logo_geo
მსახიობი ბობ აინშტაინი გარდაიცვალა
- +

3 იანვარი. 2019. 16:49

 

 

კომედიის სცენარების ვეტერანი მწერალი და მსახიობი ბობ აინშტაინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ მისმა ძმამ „ტვიტერზე“ დაწერა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

კომიკოსმა ალბერტ ბრუკსმა აინშტაინის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და მის ხსოვნას პატივი მიაგო როგორც „საუკეთესო ძმას, მამას, ქმარს“ და „საოცრად სასაცილო ადამიანს“.

 

აინშტაინი განსაკუთრებით ცნობილი იყო HBO-ს სატირულ სერიალში   „Curb Your Enthusiasm“-ში შესრულებული მართი ფანკჰაუზერის როლით, რომელსაც ის 2004-2017 წლებში თამაშობდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი