logo_geo
რატომ არის ბებიასთან სიახლოვე ბავშვისთვის კარგი?
- +

21 დეკემბერი. 2018. 03:58

 

რას ვიზიარებთ ჩვენს ბებია–ბაბუებთან? - გენეტიკური კვლევების მიხედვით, ბებიები 25% გენს იზიარებენ შვილიშვილებთან. პატარები როგორც წესი დედისა და მამის მშობლისგან თანაბარი რაოდენობის გენს იღებენ, თუმცა ხშირ შემთხვევაში მათზე გავლენას სწორედ ბებიის გენი ახდენს უფრო მეტად.

 

სპეციალური რამ, რასაც ბებიები გადმოგვცემენ

 

ბებიებს მათი მეუღლისგან განსხვავებით შვილიშვილებთან უფრო უნიკალური რამ აკავშირებთ. ისინი არიანა ადამიანები, ვინც თავის დროზე ბავშვის დედა გააჩინეს და ამიტომ უფრო დიდ სულიერ და გენეტიკურ სიახლოვეს განიცდიან შვილიშვილებთან. ამის გამო ბებიის როლი შვილიშვილის ცხოვრებაში ყოველთვის უფრო აღმატებული და განსაკუთრებულია, რაზეც გენეტიკური სიახლოვე ძალიან დიდ გავლენას ახდენს.

 

მეცნიერული მტკიცებულება იმისა, რომ ბებიები შვილიშვილებთან ძლიერ კავშირს ამყარებენ

 

ერთ–ერთი თეორიის მიხედვით, ბებიები გოგო შვილიშვილთან ყველაზე უფრო დიდ გენეტიკურ კავშირსა და სიახლოვის საშუალებას იქს ქრომოსომების წყალობით ამყარებენ. როგორც დადგინდა, დედის დედა მამის დედისგან განსხვავებით, შვილიშვილის გენს 50% იქს ქრომოსომებს გადასცემს. შესაბამისად, მამის დედისგან განსხვავებით, შვილიშვილებს დედის დედასთან 25%–ით უფრო მეტი იქს ქრომოსომა აკავშირებთ გენურ დონეზე.

 

თაობათა გამოტოვება

 

 

ჩილელი მეცნიერების აზრით, შესაძლოა ბებიის გენმა სპეციალურად გამოტოვოს ერთი თაობა და პირდაპირ, უცვლელად გადაეცეს შვილიშვილს. სწორედ ამიტომ, ხშირად ხდება რომ შვილიშვილები მათ ბებიებს უფრო ჰგვანან, ვიდრე მშობლებს.

 

 

 

 

წყარო notepad.ge

 

 

 

big_banner
არქივი