logo_geo
როგორ გამოვიცნოთ, რომ გვატყუებენ? - ჟესტური ანბანი, რომელიც უნდა ვიცოდეთ
- +

30 დეკემბერი. 2018. 03:07

 

 

 

ადამიანი შეიძლება ერთს ამბობდეს, მაგრამ მისი სხეული სხვას ამტკიცებდეს... ეს იმას ნიშნავს, რომ სხეულს ადამიანი ნაკლებად აკონტროლებს, ვიდრე ენას, ამიტომ ჟესტებით შეგვიძლია გამოვიცნოთ, გვატყუებს თუ არა კონკრეტულ სიტუაციაში პიროვნება. როცა საუბრისას ადამიანი სახეს ეხება ხელებით, ეს პირველი ნიანია იმისა, რომ თქვენ გატყუებენ!

 

 

დავიმახსოვროთ რამდენიმე ჟესტი, რომელიც გვამცნობს, ტყუის თუ არა მოსაუბრე.


 

 

პირის ხელით დაფარვა

 



ხელი ფარავს პირს, დიდი ცერა თითი კი ეხება ლოყას. (ეს ის მდგომარეობაა, როცა თითქოს ფიქრობს მოსაუბრე: ნეტავ არ გამომიჭირონ!) ამ დროს შესაძლოა დაახველონ კიდეც.

 

მაგრამ! თუ ადამიანი იყენებს ამ ჟესტს, როცა თავად მას ესაუბრებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ "მე ვიცი, რომ თქვენ ტყუით".



ცხვირზე შეხება

 



ეს პირველი ჟესტის ვარიანტია: ადამიანს სურს დაფაროს პირი, რომ არასასურველი სიტყვები არ წამოცდეს, მაგრამ ბოლო მომენტში ეხება ცხვირს, თითქოს სურს, ამით გამოსავალი ნახოს, რაც არ აქვს. თუ ადამიანს ცხვირი ექავება, ის ამას გააკეთებს. ეს ჟესტი ასევე შეიძლება ტყუილის მოსმენის დროსაც გააკეთოს ადამიანმა.


თვალის ამოწმენდა

 



მამაკაცები თვალს იწმენდენ, ხოლო ქალები შემოატარებენ თითს თვალის გარშემო, თითქოს მაკიაჟს ისწორებენ. ადამიანს ამ ჟესტით სურს, გაერიდოს იმ ადამიანის გამოხედვას, ვისაც ატყუებენ, ან თავს არიდებს სხვის ტყუილს.

 

საუბარი

 

დაკეტილი კბილებით საუბარი


ადამიანს არ სურს, წამოცდეს ტყუილის შესახებ. ან შესაძლოა, ის რაიმეთი უკმაყოფილოა.


თვალის მორიდება

 

 

მამაკაცები აკეთებენ ამას, როცა ტყუილი ძალიან სერიოზულია. ისინი ქვემოთ იყურებიან ამ დროს, ხოლო ქალები - ჭერში.

კისრის მოფხანა

 



ადამიანი მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითით იფხანს ყურის ქვემოთ ან კისრის ნაწილს. საინტერესო ფაქტი: ადამიანი ამ დროს 5 -ჯერ მოიფხანს. ეს ჟესტი ასევე მიუთითებს ეჭვზე, რომელიც მოსმენილის შესახებ აქვს ან დაურწმუნებულობას.


საყელოს მოქაჩვა

 



დამტკიცებულია, რომ ტყუილი იწვევს ქავილის შეგრძნებას სახეზე და კისრის ნაზი კუნთების ქსოვილებში. საჭიროა მათი მოფხანა, რათა ადამიანი დამშვიდდეს. როცა ადამიანი ექაჩება საყელოს, მას ეჭვი აქვს, რომ მისი ტყუილი გამჟღავნდა. ეს ჟესტი ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი განრისხებულია.



თითები პირში

 



ეს ჟესტი ნიშნავს იმას, რომ ადამიანს სჭირდება თანადგომა რაიმეში, ამ სიტუაციაში - ტყუილში. ეს ქვეცნობიერად ჩვილობის პერიოდში დაბრუნების სურვილს ჰგავს, როცა ის უსაფრთხოდ იყო.

 

ამ რამდენიმე ჟესტის სწავლა ძალიან ადვილია და დაგეხმარებათ მოსაუბრის ამოცნობაში.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი