logo_geo
ტაილანდში 6 წლის ტყუპი და-ძმა დააქორწინეს
- +

4 იანვარი. 2019. 14:48

 

ტაილანდში მშობლებმა 6 წლის შვილებს ქორწილი გადაუხადეს. ბავშვები 2012 წელს დაიბადნენ და მშობლებმა მაშინვე დაგეგმეს ქორწილი. ცერემონია გაიმართა 25 დეკემბერს, ბანკოკის მახლობლად.

 

ბუდისტები თვლიან, რომ სხვადასხვა სქესის ტყუპი წინა ცხოვრებაში შეყვარებულები იყვნენ და ისინი დააშორეს ერთმანეთს. ცხოვრება მეორე შანსს აძლევს და ტყუპისცალებად იბადებიან. მათი სულები ტანჯვისგან რომ გათავისუფლდნენ, აუცილებელია მათი დაქორწინება - იუწყება „Daily Mail“.

 

ტრადიციის მიხედვით, ცხოვრებაში რომ წარმატებულები იყვნენ, ტყუპები მალევე უნდა დააქორწინონ.

მშობლებმა ბავშვებს მდიდრული ცერემონია მოუწყვეს.

„ჩვენ ბავშვებს ქორწილი მოვუწყვეთ, რადგან გვჯერა, რომ წინა ცხოვრებაში ისინი შეყვარებულები იყვნენ. ამის რწმენა ჩვენი წინაპრებისგან გვერგო. ქორწილი დაეხმარება წყვილს იმ პრობლემების გადაჭრაში, რაც მათ წინა ცხვრებაში შეექმნათ. თუ ისინი დაქორწინდებიან, იცხოვრებენ დიდხანს და ბედნიერად“, - აცხადებს ტყუპის მამა.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ქორწინებას არ აქვს იურიდიული ძალა. ტყუპისცალები როდესაც გაიზრდებიან, ვისთანაც მოისურვებენ, მასთან შექმნიან ოჯახს და გადაიხდიან დიდ ქორწილს. ბავშვების დედა ამბობს: „ჩემი შვილები საუკეთესო მეგორები იქნებიან მთელი ცხოვრება. როდესაც გაიზრდებიან, შეეძლებათ ცოლის და ქმრის შერჩევა, მაგრამ ეს ცერემონია მათთვის ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება“.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი