logo_geo
რა შეიძლება და რა არ შეიძლება საკეისრო კვეთის შემდეგ - პასუხები ყველაზე პოპულარულ შეკითხვებზე
- +

4 იანვარი. 2019. 16:01

ძუძუთი კვება ოპერაციიდან რამდენიმე საათის შემდეგ არის შესაძლებელი.

საკეისრო კვეთის შემდეგ ძირითადი მიმართულება გახდა უმოძრაობის გამო ფეხის ღრმა ვენების თრომბოზის პროფილაქტიკა. ამიტომ, დამაკმაყოფილებელი მდგომარეობის შემთხვევაში, ექიმი ფეხზე წამოდგომის რეკომენდაციას აძლევს ქალს ოპერაციიდან რამდენიმე საათის შემდეგ.

რა თქმა უნდა, ამ პერიოდში მას კიდევ ექნება კათეტერი შარდის ბუშტში, ასეთ შემთხვევაში საჭირო იქნება ექთნის დახმარება. პალატაში სიარული უკვე 24 საათში იქნება შესაძლებელი. თრომბის წარმოქმნის საშიშროების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ფეხებზე ელასტიური ბინტის დახვევა.

მეორე დღეს შეიძლება შხაპის მიღება.

სანამ ნაწიბური არ შეხორცდება (ეს კი მოხდება 4-6 კვირის განმავლობაში), არ არის რეკომენდებული აბაზანაში ჩაწოლა, საუნაში, აბანოში, ჯაკუზში ბანაობა. ასევე - ხანგრძლივად ოპერაციის შემდგომი ნახვევის ტარება.

შეგიძლიათ იხმაროთ საპონი, ოღონდ არა ღრუბელი.

ბანდაჟი არ არის აუცილებელი.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, თანამედროვე მეანობაში ბანდაჟი არ გამოიყენება. თუმცა, ეს ქალის პირადი არჩევანია. თუ მას მიაჩნია, რომ ბანდაჟით უფრო კომფორტულად გადაადგილდება, შეუძლია მისი ტარება. მნიშვნელოვანია, რომ ბანდაჟი არ აწვებოდეს ნაოპერაციებს.

საკეისრიოს შემდეგ არანაირი დიეტა არ არსებობს.

ჭამა შეიძლება საკეისრო კვეთიდან რამდენიმე საათში. არანაირი დიეტის დაცვა არ არის საჭირო. მხოლოდ მაგარი საკვებისგან შეიკავეთ თავი. შეკრულობისა და გაძნელებული დეფეკაციის თავისდან ასაცილებლად ექიმები უჯრედისით მდიდარ საკვებს

უწევენ რეკომენდაციას.

რეპროდუქტიული სისტემის ორგანოები ნორმას უბრუნდება საკეისრო კვეთიდან 6-8 კვირის შემდეგ. ამიტომ ფიზიკური დატვირთვა დაშვებულია ამ დროის შემდგომ. პრესის ვარჯიში ოპერაციიდან 3-4 თვეშია შესაძლებელი. ზუსტი რეკომენდაციები არ არსებობს. ეს ქალის პირადი არჩევანია და დამოკიდებულია მის ფიზიკურ მდგომარეობაზე.

ბავშვი ხელში აიყვანეთ ჩაჯდომით პოზაში. ფეხებს მეტი კუნთები აქვს და ამიტომ მათზე დატვირთვა უსაფრთხოა, ვიდრე ხერხემალზე ან მუცლის წინა კედელზე. გაცილებით ადვილი და უსაფრთხოა ბავშვის აყვანა არა დახრით, არამედ ჩაჯდომით. არ არის სასურველი 5-7 კგ-ზე მეტი სიმძიმის აწევა 6 კვირის მანძილზე. არსებობს სიმძიმის ამწევი უსაფრთხო ტექნიკა.

მომდევნო ორსულობა 2 წელზე ადრე არ არის რეკომენდირებული.

მკაცრი უკუჩვენება საკეისრო კვეთის შემდეგ სქესობრივი კავშირის დაწყებისა, არ არის. თუმცა პირველი ორ კვირის მანძილზე ქალს აქვს გარკვეული დისკომფორტი და ტკივილი. სქესობრივ კავშირს ქალები უბრუნდებიან ოპერაციიდან 4-6 კვირის შემდეგ. საკეისროს შემდეგ გამოიყენება ნებისმიერი კონტრაცეპტივი (ჰორმონალური, სპირალი).

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი