logo_geo
2050 წლისთვის კაცობრიობის დიდ ნაწილს დაბრმავება ემუქრება!
- +

4 იანვარი. 2019. 21:47

 

თუ მოსახლეობა ასეთი ცხოვრების სტილით გააგრძელებს არსებობას, სულ რაღაც სამ ათწლეულში მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი, დაახლოებით 5 მილიარდი, ახლომხედველი იქნება, ხოლო აქედან ნახევარს დაბრმავების დიდი საფრთხე ემუქრება.

 

 

ეს ნიშნავს იმას, რომ 2000 წლიდან 2050 წლამდე ახლომხედველთა რაოდენობა შვიდჯერ გაიზრდება. მიუხედავად ასეთი ტენდენციებისა, მეცნიერები ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან, თუ კონკრეტულად რა იწვევს მხედველობის გაუარესებას. ძალიან ბევრი ამ პრობლემას კომპიუტერებს, ტელევიზორებსა და მობილურ ტელეფონებს უკავშირებს, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის ასე მარტივად.

 

 

1970-2000 წლებში ამერიკასა და აზიის ზოგიერთ ნაწილში ახლომხედველთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა. მაგალითად, სამხრეთ კორეაში თინეიჯერების 96% ახლომხედველია, ხოლო სინგაპურში, ჩინეთსა და იაპონიაში ეს რიცხვი დაახლოებით 80-90% შეადგენს.

 

კვლევების საერთაშორისო ჯგუფმა, ამ საკითხთან დაკავშირებით, კვლევა ჩაატარა. მათ წინა ათწლეულების სტატისტიკის მიხედვით დაასახელეს, თუ როგორი იქნებოდა ახლომხედველების რიცხვი 2050 წლისთვის.

 

145 კვლევიდან ირკვევა, რომ კვლევაში 2,1 მილიონ მონაწილეს დაუდგინდა ახლომხედველობა. 2000 წელს მოსახლეობის 22,9% იყო ახლომხედველი (1 406 მილიონი ადამიანი) და 163 მილიონ ადამიანი დაბრმავებასთან ძალიან ახლოს იყო.

 

კვლევებიდან ირკვევა, რომ 2050 წლისთვის მოსახლეობის 49,8% ახლომხედველი იქნება, ხოლო 938 მილიონი ადამიანს დაბრმავების მაღალი რისკი ექნება.

 

 

 

 

წყარო: agora.ge

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი