logo_geo
როგორი უნდა იყოს საუკეთესო საჩუქარი - რჩევები
- +

30 დეკემბერი. 2018. 01:27

 

 

 

შობა-ახალი წელი და საჩუქრები ერთმანეთისგან განუყოფელი ცნებებია. რა უნდა ვაჩუქოთ საყვარელ ადამიანებს - ამ საკითხზე მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს. შედეგები სამეცნიერო ჟურნალში „Experimental Social Psychology“-ში გამოქვეყნდა.

 

კვლევის შედეგები ასეთია:

 

აჩუქეთ ადამიანებს ის, რაც ყველაზე მეტად სურთ - კვლევისას დადგინდა, რომ ადამიანები საჩუქრის მიღებისას ელიან, რომ ყუთში ის დახვდებათ, რაც ყველაზე მეტად სურთ.

 

შეარჩიეთ ლამაზი მისალოცი ბარათი - მეცნიერების თქმით, საჩუქართან ერთად მისალოც ბარათს დიდი მნიშვნელობა აქვს. ლამაზი გაფორმებით მისალოცი ბარათი სიურპრიზს უფრო მეტად საინტერესოს გახდის.

 

აჩუქეთ თქვენი ხელით - ადამიანები იგრძნობენ, რომ ისინი თქვენთვის მნიშვნელოვანი პერსონები არიან.

 

შეეცადეთ, საჩუქარი თქვენს ინტერესებთანაც იყოს ახლოს - მეცნიერების აზრით, საჩუქარი, რომელიც მჩუქებელსაც მოსწონს, უფრო მეტად აახლოებს ადამიანებს.

 

საჩუქარს მოაძვრეთ ფასის აღმნიშვნელი იარლიყი - თუ საჩუქარს ფასი მითითებული ექნება, ეს უხერხულ მომენტს შექმნის.

 

საჩუქარი ერთჯერადი არ უნდა იყოს - მეცნიერების აზრით, ადამიანებს ისეთი საჩუქრები მოსწონთ, რომლებსაც ხშირად გამოიყენებენ, მაგალითად, სამზარეულოს ნივთები, გაჯეტები და ა.შ.

 

შეფუთეთ საჩუქარი - საჩუქარი ნებისმიერ შემთხვევაში შეფუთეთ და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იცით, რომ ის არც ისე კარგია.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი