logo_geo
„ოქროს გლობუსზე“ ნომინაციების წარმდგენთა ვინაობა ცნობილია
- +

4 იანვარი. 2019. 12:23

„ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულების წარმდგენების ვინაობა ცნობილია, - კონკურსის გამარჯვებულებს ჯილდოებს გადასცემენ: ჰოლი ბერი, ჩიდვიკ ბოუსმანი, ჯესიკა ჩესტეინი, იდრის ელბა, ჰარისონ ფორდი, ჯონი გალეცკი, ლუპიტა ნიანგო, გარი ოლდმენი, ჯიმ პარსონსი, სემ როკველი, სირშა რონანი, ოქტავია სპენსერი, ბენ სტილერი, ლენა ვეითი და ქეთრინ ზეტა-ჯონსი.

 

„ოქროს გლობუსის“ 76-ე დაჯილდოების ცერემონია 6 იანვარს გაიმართება. ღონისძიება ტრადიციულად  სასტუმრო „ბევერლი ჰილტონში“ ჩატარდება.

 

საუკეთესო ფილმის კატეგორიაში წარდგენილია „ბოჰემური რაფსოდია“, „ შავი კუკლუქსკლანელი‘“, „შავი პანტერა“, „თუ ბეილის ქუჩა ალაპარაკდება“ და „ვარსკვლავის დაბადება“.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი