამ ეს რაიანს მოეწონება

 

 

 

 

 

 


ახლა კი გასაგებია, ბოლო პერიოდში რატომ გაჩნდა ასე მრავლად საბავშვო არხები. თქვენი ბავშვები ადევნებენ თვალყურს მსგავს ბლოგებს?

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი