logo_geo
„ასი წლის ვარ და ჩემი ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო სულ ორი უბრალო კომპონენტისგან შედგება“
- +

24 დეკემბერი. 2018. 12:47

 

 

100 წლის ბრიტანელი არტურ გრინბუკი მიიჩნევს, რომ მისი დღეგრძელობის საიდუმლო მარტივი დიეტისგან შედგება, რომელიც თვითონ მოიგონა.

 

ბაკინგემშირის საგრაფოში მცხოვრები ასევე გვაფრთხილებს, რომ უნდა დაიცვათ დღის განრიგი და მოიქცეთ გონივრულად.

 

მოხუცი მარტოდმარტო ცხოვრობს, ყოველდღე იმზადებს სადილს, ალაგებს სახლს და რეგულარულად უკრავს ორღანზე საკუთარი სიამოვნებისთვის. მისი საყვარელი კერძი არის ხორციანი ბოსტნეული გრილზე, რომელიც შესანიშნავად მიდის წითელ ღვინოზე.

 

 

არტური ხშირად კომპლიმენტს იმსახურებს, ის ბევრად უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება თავის ასაკთან შედარებით.

 

„ვჭამ და ვსვამ იმას, რაც მომწონს და სრულიად არ მაღელვებს, რას ბჟუტურებენ „ექსპერტები“, უბრალოდ უნდა დაიცვა განრიგი და მოიქცე გონივრულად, ვსვამ ორ ბოკალ წითელ ღვინოს თითქმის ყოველ საღამოს“, - აღნიშნა მან.

 

მოხუცმა ისიც აღნიშნა, რომ ასაკის მატებასთან ერთად საჭმლის მონელება ძნელდება, გრილზე მომზადებულს ხორცს ბოსტნეულით კი იდეალურად ამუშავებს ორგანიზმი.

 

66 წლის განმავლობაში არტური დაქორწინებული იყო ლორაზე, რომელიც სამწუხაროდ 2018 წლის თებერვალში გარდაიცვალა.

 

არტური მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის სამეფო ჯარში მსახურობდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი