logo_geo
12 ნიშანი იმისა, რომ თქვენს შვილს სტრესი აქვს
- +

24 დეკემბერი. 2018. 20:20

 

 

როგორ უნდა გაიგონ მშობლებმა ბავშვის ემოციური მდგომარეობა? პატარის, განსაკუთრებით სასკოლო ასაკის მოზარდის, ფსიქიკა ნაზი და მგრძნობიარეა, ისინი მეტად მტკივნეულად განიცდიან ყველაფერს და მშობლები ხანდახან იოლად ვერ ამჩნევენ, რომ პატარას რთული პერიოდი აქვს, ემოციურად დაძაბულია, შიშები აქვს. ამერიკელმა ფსიქოლოგებმა ბავშვის სტრესის 12 სიმპტომი გამოყვეს, რომლებიც არ შეიძლება, უყურადღებოდ დატოვოთ – ან თავად უნდა ებრძოლოთ მას, ან ფსიქოლოგს უნდა მიმართოთ.

 

  1. მარტოობის განცდა – ბავშვი გრძნობს, რომ ოჯახისა და მეგობრებისგან განცალკევებულია ან ისეთი განცდა აქვს, თითქოს "ბრბოში დაიკარგა".

 

  1. თავდაჯერებული არ არის – უცებ ხალხში უხერხულად გრძნობს თავს, იმ ადამიანებთანაც, ვისთანაც ადრე შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა. შეკითხვებზე მორცხვად და ცალსახად პასუხობს.

 

  1. პრობლემები აქვთ ყურადღების კონცენტრაციასა და დამახსოვრებასთან – მალე ივიწყებს, რაც სულ რამდენიმე წუთის წინ თქვა. საუბრის აზრი ეკარგება, თითქოს საერთოდ არ აინტერესებს ლაპარაკი. უჭირს აზრებისთვის თავის მოყრა, სასკოლო მასალაც "ერთ ყურში შესდის და მეორედან გამოსდით".

 

  1. არ აქვს ურთიერთობის სურვილი – თანატოლებისადმი ინტერესი ეკარგება. სხვების ყურადღება აღიზიანებს. როცა ტელეფონი რეკავს, ფიქრობს, უპასუხოს თუ არა, ხშირად ითხოვს, უპასუხონ, რომ სახლში არ არის.

 

  1. დაღლილობა და ძილის დარღვევა – გამუდმებით მოთენთილია, თუმცა ჩაძინება უჭირს. დილით ადგომაც ეზარება.

 

  1. განწყობილების ცვალებადობა – ხასიათი იოლად ეცვლება, ხშირად ბუზღუნებს, წუწუნებს. ასე შეიძლება, დღეში რამდენჯერმე მოხდეს.

 

  1. გაღიზიანება და სიფიცხე – ბავშვს თვითკონტროლი უქვეითდება. ნებისმიერ მომენტში, სულ სასაცილო მიზეზის გამო შეიძლება გამოვიდეს მდგომარეობიდან, უხეშად უპასუხოს. უფროსების ნებისმიერ შენიშვნას მტკივნეულად განიცდის.

 

  1. შეშფოთება – ადგილზე ვერ ჩერდება, მოუსვენრად არის. სულ სადღაც დადის, გაურკვეველი მიზნით. უაზროდ დაეხეტება.

 

  1. დაუცხრომელი აქტივობა – ხშირად, როცა შინაგანად აღელვებულია, მოზარდი თავით ეშვება "საქმიანობაში", თითქოს ცდილობს რაღაცაზე გადაერთოს. ოღონდ ხშირად სრულიად უმიზნო და უსარგებლო საქმეებს ახარჯავს მთელ დროსა და ენერგიას.

 

  1. ცუდი მადა – კარგავს ჭამის ინტერესს. იმასაც კი, რაც ადრე მოსწონდა, უგემურად ჭამს და დიდი ხვეწნით. ან პირიქით – უაზროდ ჭამს ყველაფერს, განურჩევლად.

 

  1. სიჩუმის შიში – არ სიამოვნებს, როცა გარშემო სიჩუმე სუფევს. ამიტომ ან გაუჩერებლად ლაპარაკობს, ან აუცილებლად ხმამაღლა რთავს მუსიკას, ტელევიზორს. თუმცა შეიძლება, საპირისპირო რეაქციაც ჰქონდეს – მტკივნეულად რეაგირებს ნებისმიერ ხმაურზე, კრთება მკვეთრ ხმებზე.

 

  1. მეტისმეტი ყურადღება საკუთარი გარეგნობის მიმართ – როცა მოზარდები მეტისმეტად ზრუნავენ თავიანთ გარეგნობაზე (აბსურდულობამდე დიდ დროს ატარებენ სარკესთან, ათჯერ იცვლიან, ვერ ირჩევენ, რა ჩაიცვან მაღაზიაში გასვლისას), უცებ იწყებენ დიეტას ან გიჟურად ვარჯიშს, ესეც შეიძლება, სტრესით იყოს გამოწვეული.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი