logo_geo
1920 წლის ზაფხულის თბილისში განხორციელებული ტერაქტის უცნობი დეტალები
- +

20 იანვარი. 2017. 02:37




1920 წლის ზაფხულ­ში ტფი­ლის­ში რამ­დე­ნი­მე ტე­რაქ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და, რომ­ლე­ბიც მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტულ ან­ტი­ა­ზერ­ბა­ი­ჯა­ნულ ხა­სი­ათს ატა­რებ­და. და­უდ­გე­ნე­ლი ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბი, იმ აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ პო­ლი­ტი­კურ მოღ­ვა­წე­ებს უს­წორ­დე­ბოდ­ნენ, რომ­ლებ­მაც ბა­ქო­ში ბოლ­შე­ვი­კე­ბის შე­მოს­ვ­ლის შემ­დეგ, თა­ვი სა­ქარ­თ­ვე­ლოს შე­ა­ფა­რეს.


პირ­ვე­ლი ასე­თი შემ­თხ­ვე­ვა 1920 წლის 19 ივ­ნისს, გო­ლო­ვი­ნის პროს­პექ­ტ­ზე მოხ­და.


გა­ზე­თი "გრუ­ზი­ა", 22 ივ­ნი­სი:

 

„19 ივ­ნისს, სა­ღა­მოს 10 სა­ათ­სა და 55 წუთ­ზე, ფე­ო­დო­სი­ევ­ს­კის ქუ­ჩა­ზე (გო­ლო­ვი­ნის პროს­პექ­ტ­თან), უც­ნო­ბი პი­რე­ბი თავს და­ეს­ხ­ნენ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნისტრ ფა­თა­ლი ხან ჰო­ის­კის და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ყო­ფილ იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრ ჰა­ლილ-ბეკ ჰას­მა­მე­დოვს. ჰო­ის­კი და ჰას­მა­მე­დო­ვი კი­ნე­მა­ტოგ­რაფ "პი­კა­დილ­ში" იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და კი­ნო­სე­ან­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სახ­ლ­ში ფე­ხით ბრუნ­დე­ბოდ­ნენ (ფა­თა­ლი ხან ჰო­ის­კი ოლ­გის ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობ­და).


თავ­დამ­ს­ხ­მე­ლე­ბი ორ­ნი იყ­ვ­ნენ. მათ გზა­ში გა­უს­წ­რეს ჰო­ის­კის და ჰას­მა­მე­დოვს, რის შემ­დე­გაც ერთ-ერ­თ­მა მათ­გან­მა მა­უ­ზე­რი­დან ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ეს­რო­ლა. მსხვერპლს ტყვია სა­ხის მარ­ჯ­ვე­ნა ნა­წილ­ში მოხ­ვ­და, გა­ი­ა­რა ყე­ლი და ზურ­გი­დან გა­მო­ვი­და. სრო­ლის შე­დე­გად და­იჭ­რა ჰას­მა­მე­დო­ვიც, რო­მელ­საც თავ­დამ­ს­ხ­მე­ლებ­მა ორ­ჯერ ეს­რო­ლეს. იგი მარ­ჯ­ვე­ნა მხარ­სა და მარ­ჯ­ვე­ნა ფეხ­ში და­იჭ­რა, თუმ­ცა ჭრი­ლო­ბას მის­თ­ვის სა­სიკ­ვ­დი­ლო ზი­ა­ნი არ მი­უ­ყე­ნე­ბია. ამ სა­ზა­რე­ლი თავ­დას­ხ­მის შემ­დეგ, ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბი ხალ­ხის მა­სას შე­ე­რივ­ნენ და მა­თი და­კა­ვე­ბა ვერ მო­ხერ­ხ­და.

 

 



და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი მი­ხა­ი­ლის სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ჰო­ის­კი დი­ლის 4 სა­ათ­სა და 20 წუთ­ზე ისე გარ­და­იც­ვა­ლა, რომ გონს არ მო­სუ­ლა.


შემ­თხ­ვე­ვის ად­გილ­ზე მი­ვიდ­ნენ იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი ჟორ­და­ნია, პრო­კუ­რო­რე­ბი ტა­ტი­ე­ვი და კან­დე­ლა­კი, გე­ნე­რალ-გუ­ბერ­ნა­ტო­რი სა­ლუქ­ვა­ძე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს კან­ცე­ლა­რი­ის უფ­რო­სი გე­გე­ლაშ­ვი­ლი, ქა­ლა­ქის­თა­ვი ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი და მი­ლი­ცი­ის სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის უფ­რო­სი ფა­ჩუ­ლია. და­კა­ვე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე ეჭ­ვ­მი­ტა­ნი­ლი. წი­ნას­წა­რი ძი­ე­ბა საქ­მე­ზე და­ე­ვა­ლა გან­სა­კუთ­რე­ბულ საქ­მე­თა გა­მომ­ძი­ე­ბელს ჯო­მარ­ჯი­ძეს".


იქ­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ამ და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აც­ნო­ბეს მთავ­რო­ბის წევ­რებს. მთავ­რო­ბამ კი გა­მოს­ცა კა­ტე­გო­რი­უ­ლი გან­კარ­გუ­ლე­ბა ტე­რაქ­ტის სა­გულ­და­გუ­ლო გა­მო­ძი­ე­ბი­სა და მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბის და­უ­ყოვ­ნე­ბე­ლი დად­გე­ნის შე­სა­ხებ.


თავ­დას­ხ­მი­დან ორი დღის შემ­დეგ, ფა­თა­ლი ხან ჰო­ის­კი ტფი­ლი­სის მუს­ლი­მა­ნურ სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რ­ძა­ლეს.


ერ­თი თვის შემ­დეგ, ტფი­ლის­ში კი­დევ ერ­თი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტი მოხ­და. 20 ივ­ლი­სის ღა­მეს, და­ახ­ლო­ე­ბით 2 სა­ათ­ზე, ბრო­სეს ქუ­ჩა­ზე და­უდ­გე­ნელ­მა ბო­როტ­მოქ­მე­დებ­მა, კვლავ მა­უ­ზე­რის სის­ტე­მის რე­ვოლ­ვე­რი გა­მო­ი­ყე­ნეს და ოთხი ტყვია ეს­რო­ლეს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფილ თავ­მ­ჯ­დო­მა­რეს, ჰა­სან­ბეგ აგა­ევს. იგი ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის ბრძა­ნე­ბით, საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბულ საქ­მე­თა გა­მომ­ძი­ე­ბელს დი­ლევ­ს­კის და­ე­ვა­ლა. თუმ­ცა, რო­გორც ფა­თა­ლი ხან ჰო­ის­კის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბა ვერც ამ­ჯერად და­ად­გი­ნეს.


რა ვერ­სი­ას ამუ­შა­ვებ­და გა­მო­ძი­ე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე, უც­ნო­ბია. ამის შე­სა­ხებ სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლებ­ში ინ­ფორ­მა­ცია სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს. თუმ­ცა, თა­ვი­დან­ვე ცხა­დი იყო, ეს არ გახ­ლ­დათ არც ყო­ფით ნი­ა­დაგ­ზე და არც ძარ­ც­ვის მიზ­ნით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბე­ბი. მოკ­ლეს პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, ქვეყ­ნის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი და პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი თავ­მ­ჯ­დო­მა­რე. აშ­კა­რად ჩან­და, რომ ეს ტე­რაქ­ტე­ბი პო­ლი­ტი­კურ სარ­ჩულს ატა­რებ­და.


მკვლე­ლო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე ვერ­სია გავ­რ­ცელ­და. თუმ­ცა, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე სარ­წ­მუ­ნოდ, მა­ინც ორი ჩან­და. პირ­ვე­ლი ვერ­სი­ით, მთავ­რო­ბის წევ­რებს ბოლ­შე­ვი­კე­ბი უს­წორ­დე­ბოდ­ნენ, რომ­ლებ­მაც აზერ­ბა­ი­ჯა­ნის გა­საბ­ჭო­ე­ბის დროს ფა­თა­ლი ხან ჰო­ის­კი­სა და ჰა­სან­ბეგ აგა­ე­ვის და­პა­ტიმ­რე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხეს. მე­ო­რე ვერ­სი­ით კი - აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი მი­ზან­ში სო­მეხ­მა ტე­რო­რის­ტებ­მა ამო­ი­ღეს. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კ­ვა, აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­თა ლიკ­ვი­და­ცია, სწო­რედ სომ­ხე­ბის "დამ­სა­ხუ­რე­ბა" იყო.


 

 


1919 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე სომ­ხე­თის დე­და­ქა­ლაქ ერე­ვან­ში პარ­ტია "დაშ­ნაკ­ცუ­ტუ­ნის" IX ყრი­ლო­ბა გა­ი­მარ­თა. ყრი­ლო­ბა გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი იყო და დღის წეს­რიგ­ში მხო­ლოდ ერ­თი სა­კითხი იდ­გა - პარ­ტი­ას უნ­და და­ემ­ტ­კი­ცე­ბი­ნა სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, რო­მე­ლიც სო­მეხ­თა მა­სობ­რი­ვი მკვლე­ლო­ბე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი თურ­ქი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო მოღ­ვა­წე­ე­ბის ფი­ზი­კურ ლიკ­ვი­და­ცი­ას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და.


მო­დი, გა­ვარ­კ­ვი­ოთ, რა­ში სდებ­და ბრალს სომ­ხუ­რი პარ­ტია აზერ­ბა­ი­ჯან­სა და თურ­ქეთს. 1915-1920 წლებ­ში ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ის აღ­მო­სავ­ლეთ პრო­ვინ­ცი­ებ­ში, სა­დაც სო­მეხ­თა კომ­პაქ­ტუ­რი და­სახ­ლე­ბე­ბი იყო, თურ­ქებ­მა ზე­დი­ზედ რამ­დე­ნი­მე სა­დამ­ს­ჯე­ლო ოპე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რეს. ამ აქ­ცი­ას თან სდევ­და სომ­ხე­ბის მა­სობ­რი­ვი მკვლე­ლო­ბე­ბი და ტო­ტა­ლუ­რი დე­პორ­ტა­ცია. ოს­მალ­თა ეგ­ზე­კუ­ცი­ას ასო­ბით ათა­სი სო­მე­ხი შე­ე­წი­რა. გან­სა­კუთ­რე­ბით და­ზა­რალ­და ვა­ნის რა­ი­ო­ნი, სა­დაც თურ­ქებ­მა პირ­წ­მინ­დად აყა­რეს სომ­ხე­ბი.


თურ­ქ­თა ასე­თი აგ­რე­სი­ის მი­ზე­ზი სომ­ხუ­რი სე­პა­რა­ტიზ­მი გახ­და. ოს­მა­ლე­თი პირ­ველ მსოფ­ლიო ომ­ში იყო ჩაბ­მუ­ლი და კავ­კა­სი­ის ფრონ­ტ­ზე რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მ­დეგ იბ­რ­ძო­და. სომ­ხებ­მა კი მხა­რი რუ­სულ არ­მი­ას და­უ­ჭი­რეს და შე­ე­ცად­ნენ, ოს­მა­ლე­თის აღ­მო­სავ­ლე­თის ზო­გი­ერ­თი პრო­ვინ­ცია, სა­დაც უმე­ტე­სად სომ­ხე­ბი ცხოვ­რობ­დ­ნენ, სტამ­ბო­ლის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­დან გა­მო­ეყ­ვა­ნათ. ცხა­დია, სო­მეხ­თა სე­პა­რა­ტუ­ლი მოძ­რა­ო­ბა სტამ­ბოლ­მა ღა­ლა­ტად შე­ა­ფა­სა და სე­პა­რა­ტის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ მთე­ლი სი­სას­ტი­კით და­იწყო მოქ­მე­დე­ბა. ოს­მა­ლებ­მა სო­მეხ­თა გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი რაზ­მე­ბი და­ა­მარ­ცხეს და შემ­დეგ მო­სახ­ლე­ო­ბას და­ე­რივ­ნენ. თურ­ქე­ბი არა­ვის ინ­დობ­დ­ნენ და დე­და­ბუ­დი­ა­ნად ანად­გუ­რებ­დ­ნენ სომ­ხურ და­სახ­ლე­ბებს. სომ­ხებს მთე­ლი ოს­მა­ლე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დევ­ნიდ­ნენ, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით და­ზა­რალ­და აღ­მო­სავ­ლეთ პრო­ვინ­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც თურ­ქე­ბის სას­ტი­კი მოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ, მთლი­ა­ნად და­ი­ცა­ლა სო­მე­ხი ეროვ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან.


პარ­ტია "დაშ­ნაკ­ცუ­ტუ­ნი", რო­მელ­საც უდი­დე­სი გავ­ლე­ნა ჰქონ­და ოს­მა­ლეთ­ში მცხოვ­რებ სომ­ხურ დი­ას­პო­რა­ზე, სე­პა­რა­ტულ მოძ­რა­ო­ბა­ში პირ­და­პირ იყო ჩარ­თუ­ლი. სწო­რედ, ამით იყო გამო­წ­ვე­უ­ლი პარ­ტი­ის მი­ერ და­გეგ­მი­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბი, იმ თურ­ქი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­დ­ნენ სო­მეხ­თა წი­ნა­აღ­მ­დეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სა­დამ­ს­ჯე­ლო აქ­ცი­ებს.


აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში ვი­თა­რე­ბა ოდ­ნავ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იყო. აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებ­სა და სომ­ხებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის დაშ­ლის­თა­ნა­ვე და­იწყო. რუ­სეთ­ში ბოლ­შე­ვი­კე­ბის მი­ერ მოწყო­ბი­ლი გა­დატ­რი­ა­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში, 1917 წლის 31 ოქ­ტომ­ბერს, კო­მუ­ნის­ტებ­მა ბა­ქო­ში საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­მო­აცხა­დეს. ბა­ქოს 26 წი­თე­ლი კო­მის­რის­გან შემ­დ­გა­რი საბ­ჭო მარ­თავ­და, რო­მელ­საც სო­მე­ხი კო­მუ­ნის­ტი სტე­ფა­ნე შა­უ­მი­ა­ნი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და. კო­მის­რებს აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­თა "მუ­სა­ვა­ტუ­რი" პარ­ტია და­უ­პი­რის­პირ­და, რომ­ლე­ბიც ვერ ეგუ­ე­ბოდ­ნენ კო­მუ­ნის­ტ­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შექ­მ­ნას მო­ითხოვ­დ­ნენ.


 

 



1918 წლის 30 მარტს, კო­მუ­ნის­ტებ­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს შო­რის ქა­ლაქ­ში შე­ტა­კე­ბა და­იწყო, რო­მე­ლიც სა­მი დღე გაგ­რ­ძელ­და. ბოლ­შე­ვი­კებ­მა მუს­ლი­მან­თა გა­მოს­ვ­ლე­ბი სას­ტი­კად ჩა­ახ­შ­ვეს. შე­ტა­კე­ბამ სულ მა­ლე ეთ­ნი­კუ­რი ნი­შა­ნი შე­ი­ძი­ნა. ბა­ქო­ში უამ­რა­ვი სო­მე­ხი ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობ­და, რომ­ლე­ბიც აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს და­უ­პი­რის­პირ­დ­ნენ. არე­უ­ლო­ბის შე­დე­გად ქა­ლაქ­ში 12 ათას­ზე მე­ტი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბას აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ეროვ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი შე­ად­გენ­დ­ნენ. 1918 წლის სექ­ტემ­ბერ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებ­მა თურ­ქუ­ლი არ­მი­ის მხარ­და­ჭე­რით, ბა­ქო და­იბ­რუ­ნეს და 30 მარ­ტის დარ­ბე­ვის სა­პა­სუ­ხოდ, სას­ტი­კად გა­უს­წორ­დ­ნენ ქა­ლა­ქის სო­მეხ მო­სახ­ლე­ო­ბას.


სომ­ხებ­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს შო­რის მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად და­ი­ძა­ბა მთი­ან ყა­რა­ბაღ­შიც, რომ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ნა­წილს ეთ­ნი­კუ­რი სომ­ხე­ბი შე­ად­გენ­დ­ნენ. 1897 წლის აღ­წე­რით, ყა­რა­ბაღ­ში 57 პრო­ცენ­ტი მუ­სლი­მა­ნი და 42 პრო­ცენ­ტი სო­მე­ხი ცხოვ­რობ­და. 1918 წლის 22 ივ­ლისს ყა­რა­ბა­ღე­ლი სომ­ხე­ბის ყრი­ლო­ბამ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­მად­გენ­ლო­ბი­დან რე­გი­ო­ნის გა­მოს­ვ­ლის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, მაგ­რამ ფა­თა­ლი ხან ჰო­ის­კის მთავ­რო­ბამ რე­გი­ო­ნის და­მორ­ჩი­ლე­ბა ოს­მალ­თა მხარ­და­ჭე­რით მო­ა­ხერ­ხა. 17 სექ­ტემ­ბერს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ-თურ­ქუ­ლი არ­მია ყა­რა­ბაღ­ში შე­იჭ­რა და რე­გი­ონ­ზე სრუ­ლი კონ­ტ­რო­ლის და­წე­სე­ბა შეძ­ლო. სო­მეხ დევ­ნილ­თა ახა­ლი ნა­კა­დი ამ­ჯერად უკ­ვე ყა­რა­ბა­ღი­დან და­იძ­რა.


სწო­რედ ამ მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ გა­დაწყ­ვი­ტა "დაშ­ნაკ­ცუ­ტუ­ნის" პარ­ტი­ამ თურ­ქებ­თან ერ­თად აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო მოღ­ვა­წე­ე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­აც. მას­შ­ტა­ბურ ტე­რო­რის­ტულ ოპე­რა­ცი­ას სომ­ხებ­მა "ნე­მე­ზი­სი" - ბერ­ძ­ნუ­ლი შუ­რის­ძი­ე­ბის ქალ­ღ­მერ­თის ნე­მე­ზი­დის სა­ხე­ლი და­არ­ქ­ვეს. სა­ერ­თო ოპე­რა­ცი­ას აკოფ ტერ-აკო­ფი­ა­ნი (ფსევ­დო­ნი­მი შა­ან ნა­თა­ლი) და გრი­გორ მერ­ჯა­ნო­ვი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­დნენ.


თავ­და­პირ­ვე­ლად, დაშ­ნა­კე­ბის ყრი­ლო­ბა 650 თურ­ქი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო მოღ­ვა­წის მკვლე­ლო­ბას გა­ნი­ხი­ლავ­და. რამ­დე­ნი­მედღი­ა­ნი მსჯე­ლო­ბის შემ­დეგ, პარ­ტია სა­ბო­ლო­ოდ 41 ადა­მი­ან­ზე შე­ჩერ­და. აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი ფა­თა­ლი ხან ჰო­ის­კი ამ სი­ა­ში პირ­ვე­ლი იყო. დაშ­ნაკ­თა მტკი­ცე­ბით, სწო­რედ პი­რა­დად ჰო­ის­კის ბრძა­ნე­ბით და­იწყო სო­მე­ხი მო­სახ­ლე­ო­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა ბა­ქო­სა და მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ქა­ლაქ შუ­შა­ში.


ფა­თა­ლი ხან ჰო­ის­კის მკვლე­ლო­ბა პარ­ტი­ამ ორ ტე­რო­რისტს - არამ ერ­კა­ნი­ანს და მი­საკ კი­რა­კო­სი­ანს და­ა­ვა­ლა. სწო­რედ მათ ეს­რო­ლეს გო­ლო­ვი­ნის პროს­პექ­ტ­ზე აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს და მას­თან ერ­თად მყოფ ჰა­ლილ-ბეკ ჰას­მა­მე­დოვს. სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­თი­ვე მოკ­ლუ­ლია, ბრო­სეს ქუ­ჩა­ზე აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი თავ­მ­ჯ­დო­მა­რე, ჰა­სან­ბეგ აგა­ე­ვიც.


ოპე­რა­ცია "ნე­მე­ზი­სის" ფარ­გ­ლებ­ში სო­მეხ­მა ტე­რო­რის­ტებ­მა სულ 7 ადა­მი­ა­ნი მოკ­ლეს. მოკ­ლულ­თა­გან 4 თურ­ქი იყო, ხო­ლო 3 - აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო მოღ­ვა­წე. ჰო­ის­კი­სა და აგა­ე­ვის შემ­დეგ, 1921 წლის 15 მარტს ბერ­ლინ­ში მოკ­ლეს თურ­ქე­თის ყო­ფი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტ­რი, თა­ა­ლათ ფა­შა. იმა­ვე წლის 19 ივ­ლისს კონ­ს­ტან­ტი­ნო­პოლ­ში სი­ცოცხ­ლეს გა­მო­ა­სალ­მეს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ყო­ფი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტ­რი ბეჰ­ბუთ ხან ჯა­ვან­ში­რი. 5 დე­კემ­ბერს რომ­ში მოკ­ლეს ოს­მა­ლე­თის ყო­ფი­ლი დი­დი ვე­ზი­რი (ი­გი­ვე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი) სა­იდ ჰა­ლიმ-ფა­შა. 1922 წლის 17 აპ­რილს ბერ­ლინ­ში მოკ­ლეს ტრა­პი­ზო­ნის ყო­ფი­ლი მმარ­თ­ვე­ლი - ჯე­მალ აზ­მი ბე­ჰა­ემ­დინ შა­ქი­რი.


აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ტერო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცია "ნე­მე­ზი­სის" ფარ­გ­ლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი რო­გორც პირ­ვე­ლი, ასე­ვე უკა­ნას­კ­ნე­ლი მკვლე­ლო­ბა სწო­რედ ტფი­ლის­ში მოხ­და. ფა­თა­ლი ჰან ჰო­ის­კი­სა და აგა­ე­ვის მკვლე­ლო­ბი­დან ორი წლის შემ­დეგ, 1922 წლის 22 ივ­ლისს, მა­შინ, რო­დე­საც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უკ­ვე საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იყო დამ­ყა­რე­ბუ­ლი, ტფი­ლის­ში მოკ­ლეს თურ­ქე­თის სამ­ხედ­რო-საზღ­ვაო ძა­ლე­ბის ყო­ფი­ლი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, ჯე­მალ-ფა­შა. ეს ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტი პეტ­როს ტერ-პო­ღო­სი­ან­მა, არ­ტა­შეს გე­ვორ­ქი­ან­მა და სტე­პან ცა­გი­კი­ან­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. რო­გორც პირ­ვე­ლი მკვლე­ლო­ბე­ბის დროს, თავ­დამ­ს­ხ­მელ­თა და­კა­ვე­ბა ვერც ამ­ჯე­რად მო­ხერ­ხ­და.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი