logo_geo
"პო­ე­ტე­ბის ქა­ლა­ქად" ქცეული ტფი­ლი­სი და უნი­კა­ლუ­რი "ქი­მე­რი­ო­ნი", სა­დაც ქორ­წი­ლე­ბიც კი იმარ­თე­ბო­და
- +

20 იანვარი. 2017. 01:23




1919 წლის დე­კემ­ბ­რის მი­წუ­რულს ტფი­ლის­ში გა­მო­მა­ვალ­მა გა­ზე­თებ­მა მო­სახ­ლე­ო­ბას ხე­ლო­ვან­თა ახა­ლი კლუ­ბის გახ­ს­ნის შე­სა­ხებ აუწყეს. ხე­ლო­ვან­თა კლუ­ბის და­არ­სე­ბა ტფი­ლი­სის­თ­ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი მოვ­ლე­ნა იყო და ამა­ზე მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლიც მი­უ­თი­თებს: "28 დე­კემ­ბერს კვი­რა სა­ღა­მოს ქარ­თ­ველ ლი­ტე­რა­ტორ­თა და მხატ­ვარ­თა კლუ­ბის "ქი­მე­რი­ო­ნის" გახ­ს­ნა გა­ი­მარ­თა. კლუ­ბის მმარ­თ­ვე­ლო­ბის მოწ­ვე­ვით, ამ სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წ­რე­ბოდ­ნენ: ბრი­ტა­ნე­თის კო­მი­სა­რი ოლი­ვერ უორ­დ­რო­პი, მე­კავ­ში­რე სა­ხელ­მ­წი­ფო­თა კო­მი­სა­რი (ი­გუ­ლის­ხ­მე­ბა ან­ტან­ტის წევ­რი ქვეყ­ნე­ბი), პოლ­კოვ­ნი­კი გას­კე­ლი მე­უღ­ლი­თურთ, სხვა უცხო­ე­ლი მი­სი­ის წევ­რე­ბი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტ­რის ამ­ხა­ნა­გი ქარ­ცი­ვა­ძე, დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის ამ­ხა­ნა­გი თა­ყა­იშ­ვი­ლი, ქა­ლა­ქის თა­ვი ბე­ნია ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი, მხატ­ვა­რი სუ­დე­ი­კი­ნი, სო­კო­ლო­ვი, ოვა­ნეს თუ­მა­ნი­ა­ნი, დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბის წევ­რე­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი. გახ­ს­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით მოწყო­ბილ ბან­კეტს თა­მა­დობ­და ქა­ლა­ქის თა­ვი ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი. ბან­კეტ­ზე წარ­მო­ით­ქ­ვა ქარ­თ­ვე­ლი ლი­ტე­რა­ტო­რე­ბი­სა და ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის უამ­რა­ვი სადღეგ­რ­ძე­ლო. გან­სა­კუთ­რე­ბით მხურ­ვა­ლედ მი­ი­ღეს სუ­დე­ი­კი­ნის, ევ­რე­ი­ნო­ვის, სო­კო­ლო­ვი­სა და ოვა­ნეს თუ­მა­ნი­ა­ნის სადღეგ­რ­ძე­ლო­ე­ბი. ღო­ნის­ძი­ე­ბამ ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლად ჩა­ი­ა­რა".

 

 

 

 

კა­ფე "ქი­მე­რი­ო­ნი" გო­ლო­ვი­ნის გამ­ზირ­ზე (დღე­ვან­დე­ლი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი), "არ­ტის­ტუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის" თე­ატ­რის შე­ნო­ბა­ში (რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რი) მდე­ბა­რე­ობ­და. თვით თე­ატ­რის მშე­ნებ­ლო­ბა 1898 წელს და­იწყო და იგი ტფი­ლი­სე­ლი სო­მე­ხი კო­მერ­სან­ტის, ისაი პი­ტო­ე­ვის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა. პი­ტო­ევს ცო­ლად მსა­ხი­ო­ბი ოლ­ღა მარ­ქ­სი ჰყავ­და. პას­კე­ვი­ჩის ქუ­ჩა­ზე (ამ­ჟა­მად ქი­ქო­ძის ქუ­ჩა), პი­ტო­ე­ვე­ბის სახ­ლი ხე­ლო­ვან­თა მუდ­მი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლი გახ­ლ­დათ. სხვა­დას­ხ­ვა დროს პი­ტო­ე­ვე­ბის სტუმ­რე­ბი ყო­ფი­ლან: ოპე­რის ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი ფი­ო­დორ შა­ლი­ა­პი­ნი, კომ­პო­ზი­ტო­რი პეტ­რე ჩა­ი­კოვ­ს­კი, დი­რი­ჟო­რი მი­ხა­ილ იპო­ლი­ტოვ-ივა­ნო­ვი. მე­უღ­ლის გავ­ლე­ნით, ბიზ­ნეს­მე­ნი თე­ატ­რით "და­ა­ვად­და" და სწო­რედ ამ ქა­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბა გახ­ლ­დათ, რომ პი­ტო­ევ­მა ტფი­ლი­სის არ­ტის­ტუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის დი­დი თე­ატ­რის მშე­ნებ­ლო­ბა გა­დაწყ­ვი­ტა.

 

არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბის: კორ­ნე­ლი ტა­ტიშ­ჩე­ვი­სა და ალექ­სან­დ­რე შიმ­კე­ვი­ჩის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით, თე­ატ­რის მშე­ნებ­ლო­ბამ 3 წელს გას­ტა­ნა. 1901 წელს ტფი­ლის­მა ბა­რო­კოს სტილ­ში აგე­ბუ­ლი ბრწყინ­ვა­ლე შე­ნო­ბა მი­ი­ღო. თე­ატ­რის დარ­ბა­ზი 810 ად­გილ­ზე იყო გათ­ვ­ლი­ლი. ინ­ტე­რი­ერ­ზე იტა­ლი­ი­დან მოწ­ვე­უ­ლი ხე­ლოს­ნე­ბი მუ­შა­ობ­დ­ნენ. ხა­ლი­ჩე­ბი, სარ­კე­ე­ბი, ავე­ჯი, გა­ნა­თე­ბა და თე­ატ­რის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი სხვა მოწყო­ბი­ლო­ბა ევ­რო­პი­დან ჩა­მო­ი­ტა­ნეს. თე­ატ­რის მშე­ნებ­ლო­ბა პი­ტო­ევს ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ოქ­როს რუბ­ლი და­უჯ­და.

 

1905 წელს ახა­ლი თე­ატ­რის ქვე­და ფო­ი­ე­ში ქა­ლა­ქის უპო­ვა­რი მო­სახ­ლე­ო­ბის­თ­ვის უფა­სო სა­სა­დი­ლო ამოქ­მედ­და, რო­მე­ლიც პრინ­ცე­სა ელი­ზა­ვე­ტა მავ­რი­კი­ევ­ნას (რუ­სე­თის დი­დი მთავ­რის - კონ­ს­ტან­ტი­ნეს მე­უღ­ლე) ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­იხ­ს­ნა. სა­სა­დი­ლო 1910 წლამ­დე მუ­შა­ობ­და, ხო­ლო შემ­დეგ გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი მი­ზე­ზე­ბით და­ი­ხუ­რა და რეს­ტო­რან "ა­ნო­ნად" გა­და­კეთ­და. მი­სი მფლო­ბე­ლი ვინ­მე ბონ­და­რენ­კო იყო. ტფი­ლი­სის მა­ღალ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში "ა­ნო­ნამ" პო­პუ­ლა­რო­ბა ძა­ლი­ან მა­ლე მო­ი­პო­ვა. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, აქ ინ­ტე­ლი­გენ­ცია, თე­ატ­რა­ლურ და არ­ტის­ტულ წრე­ებ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა იკ­რი­ბე­ბო­და. აზი­უ­რი და ევ­რო­პუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­თი გან­თ­ქ­მუ­ლი რეს­ტო­რა­ნი დი­ლის 11-დან ღა­მის 2 სა­ა­თამ­დე მუ­შა­ობ­და. სტუმ­რე­ბის­თ­ვის უკ­რავ­და იტა­ლი­უ­რი სი­მე­ბი­ა­ნი ორ­კეს­ტ­რი, მღე­როდ­ნენ საზღ­ვარ­გა­რე­თი­დან მოწ­ვე­უ­ლი მომ­ღერ­ლე­ბი.

 

რუ­სეთ­ში მომ­ხ­და­რი ბოლ­შე­ვი­კუ­რი გა­დატ­რი­ა­ლე­ბი­სა და მე­ფის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბის შემ­დეგ, "ა­ნო­ნა" ერ­თხანს კი­დევ მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ სა­ყო­ველ­თაო კრი­ზი­სის პი­რო­ბებ­ში რეს­ტო­რა­ნი წამ­გე­ბი­ა­ნი გახ­და და 1919 წლის­თ­ვის და­ი­ხუ­რა.

 


 

 

რუ­სე­თის ყო­ფი­ლი იმ­პე­რი­ის ტე­რი­ტო­რია სა­მო­ქა­ლა­ქო ომ­სა და ქა­ოს­ში ჩა­ეფ­ლო, სა­დაც ხე­ლოვ­ნე­ბის­თ­ვის არა­ვის ეცა­ლა. რუ­სეთ­თან შე­და­რე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კა და მი­სი დე­და­ქა­ლა­ქი ერ­თ­გ­ვა­რად, სიმ­შ­ვი­დის კუნ­ძუ­ლი იყო. ამის გა­მო, ტფი­ლის­მა იმ პე­რი­ოდ­ში უამ­რა­ვი რუ­სი მხატ­ვა­რი, მწე­რა­ლი, პო­ე­ტი და მუ­სი­კო­სი მი­ი­ღო.

 

აქ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ კომ­პო­ზი­ტო­რე­ბი - ნი­კო­ლაი ჩე­რეპ­ნი­ნი და ტო­მას დე გარ­ტ­მა­ნი, მხატ­ვ­რე­ბი - სერ­გეი სუ­დე­ი­კი­ნი და სა­ვე­ლი სო­რი­ნი, პო­ე­ტი ვა­სი­ლი კა­მენ­ს­კი, დრა­მა­ტურ­გი ნი­კო­ლაი ევ­რე­ი­ნო­ვი, მწე­რა­ლი ილია ზდა­ნე­ვი­ჩი. გას­ტ­რო­ლებს მარ­თავ­და მოს­კო­ვის თე­ატ­რი, მოს­კო­ვის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის ცნო­ბი­ლი პი­ა­ნის­ტი ალექ­სანდრ ბო­როვ­ს­კი, მე­ვი­ო­ლი­ნე ბე­ლო­უ­სო­ვი და ა.შ.

 

ტფი­ლი­სი ხე­ლო­ვან­თა "ო­კუ­პა­ცი­ის" ქვეშ აღ­მოჩ­ნ­და. ქა­ლა­ქის კა­ფე-რეს­ტორ­ნე­ბი მა­თი თავ­შეყ­რის ად­გი­ლად გა­და­იქ­ცა, სა­დაც პო­ე­ტე­ბი, მწერ­ლე­ბი, მხატ­ვ­რე­ბი და მუ­სი­კო­სე­ბი ხე­ლოვ­ნე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­სა და რუ­სე­თის ყო­ფილ იმ­პე­რი­ა­ში შექ­მ­ნილ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე კა­მა­თობ­დ­ნენ. კა­ფე "ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნალ­ში" ტფი­ლი­სი პო­ე­ტე­ბის ქა­ლა­ქა­დაც კი გა­მო­აცხა­დეს და ირ­წ­მუ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ნან­გ­რე­ვე­ბად ქცე­ულ ქვე­ყა­ნა­ში მხო­ლოდ ტფი­ლი­სი იყო ის ად­გი­ლი, სა­დაც პო­ე­ზია ჯერ კი­დევ ცოცხ­ლობ­და.

 

XX სა­უ­კუ­ნის და­საწყი­სის ევ­რო­პი­სა და რუ­სე­თის მსგავ­სად, არ­ტის­ტუ­ლი კა­ფე-კლუ­ბი ტფი­ლის­შიც მრავ­ლად იყო. მაგ­რამ მათ შო­რის "ქი­მე­რი­ონს" მა­ინც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი ეკა­ვა. მან მთლი­ა­ნად შე­მო­იკ­რი­ბა ტფი­ლის­ში მყო­ფი რო­გორც უცხო­ე­ლი, ასე­ვე ქარ­თ­ვე­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბი და კულ­ტუ­რის უპირ­ვე­ლეს ცენ­ტ­რად გა­და­იქ­ცა. წლე­ბის შემ­დეგ ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე "ქი­მე­რი­ონს" ასე იგო­ნებ­და: "ალ­ბათ მთელს ქვე­ყა­ნა­ზე არ არის კა­ფე, რო­მე­ლიც იტევ­დეს იმ­დენ შთა­გო­ნე­ბას და შე­მოქ­მე­დე­ბას, რო­გორც "ქი­მე­რი­ო­ნი".

 

ეს კი კო­ლაუ ნა­დი­რა­ძის მო­გო­ნე­ბაა: "ქი­მე­რი­ო­ნი" ჩვე­ნი თავ­შეყ­რის უსაყ­ვარ­ლესი ად­გი­ლი იყო. თით­ქ­მის ყო­ველ სა­ღა­მოს ვიკ­რი­ბე­ბო­დით მწერ­ლე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი, მხატ­ვ­რე­ბი, მუ­სი­კო­სე­ბი. აქ­ვე უკ­რავ­და რუ­მი­ნე­ლი მე­ვი­ო­ლი­ნე ჟან­გუ­ლეს­კუ. ვკითხუ­ლობ­დით ლექ­სებს, ვმღე­რო­დით, ვკა­მა­თობ­დით, ცოტ-ცო­ტას ვსვამ­დით კი­დეც".

 

1917 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პირ­ვე­ლი მწე­რალ­თა კავ­ში­რი შე­იქ­მ­ნა, რომ­ლის თავ­მ­ჯ­დო­მა­რედ პო­ე­ტი კო­ტე მა­ყაშ­ვი­ლი აირ­ჩი­ეს. 1919 წლის 16 ივ­ნისს კავ­შირ­მა ტფი­ლი­სის მმარ­თ­ვე­ლო­ბას მი­მარ­თა თხოვ­ნით, მწერ­ლე­ბის­თ­ვის რეს­ტო­რან "ა­ნო­ნას" ტე­რი­ტო­რია გა­და­ე­ცა, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბო­და არა მხო­ლოდ ქარ­თ­ველ მწე­რალ­თა შეკ­რე­ბის ად­გი­ლი, არა­მედ ყვე­ლა დარ­გის ხე­ლო­ვან­თა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კე­რა. კლუ­ბის მოწყო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა ქარ­თ­ველ პო­ეტ­თა ჯგუფს - "ცის­ფერ­ყან­წე­ლებს" ეკუთ­ვ­ნო­და. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს თხოვ­ნა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და იმა­ვე წელს მწე­რალ­თა კავ­შირ­მა რეს­ტო­რა­ნი შე­ი­ძი­ნა კი­დეც.

 

რეს­ტორ­ნის სა­კუთ­რე­ბა­ში მი­ღე­ბის შემ­დეგ, სა­ჭი­რო გახ­და კლუ­ბის­თ­ვის სა­ხე­ლის მო­ფიქ­რე­ბა და მი­სი ინ­ტე­რი­ე­რის შე­სა­ბა­მი­სი გა­ფორ­მე­ბა. მწე­რალ­თა კავ­შირს სა­ხე­ლის შე­სარ­ჩე­ვად ათი სხდო­მის ჩა­ტა­რე­ბა დას­ჭირ­და. ყვე­ლა პო­ეტს სა­კუ­თა­რი ვა­რი­ან­ტი და შე­სა­ბა­მი­სი არ­გუ­მენ­ტი ჰქონ­და. ბო­ლოს "ცის­ფერ­ყან­წე­ლე­ბი" "ქი­მე­რა­ზე" შე­ჩერ­დ­ნენ. პო­ეტ­მა პა­ო­ლო იაშ­ვილ­მა "ქი­მე­რე­თის" წი­ნა­და­დე­ბა წა­მო­ა­ყე­ნა, ტი­ცი­ან ტა­ბი­ძეს "ქი­მე­რია" სურ­და. სა­ბო­ლო­ოდ, კი "ქი­მე­რი­ონ­ზე" შე­ჩერ­დ­ნენ. ეს სიტყ­ვა პო­ეტ ვა­ლე­რი­ან გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის ლექ­სი­დან აიღეს. შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი უკ­ვე "ქი­მე­რი­ო­ნის" გა­ფორ­მე­ბა იყო.



 

 

კლუ­ბის მო­ხატ­ვა­ზე უცხო­ე­ლი და ქარ­თ­ვე­ლი მხატ­ვ­რე­ბის ბრწყინ­ვა­ლე პლე­ა­და მუ­შა­ობ­და. თა­ვი­დან­ვე გა­დაწყ­და, რომ კედ­ლე­ბი ფრეს­კუ­ლი პრინ­ცი­პით მო­ე­ხა­ტათ, რად­გან "ცის­ფერ­ყან­წე­ლე­ბის­თ­ვის" ეს ყვე­ლა­ზე მი­სა­ღე­ბი იყო.

 

თავ­და­პირ­ვე­ლად, "ქი­მე­რი­ო­ნის" გა­ფორ­მე­ბა რუ­სე­თის სა­იმ­პე­რა­ტო­რო კა­რის ყო­ფილ­მა მხატ­ვარ­მა სერ­გეი სუ­დე­ი­კინ­მა და­იწყო. რო­გორც ტი­ცი­ან ტა­ბი­ძის მო­გო­ნე­ბი­დან ირ­კ­ვე­ვა, "ცის­ფერ­ყან­წე­ლებს" იგი მოს­კო­ველ­მა ჟურ­ნა­ლის­ტ­მა და თე­ატ­რალ­მა ლვოვ­მა გა­აც­ნო. სუ­დე­ი­კი­ნი ქარ­თ­ველ მწერ­ლებ­სა და მხატ­ვ­რებს და­უ­ახ­ლოვ­და და მთელ თა­ვი­სუ­ფალ დროს მათ­თან ერ­თად ატა­რებ­და. ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე იხ­სე­ნებ­და: "სუ­დე­ი­კინ­მა ჯერ რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე დას­ტო­ვა პე­ტერ­ბურ­გი. ავად­მ­ყო­ფი და ნერ­ვებ გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი, ის მა­ინც მოხ­ვ­და მო­ბი­ლი­ზა­ცი­ა­ში და მსა­ხუ­რობ­და არ­მი­ა­ში, შემ­დეგ კი თით­ქ­მის ერ­თი წე­ლი­წა­დი იწ­ვა ყი­რი­მის სა­ნა­ტო­რი­უმ­ში. მის­მა მე­გო­ბარ­მა, პე­ტერ­ბურ­გელ­მა მხატ­ვარ­მა სა­ვე­ლი სო­რინ­მა ურ­ჩია მას პირ­ვე­ლად სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში წა­მოს­ვ­ლა. კულ­ტუ­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ჩვენს თვალ­წინ კოც­ნიდ­ნენ ტფი­ლი­სის მი­წას და ტი­როდ­ნენ, რო­ცა ხე­დავ­დ­ნენ ელექ­ტ­რო­ნის სი­ნათ­ლეს".

 

სუ­დე­ი­კინ­მა "ქი­მე­რი­ონ­ზე" მუ­შა­ო­ბა პა­ო­ლო იაშ­ვი­ლის თხოვ­ნით და­იწყო. ალე­გო­რი­ე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი მი­სი მხატ­ვ­რო­ბა სიმ­ბო­ლის­ტი ქარ­თ­ვე­ლი პო­ე­ტე­ბის­თ­ვის ყვე­ლა­ზე ახ­ლო­ბე­ლი იყო. რუს­მა მხატ­ვარ­მა კლუ­ბის ჩა­სას­ვ­ლე­ლის მარ­ცხე­ნა მხა­რე მო­ხა­ტა. კე­დელ­ზე ქი­მე­რე­ბი, ნიმ­ფე­ბი, თე­ატ­რა­ლურ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დე­კო­რა­ტი­უ­ლი ნა­ტი­ურ­მორ­ტე­ბი გა­მო­ი­სა­ხა. ამა­ვე კე­დელ­ზე და­ხა­ტა სუ­დე­ი­კი­ნის მე­გო­ბა­რი ქარ­თ­ვე­ლი პო­ე­ტე­ბი­სა და მხატ­ვ­რე­ბის კოს­ტი­უ­მი­რე­ბუ­ლი პორ­ტ­რე­ტე­ბი: პა­ო­ლო იაშ­ვი­ლი მტრე­დებ­თან ერ­თად, ცნო­ბა­დის ხე­ზე მი­ყუ­დე­ბუ­ლი ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე პი­ე­როს წა­მო­სას­ხამ­ში. მხატ­ვარ­მა კე­დელ­ზე ავ­ტო­პორ­ტ­რე­ტიც და­ხა­ტა. სუ­დე­ი­კინს ხელ­ში სარ­კე უკა­ვია, რო­მელ­შიც ამუ­რი იყუ­რე­ბა, თა­ვად კი, შავ კოს­ტი­უმ­სა და თეთრ პე­რან­გ­ში გა­მოწყო­ბი­ლი, ფრთო­სა­ნი დე­მო­ნის სა­ხე აქვს. შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს­თ­ვის სუ­დე­ი­კინ­მა ჰო­ნო­რა­რის სა­ხით სულ 10 ათა­სი რუბ­ლი აიღო. იმ პე­რი­ოდ­ში არ­სე­ბუ­ლი ინ­ფ­ლა­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ეს სიმ­ბო­ლუ­რი თან­ხა იყო.

 

სუ­დე­ი­კინ­თან ერ­თად, "ქი­მე­რი­ონ­ზე" კი­რი­ლე ზდა­ნე­ვი­ჩი, პო­ლო­ნე­ლი მხატ­ვა­რი სი­გიზ­მუნდ ვა­ლი­შევ­ს­კი, ლა­დო გუ­დი­აშ­ვი­ლი, და­ვით კა­კა­ბა­ძე, მა­მა-შვი­ლი - მო­სე და ირაკ­ლი თო­ი­ძე­ე­ბი, ალექ­სან­დ­რე ზალ­ც­მა­ნი მუ­შა­ობ­დ­ნენ.

 

ში­და დარ­ბა­ზის კედ­ლე­ბი მო­სე და ირაკ­ლი თო­ი­ძემ და და­ვით კა­კა­ბა­ძემ მო­ხა­ტეს. თო­ი­ძემ იმ­პ­რე­სი­ო­ნის­ტუ­ლი მხატ­ვ­რო­ბის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი შექ­მ­ნა, რომ­ლე­ბიც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რულ მიღ­წე­ვებს ასა­ხავ­და. გად­მო­ცე­მუ­ლი იყო ორი ახა­ლი ქარ­თუ­ლი ოპე­რის: "თქმუ­ლე­ბა შო­თა რუს­თა­ველ­ზე" და "აბე­სა­ლომ და ეთე­რის" სპექ­ტაკ­ლე­ბის თე­მა.

 

და­ვით კა­კა­ბა­ძემ კედ­ლე­ბი ტფი­ლი­სის ცხოვ­რე­ბის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სცე­ნე­ბით გა­ა­ფორ­მა. დარ­ბა­ზის სვე­ტე­ბი და თა­ღე­ბი ჩი­ტე­ბის, ყვა­ვი­ლე­ბის, ფრინ­ვე­ლე­ბის, ნიღ­ბე­ბი­სა და ქი­მე­რე­ბის სტი­ლი­ზე­ბუ­ლი სუ­რა­თე­ბით შე­ივ­სო.

 

ლა­დო გუ­დი­აშ­ვი­ლის მო­გო­ნე­ბი­დან: "ყვე­ლა გა­ტა­ცე­ბით მუ­შა­ობ­და. სუ­დე­ი­კი­ნის მი­ერ მო­ხა­ტუ­ლი მარ­ცხე­ნა ჩა­სას­ვ­ლე­ლის მო­პირ­და­პი­რე კე­დელ­ზე მე "სტეპ­კოს დუ­ქა­ნი" და "და­რა­ჯი მე­ლა" დავ­ხა­ტე. დარ­ბა­ზის ში­და კე­დე­ლი და­ფა­რუ­ლი იყო და­ვით კა­კა­ბა­ძის ნა­ხა­ტე­ბით, რო­მელ­თაც სა­ერ­თო თე­მა ჰქონ­დათ - გა­ზაფხუ­ლი. და­ნარ­ჩე­ნი კედ­ლე­ბი კი­რი­ლე ზდა­ნე­ვიჩ­მა და პო­ლო­ნელ­მა მხატ­ვარ­მა სი­გიზ­მუნდ ვა­ლი­შევ­ს­კიმ მო­ხა­ტეს".

 

კლუ­ბი "ქი­მე­რი­ო­ნი" დი­დი კომ­პ­ლექ­სი გახ­ლ­დათ და რამ­დე­ნი­მე ნა­წი­ლად იყო­ფო­და. ცენ­ტ­რა­ლუ­რი დარ­ბა­ზი თე­ატ­რა­ლუ­რი და სა­ეს­ტ­რა­დო წარ­მოდ­გე­ნე­ბის, კონ­ცერ­ტე­ბის, არ­ტის­ტუ­ლი პერ­ფორ­მან­სე­ბი­სა თუ სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თ­ვის იყო გან­საზღ­ვ­რუ­ლი. აქ­ვე მდე­ბა­რე­ობ­და სცე­ნაც. არ­სე­ბობ­და მცი­რე ოთა­ხე­ბიც, რომ­ლე­ბიც ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ღა­მო­ე­ბის, მწე­რალ­თა სხდო­მე­ბი­სა და სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბის­თ­ვის იყო გან­საზღ­ვ­რუ­ლი.

 

"ქი­მე­რი­ონ­ში" იმარ­თე­ბო­და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი. ლექ­სებს კითხუ­ლობ­დ­ნენ: გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძე, პა­ო­ლო იაშ­ვი­ლი, ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე, კონ­ს­ტან­ტინ ბალ­მონ­ტი, სერ­გეი გო­რო­დეც­კი, სერ­გეი ესე­ნი­ნი; პო­ე­ტე­ბი სა­ხელ­და­ხე­ლოდ წერ­დ­ნენ ლექ­სებს, გა­ნი­ხი­ლავ­დ­ნენ მწე­რალ­თა ახალ ნა­წარ­მო­ე­ბებს. კლუ­ბის სცე­ნა­ზე გა­მო­დი­ოდ­ნენ იმ პე­რი­ო­დის გა­მო­ჩე­ნი­ლი ქარ­თ­ვე­ლი და უცხო­ე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი. რო­გორც წე­სი, ყვე­ლა სა­ღა­მოს პა­ო­ლო იაშ­ვი­ლი უძღ­ვე­ბო­და. ეწყო­ბო­და გა­მო­ფე­ნე­ბი და საქ­ველ­მოქ­მე­დო აუქ­ცი­ო­ნე­ბი. იმარ­თე­ბო­და სა­ხელ­და­ხე­ლო მეჯ­ლი­სე­ბი. და, რა­ღა თქმა უნ­და, "ქი­მე­რი­ონ­ში" თავ­და­ვიწყე­ბამ­დე ქე­ი­ფობ­დ­ნენ კი­დეც.

 

რო­გორც გუ­დი­აშ­ვი­ლი იხ­სენებ­და, სწო­რედ "ქი­მე­რი­ონ­ში" გა­და­ი­ხა­და ქორ­წი­ლი პო­ეტ­მა გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძემ: "მთე­ლი ღა­მე ლექ­სე­ბის კითხ­ვა ის­მო­და, სუფ­რა სა­ნო­ვა­გით ვერ ბრწყი­ნავ­და, მაგ­რამ ყვე­ლა ბედ­ნი­ე­რად გრძნობ­და თავს, ეფი­ცე­ბოდ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს ძმო­ბას და ასე გრძელ­დე­ბო­და დი­ლამ­დე".

 

ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი ცენ­ტ­რის სა­ხით "ქი­მე­რი­ო­ნი" სულ ერ­თი წე­ლი მოქ­მე­დებ­და, მაგ­რამ ასე­თი მოკ­ლე პე­რი­ო­დის მი­უ­ხე­და­ვად, უდი­დე­სი რო­ლი შე­ას­რუ­ლა XX სა­უ­კუ­ნის ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, ეროვ­ნუ­ლი სუ­ლის გაღ­ვი­ძე­ბა­სა და ქარ­თუ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. სწო­რედ "ქი­მე­რი­ონ­ში" შექ­მ­ნი­ლი გა­რე­მო გახ­და ქარ­თ­ვე­ლი მწერ­ლე­ბის, პო­ე­ტე­ბის, მუ­სი­კო­სე­ბი­სა და მხატ­ვ­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი შთა­გო­ნე­ბის წყა­რო.

 

1920 წლის დე­კემ­ბერ­ში "ქი­მე­რი­ონ­მა" არ­სე­ბო­ბა შეწყ­ვი­ტა. მის ად­გი­ლას ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რეს­ტო­რა­ნი გა­იხ­ს­ნა, რო­მელ­საც ჯერ კი­დევ "ქი­მე­რი­ონს" უწო­დებ­დ­ნენ, მაგ­რამ ძველ კლუბ­თან სა­ერ­თო არა­ფე­რი ჰქონ­და.

 

სა­ქარ­თ­ვე­ლოს "გა­საბ­ჭო­ე­ბის" შემ­დეგ, კლუ­ბის აღორ­ძი­ნე­ბა ტი­ცი­ან ტა­ბი­ძემ და ნი­კო­ლო მი­წიშ­ვილ­მა სცა­დეს. "ქი­მე­რი­ონ­ში" მწე­რალ­თა რამ­დე­ნი­მე სა­ღა­მო მო­ეწყო, მაგ­რამ ამ წა­მოწყე­ბი­დან არა­ფე­რი გა­მო­ვი­და. 1922 წელს კა­ფე გა­ნათ­ლე­ბის სა­ხალ­ხო კო­მი­სა­რი­ატს გა­და­ე­ცა. ცო­ტა ხან­ში, "ქი­მე­რი­ო­ნი" სა­ერ­თოდ და­ხუ­რეს. კლუ­ბის და­ხურ­ვის მი­ზე­ზად ბოლ­შე­ვი­კებ­მა "წარ­მო­ე­ბის ზა­რა­ლი" და­ა­სა­ხე­ლეს. "ქი­მე­რი­ო­ნის" დარ­ბა­ზი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის ფო­ი­ეს შე­უ­ერ­თეს, გე­ნი­ა­ლუ­რი მხატ­ვ­რე­ბის მი­ერ მო­ხა­ტუ­ლი კედ­ლე­ბი კი კო­მუ­ნის­ტურ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თეთ­რად გა­და­ღე­ბა.

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი