logo_geo
რეცეპტი, რომლის წყალობით სამუდამოდ დაივიწყებთ ხველას და ხველის სიროფებს
- +

13 დეკემბერი. 2018. 11:31

 

 

ზამთრის მოახლოებასთან ერთად მატულობს სურდო და გრიპი, რასაც თან ახლავს ხველა, რომელიც იწვევს ყელის გაღიზიანებას. აფთიაქები კი სავსეა ხველის საწინააღმდეგო სხვადასხვა საშუალებებით, ჩვენც უმალ მივდივართ მათ შესაძენად, თუმცა ეფექტურია თუ არა ისინი და მალე გავთავისუფლდებით თუ არა ამ ვერაგი გრიპისგან და ხველისგან, მხოლოდ დროის საკითხია.

 

წარმოგიდგენთ მარტივ და მეტად ეფექტურ ხველის საწინააღმდეგო საშუალებას, რომელსაც არ ახლავს უკუჩვენებები და რეკომენდებულია მოზარდებისთვისაც და ბავშვებისთვისაც.

 

საჭირო ინგრედიენტები:

 

 

2 ჩ.კ. ლიმონის წვენი;

1 ჩ.კ. თაფლი;

0, 5 ჭიქა წყალი;

1 ჩ.კ. შაქარი;

0, 5 ჩ.კ. გახეხილი იმბირი (ჯინჯერი);

0, 5 ჩ.კ. გახეხილი ნიორი.

 

მომზადების წესი:

 

ყველა ინგრედიენტი წყლის გარდა მოათავსეთ ბლენდერში და ათქვიფეთ. სქელი მასის მიღების შემდეგ შეურიეთ წყალი, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში და დადგით ქურაზე. წამოადუღეთ მანამ, სანამ მასა არ შესქელდება. როდესაც გაცივდება, დაყავით აბის ფორმებად და მიიღეთ დღეში 2-3-ჯერ გაციებისა და ხველის წინააღმდეგ, შედეგი გაგაოცებთ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი