logo_geo
მეგან მარკლი პრინც ჰარის ცხოვრების წესის შეცვლას აიძულებს
- +

4 იანვარი. 2019. 12:40

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრ პრინც ჰარის ცოლი ცხოვრების წესის შეცვლას აიძულებს. ამის შესახებ გამოცემა „Sun“ წერს.

 

ამავე ინფორმაციით, მეგანის თხოვნით, ჰარიმ არაერთ მავნე ჩვევაზე თქვა უარი, მათ შორის, ალკოჰოლზეც. ჟურნალისტებს ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ ის ფაქტი, რომ სამეფო მიღებაზე ჰარი მხოლოდ მინერალურ წყალს სვამდა.

 

გარდა ამისა, პრინცმა ხორცის ჭამასაც უკლო, რადგანაც მეგანი ცხოველთა უფლებების დამცველია. ცოლის ხათრით ჰარი არც ტრადიციულ ნადირობაზე წასულა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი