logo_geo
2019 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი
- +

3 იანვარი. 2019. 21:43

 

 

მიწის ყვითელი ღორი 2019 წელს ზოდიაქოს ყველა ნიშნის პირადი ურთიერთობების მოგვარებაზე იზრუნებს, უყურადღებოდ არავინ დარჩება.

 

თუ გწამთ, რომ ცხოვრების აზრი სიყვარულია და დედამიწას სიყვარული ამოძრავებს, ასეც იქნება – 2019 წელს ყველა სიყვარულით ფრთაშესხმული ივლის.

 

ღორი ჩინური ზოდიაქოს 12-წლიანი ციკლის ბოლო ცხოველია. სწორედ ის აჯამებს გასულ 12 წელს და ამზადებს ცხოვრების ახალ ეტაპს. რაც არ უნდა მნიშვნელოვანი ადგილი ეჭიროს ჩვენს ცხოვრებაში კარიერასა და მატერიალურ კეთილდღეობას, სიყვარული და ურთიერთობები მაინც პირველ ადგილზე რჩება.

 

მსუბუქი ფლირტი, მრავალრიცხოვანი რომანი და ნაცნობობა ძაღლის წელიწადს ჩაბარდება, ხოლო მიწის ყვითელი ღორი გირჩევთ, პირად სფეროში ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოთ.

 

მიწის ყვითელი ღორის წელიწადი ნაყოფიერი იქნება სასიამოვნო სიურპრიზებისა და ახალი სიცოცხლეების დაბადების თვალსაზრისით. რა ელოდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს პირად ფრონტზე 2019 წელს - გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს.

 

ვერძი

 

მარტოხელა ვერძებისთვის კარგი სიახლეა: სიყვარული აუცილებლად გეწვევათ, მაგრამ ყველაზე მოულოდნელ მომენტში. ამიტომ არ ღირს ახალი ნაცნობობის იგნორირება და „უკარებას“ როლის თამაში. გამორიცხული არაა ახალი რომანები და მსუბუქი ფლირტი, მაგრამ ორ კურდღელს ერთდროულად ნუ გაედევნებით -მოსალოდნელი შედეგი, ალბათ ცნობილია. ასევე, დიდი ყურადღება მიაქციეთ გარეგნობას, რომ მეტად მომხიბლავი გახდეთ.

 

დაოჯახებულ ვერძებს მეორე ნახევართან ჰარმონიული პერიოდი ელოდებათ. იდეალური დროა ბავშვის დაბადებისთვის, განსაკუთრებით, თუ ამას დიდი ხანია ელოდებით. აი, მარტოხელებმა კი უნდა იფრთხილონ ინტიმური ურთიერთობებისას, რადგან ყვითელ ღორს ძალიან სურს ამ ნიშნის წარმომადგენლების გამრავლება.

 

კურო

 

დროა, ზოდიაქოს ამ ნიშანმა გონებას მოუხმოს. კმარა ცდუნებების აყოლა. ეს იდეალური წელი იქნება პირადი ცხოვრების მოსაწესრიგებლად. თუ ბინა დაქირავებული გაქვთ, შეუდექით საცხოვრებლის შეძენას - ამაში ყვითელი ღორი დაგეხმარებათ. თქვენთვის უკუნაჩვენებია სხვადასხვა წამიერი რომანი და მით უმეტეს, „გვერდით“ სასიყვარულო გართობები.

 

ყვითელი ღორი გირჩევთ: არ აეჭვიანოთ თქვენი რჩეული. თუ კავშირის დაკანონებას აპირებთ, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ 2019 წელიწადი ამისთვის საუკეთესო დროა. მაგრამ ერთი რჩევაც - თუ გინდათ, ოჯახური ცხოვრების საწყისი ეტაპი გარშემომყოფებმა არ გაგიფუჭოთ, სამოგზაუროდ წადით.

 

ვისაც ოჯახი უკვე გყავთ, ასევე მოშორებით დადექით ნათესავებისა და მეგობრებისგან. მათ შორის ბევრი მოშურნეა, რომელთაც ერთი სული აქვთ, როდის გავნებენ რამეს.

 

ტყუპი

 

ტყუპები ღორის წელიწადში ნამდვილად განებივრდებიან თაყვანისმცემლების ყურადღებით. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სწორი არჩევანი გააკეთოთ, თან - დროულად. ასტროლოგები გირჩევენ, მარტოხელა ცხოვრებას მალე დაემშვიდობოთ, რადგან წლის დიასახლისი - ყვითელი ღორი ძალიან ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას გპირდებათ.

 

თუ დაქორწინება არ გსურთ, ეცადეთ, პარტნიორთან ქორწინების მსგავსი ურთიერთობების აწყობა. ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიანაც ნუ გაუფრთხილდებით მარტოხელა ცხოვრებას, რადგან ეს შემდგომ, შესაძლოა, ძალიან გაჭიანურდეს.

 

კირჩხიბი

 

კირჩხიბებს ყვითელი ღორის წელიწადში თაყვანისმცემლების მთელი ჯარი ეყოლებათ, მაგრამ საიმედო და ყველა მხრივ სიმპათიური ჰორიზონტზე ჯერჯერობით არ ჩანს. 2019 წელს ეს ყველაფერი თქვენს ინიციატივაზეა დამოკიდებული. ცხოვრების თანამგზავრი თაყვანისმცემლების რიგიდან უნდა შეარჩიოთ. ყური უნდა დაუგდოთ არც გულს, არც გონებას, არამედ ინტუიციას. მაგრამ უარი არ თქვათ ახალ ნაცნობობაზეც.

ყვითელი ღორი კირჩხიბებს გარეგნობაში დიდ ცვლილებებს გპირდებათ, მაგრამ ამას სწორედ სიყვარული შთაგაგონებთ. თუ სერიოზული ნაბიჯის გადადგმისა გეშინიათ, არ ინერვიულოთ - ყვითელი ღორი თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე იზრუნებს.

 

დაოჯახებულ კირჩხიბებს ურთიერთობებში მეტი გულახდილობა მართებთ. ეცადეთ და საყვარელ ადამიანთან ერთად გაემგზავრეთ საოცნებო ადგილას. მოკლედ, შეალამაზეთ თქვენი ურთიერთობები.

 

ლომი

 

2019 წელს ლომებს ვეღარ იცნობთ - ყვითელი ღორი მათ ხელს ჩაავლებს. ყურადღებისა და აღტაცების მოყვარული ლომები მტკიცე და მუდმივ ურთიერთობებს მოისურვებენ და სერიოზულად დაფიქრდებიან გვარის გაგრძელებაზე. მაგრამ თავიანთი „მეფური“ საქციელის ცოტა მოთოკვა მოუწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიხარულსა და ბედნიერებაში თავიანთ სარკის ანარეკლთან იცხოვრებენ. მთავარია, პატიოსანი იყვნენ საკუთარ თავთან და არ აირჩიონ ის ადამიანი, რომელსაც ნათესავები და მეგობრები ურჩევენ.

 

დაოჯახებულ ლომებს თავიანთი რჩეულის მიმართ სიყვარულის ახალი ტალღა გადაუვლით. იმდენად განსხვავებული დამოკიდებულება ექნებათ თავიანთი მეორე ნახევრის მიმართ, რომ ისინი გაოცებული დარჩებიან ლომების ამგვარი რომანტიკული განწყობით.

 

ქალწული

თუ ქალწულები შეწყვეტენ იდეალური პარტნიორის ძებნას, 2019 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი მათ უმალ შეახვედრებს ღირსეულ და საიმედო რჩეულთან. სიფრთხილე რომანტიკული მოვლენებისას ნამდვილად არ გაწყენთ, სხვაგვარად ამურის ისარი იმას არ მოხვდება, ვინც გულში გყავთ მონიშნული. თუ შეუღლებას აპირებთ, თქვენი რჩეული თქვენთვის საყვარელი და საიმედო ადამიანი უნდა იყოს.

 

ასტროლოგები 2019 წელს გირჩევენ, ძალიან დიდი ყურადღება გამოიჩინოთ. დაუთმეთ მეტი დრო ოჯახურ ცხოვრებას და არავითარ შემთხვევაში არ გაცვალოთ თქვენი სიმყუდროვე ახალი კავალერის ლამაზ ჟესტებზე. გახსოვდეთ, რომ ამაში, შესაძლოა, დიდი საფრთხე იმალებოდეს - თქვენ ოჯახის გარეშე დარჩეთ, ახალი თაყვანისმცემელი კი გაიქცეს, როგორც კი განქორწინებით „გაახარებთ“.

 

სასწორი

ყვითელი ძაღლი სასწორებს ურჩევს, 2019 წელს მეტი ინიციატივა და სიმტკიცე გამოიჩინონ, თუ საკითხი ცხოვრების მეგზურის არჩევანს შეეხება. ეს წელიწადი პირადი ცხოვრების დალაგებისთვის იდეალური დროა. მეტი დრო გაატარეთ საზოგადოებაში, დაესწარით სხვადასხვა ღონისძიებას, ნუ ისხდებით სახლში. მაგრამ საკუთარ მეორე ნახევარს რომ შეხვდეთ, ამისთვის შინაგანი სამყაროს მოწესრიგება მოგიწევთ.

 

დაოჯახებულ სასწორებს გამრავლებაზე დაფიქრება მართებთ, ასევე - საცხოვრებლის გაფართოებაზე.

 

მორიელი

 

მორიელების ცხოვრებაში 2019 წელს არაფერი ზებუნებრივი არ მოხდება, მაგრამ სჯობს, ძველი პარტნიორებისგან თავი შორს დაიჭიროთ. თან, ყვითელი ძაღლი მათთვის საკმაოდ სიმპათიურ და შეძლებულ ადამიანთან დაკავშირებას აპირებს. სასიყვარულო ჰოროსკოპი ამ ნიშნის წარმომადგენლებს არ ურჩევს პრიორიტეტში პირადი სფეროს წამოწევას და სამუშაოსგან დროებით აბსტრაგირებას. 

 

ჩართეთ თქვენი პირადი მომხიბვლელობა და შინაგანი დემონებისგან გათავისუფლდით. 2019 წელს თქვენს მეორე ნახევარს ბევრი რამ უნდა დაუთმოთ. ყველაფერს სჯობს, ერთად თუ წახვალთ სადმე სამოგზაუროდ - არც თქვენ მოიწყენთ და თქვენს მეორე ნახევარსაც გაახარებთ.

 

მშვილდოსანი

 

მშვილდოსნებს 2019 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი უამრავ წარმატებას ჰპირდება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. თუ მომაჯადოებელ ღიმილსა და თქვენეულ ხრიკებს გამოიყენებთ, შეუდარებელი იქნებით. გეყოლებათ ბევრი კონკურენტი და არაკეთილმოსურნე, მაგრამ საბოლოოდ თქვენ გაიმარჯვებთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა მოდუნდეთ და უბრალოდ, დაელოდოთ.

დაოჯახებულებს 2019 წელს გაგიჭირდებათ ცდუნებებზე, მორიგ თაყვანისმცემლებზე უარის თქმა. ამიტომ იქონიეთ ხშირი ურთიერთობები მეორე ნახევართან, რათა ამ დამღუპველ ცდუნებებს გაუძლოთ.

 

თხის რქა

 

თხის რქები თამამად უნდა მოემზადონ ცვლილებებისთვის, ამ შემთხვევაში, პირად ურთიერთობებს ბევრი მოაგვარებს, სიყვარული კი თქვენს გულებში სამუდამოდ დამკვიდრდება. ასევე, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ თმის ვარცხნილობის, თმის ფერისა და იმიჯის შეცვლა. ასევე შეგიძლიათ სხვა ქალაქში ან ქვეყანაში გადასვლა, თუ გრძნობთ, რომ ოჯახური ბედნიერებისთვის ეს გჭირდებათ.

 

დაოჯახებულმა თხის რქებმა შთამომავლებზე უნდა იფიქრონ. მნიშვნელობა არა აქვს, იქნებიან ესენი შვილები თუ შვილიშვილები. 2019 წელი ახალი სიცოცხლის დაბადებისთვის ხელსაყრელი პერიოდია.

 

მერწყული

 

მერწყულებმა, თუ სურთ, რომ ცხოვრებაში მტკიცე ურთიერთობები ჰქონდეთ, მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ მინიშნებებს. ნუ იფიქრებთ, რომ სიყვარული მოულოდნელად შემოიჭრება თქვენ ცხოვრებაში - ყველაფერი თანდათანობით მოხდება. შესაძლოა, ლამაზ რომანში თქვენი ძველი მეგობრობა გადაიზარდოს. მთავარია, მომენტი არ გაუშვათ ხელიდან.

 

მათთვის, ვისაც უკვე ჰყავს პარტნიორი, მზად უნდა იყვნენ მათი მხრიდან ეჭვიანობისთვის, მაგრამ რას იზამ, თუ გარშემო ყველა თქვენ გამო „ჭკუიდან გადადგება“. მთავარია, სკანდალის საფუძველი არ მისცეთ და მეოჯახის რეპუტაცია შეინარჩუნოთ.

 

თევზები

2019 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი თევზებს უდიდეს რომანტიკას ჰპირდება. თქვენ სიყვარული გელოდებათ, მაგრამ ყვითელი ღორი ფსიქოლოგიის კურსების გავლას გირჩევთ, რათა თქვენს ურთიერთობებს მეტი სიკაშკაშე შემატოთ.

 

გზას ვერ აუვლით გაუგებრობასაც. თავდაპირველად ახალი ურთიერთობები უპერსპექტივო მოგეჩვენებათ, მაგრამ წლის მეორე ნახევარში უკვე სიყვარულით „დაბანგული“ იფარფატებთ. დაოჯახებულ თევზებს ყვითელი ღორი მრავალ ახალ შთაბეჭდილებას აჩუქებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი