logo_geo
„Disney“-ს ლეგენდარული ანიმატორი 105 წლისა გარდაიცვალა
- +

3 იანვარი. 2019. 16:16

 

 

ლოს-ანჯელესის მოხუცებულთა თავშესაფარში 105 წლის ცნობილი ამერიკელი ანიმატორი ჯონ ლასკი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა.

 

სტუდია „Disney“-ში ლასკმა 27 წელი გაატარა. ის ისეთ ლეგენდარულ ანიმაციურ ფილმებზე მუშაობდა, როგორებიცაა: „ბემბი“, „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“, „მძინარე მზეთუნახავი“ და „პინოქიო“.

 

„Disney“-დან წასვლის შემდეგ ლასკმა „სმურფები“, „ფლინსტოუნები“ და „ადამსების ოჯახი“ შექმნა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი