logo_geo
„კავკასიელ ქალებს მრავალი სასიამოვნო თვისება აქვთ...“
- +

17 დეკემბერი. 2018. 11:53

 

 

გთავაზობთ ჰოლანდიელი მოგზაურის ჟან სტრეისის ციტატას წიგნიდან - „კავკასია“ (ავტ. ალექსანდრე დიუმა):

 

„კავკასიელ ქალებს მრავალი სასიამოვნო თვისება აქვთ და ძნელი სათქმელია, მათ შორის რომელი აღვიძებს მათდამი სიყვარულის გრძნობას. ისინი ლამაზები არიან, გამოირჩევიან კანის სითეთრით, რომელსაც ისეთი ლამაზი შეფერილობა აქვს, რომ მხოლოდ შროშანის და ვარდის ფერებია საჭირო, რომ ამაზე სრულყოფილი სილამაზე შექმნათ. მათ აქვთ ფართო და გადატკეცილი შუბლი და ყოველგვარი ხელოვნების დაუხმარებლად, ისეთი წვრილი წარბები, რომ მოღუნული აბრეშუმის ძაფი გეგონებათ. აქვთ დიდრონი, ალერსიანი, ანთებული თვალები, სწორი ფორმის ცხვირი, ალისფერი ტუჩები, პატარა მოცინარი პირი და ისეთი ნიკაპი, როგორიც სრულყოფილ სახის ოვალს ახასიათებს. მათ აქვთ სავსე თეთრ-ყირმიზი ყელ-კისერი, როგორსაც მოითხოვენ დასრულებული სილამაზის მცოდნენი. თოვლივით თეთრსა და სრულს ზურგზე ეცემა საუკეთესო გიშრისფერი ხშირი თმა, თმა ხან ჩამოშლილი აქვთ, ხან დაწნული და სასიამოვნოდ გარს ევლება სახის ოვალს...“

 

 

 

 

big_banner
არქივი