logo_geo
„შუა საუკუნეებში ალბათ პირადად მე დამწვავდნენ...“ - ფაქტები ზიგმუნდ ფროიდზე
- +

22 იანვარი. 2017. 17:08


 

 

ზიგმუნდ ფროიდი 1856 წლის 6 მაისს ქალაქ ფრაიბერგში დაიბადა. ის იყო მოაზროვნე და ფილოსოფოსი, რომელმაც 20 ს-ის მსოფლმხედველობაში გადატრიალება მოახდინა. ფროიდმა თავის „დოქტრინას" წარუმძღვარა სიტყვები: „მეცნიერულმა აღმოჩენებმა 3 უდიდესი დარტყმა განაცდევინა კაცობრიობის ამბიციებს. ეს აღმოჩენებია: კოპერნიკი(სამყაროს ცენტრისტული იდეის მსხვრევა), დარვინის თეორია (ღვთაებრივი წარმომავლობის გაბათილება) და ჩემი ფსიქოანალიზი."


მას მთელი მსოფლიოს სტუდენტ-ფსიქოლოგები მოფერებით „ბაბუ ფროიდს" ეძახიან. ზოგიერთს მიაჩნია, რომ ის შეშლილი იყო, ზოგი კი, მას გენიოსს უწოდებს.


ბავშვობაში ფროიდს აოცებდა „ძველი აღთქმა" და მთელი სიცოცხლის მანძილზე აღიარებდა, რომ იუდაიზმის მიმდევარი იყო, მიუხედავად ამისა, ის უფრო მეტად მაინც ათეისტად აღიქვამდა საკუთარ თავს და ებრაულ დღესასწაულებს არასოდეს არ აღნიშნავდა.  ბავშვობაში, გოეთეს გავლენით, ბუნებისმეტყველებით იყო გატაცებული.


სიცოცხლის ბოლო წლებში ფროიდმა ხახის კიბოს გამო 33 ოპერაცია გადაიტანა. იგი ატარებდა ხახის პროტეზს, მაგრამ მაინც არ წყვეტდა სიგარის წევას. მისი მეცნიერული შემოქმედება ცხოვრების ბოლომდე გრძელდებოდა, თუმცა ბოლო 4 წლის განმავლობაში იგი ლექციებს ვეღარ კითხულობდა და ცხადია, ვეღარც ფსიქოთერაპიას ეწეოდა კლიენტებთან, რადგან პირის ღრუსთან დაკავშირებულმა სიმსივნურმა პრობლემებმა მისი ხმა ძალიან დაასუსტა. 1939 წლის სექტემბერში იმისთვის, რომ გაქცეოდა ტკივილებს, მან თავის ექიმს სთხოვა მორფის სასიკვდილო დოზა მიეწოდებინა.


გარდაცვალებამდე ათი წლით ადრე ფროიდმა ედუარად ბერნაის განუცხადა, რომ მისმა ცხოვრებამ გარეგნულად მშვიდად და უშინაარსოდ ჩაიარა და მხოლოდ მცირეოდენი თარიღებით შეიძლება შემოიფარგლოს.

 

გთავაზობთ რამდენიმე უცნობ ფაქტს ზიგმუნდ ფროიდის ცხოვრების შესახებ, ასევე მის ცხოვრებისეულ გამონათქვამებს.


ფაქტები:

 

1880-იან წლებში ფროიდი დაინტერესდა იმ დროისათვის არც ისე ცნობილი წამლით, რომელსაც გერმანელი სამხედრო ექიმები იყენებდნენ. მან შექმნა დოზები მეგობრებისა და საკუთარი ცოლისთვისაც, მოგვიანებით კი გამოაქვეყნა ნაშრომი: „კოკაინის შესახებ". მაგრამ როცა ფროიდმა კოკაინი მის ერთ-ერთ ახლო მეგობარს იმისთვის გამოუწერა, რომ მას თავი დაეღწია მორფისთვის და ტკივილებიც არ ეგრძნო, აღმოაჩინა რომ ის კოკაინზე გახდა დამოკიდებული. ამის შემდეგ, მან შეწყვიტა კოკაინის ქება, თუმცა რაღაც პერიოდის განმავლობაში კვლავ იყენებდა მას, რათა დეპრესიისთვის ებრძოლა.


წიგნი - „სიზმრების ინტერპრეტაცია", რომელსაც ფროიდმა საკუთარი საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაყოფი უწოდა, 1899 წელს გამოიცა და პირველი ექვსი წლის განმავლობაში მხოლოდ 351 ეგზემპლარი გაიყიდა, მეორე გამოცემა კი 1909 წლამდე არ დაბეჭდილა.


მიუხედავად იმისა, რომ თავად ათეისტი იყო, ფროიდი ებრაელების ოჯახში დაიბადა, ამიტომაც ის ნაცისტების ანტისემიტური პოლიტიკის ერთ-ერთ სამიზნედ იქცა. მისი წიგნები 1933 წელს დაწვეს, ამ მოვლენაზე ფროიდმა სარკასტული კომენტარი გააკეთა: „ეს აშკარა პროგრესია, შუა საუკუნეებში ალბათ პირადად მე დამწვავდნენ, ახლა კი მხოლოდ ჩემი წიგნებით შემოიფარგლნენ."


მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ ფროიდი გარდაიცვალა, მისი დები კი ვიენაში დარჩნენ, სადაც ისინი ნაცისტებმა დააკავეს და საკონცენტრაციო ბანაკებში გადაიყვანეს.


ვენის უნივერსიტეტში ყოფნისას ფროიდი ზოოლოგიის შესწავლით იყო გატაცებული. ერთ-ერთმა პროფესორმა მას გველთევზების სექსუალური ცხოვრების შესწავლა დაავალა, რასაც ფსიქოანალიტიკოსი დიდი მონდომებით შეუდგა.


გარდაცვაბის შემდეგ მისი ფერფლი ძველ ბერძნულ ვაზაში მოათავსეს. ვაზა ლონდონის კრემატორიუმშია განთავსებული და პოლიციის ცნობით, 2014 წელს მისი მოპარვა სცადეს.


გამონათქვამები:

 

ერთადერთი ადამიანი ვისაც თავი უნდა შეადაროთ ეს არის, ის ვინც იყავით ადრე და ერთადერთი ადამიანი ვისზე უკეთესიც უნდა იყოთ ეს არის ის ვინც ხართ ახლა.


ჩვენ ვიტანთ გაჭირვებას უმწიკვლობის შესანარჩუნებლად, ჩვენ ვიკლებთ ჯანმრთელობას, სიამოვნებას, აღტაცებას, გრძნობას, ვმაღლდებით რაღაცისთვის, რისთვის თვითონაც არ ვიცით - და ეს ბუნებრივ ინსტიქტთა გამუდმებული დათრგუნვა ჩვენ სინატიფეს გვანიჭებს. ჩვენ უფრო იმისკენ მივისწრაფვით, რომ ტანჯვას დავშორდეთ და არა ტკბობა შევიგრძნოთ, ხოლო უმაღლეს პოტენციაში ჩვენ ვართ ადამიანები, როგორც ორნი, რომლებიც სიკვდილისა და ჯოჯოხეთის ჯაჭვებით არიან გადაბმული, რომლებიც წლობით იკავებენ თავს და ერთმანეთი ენატრებათ, რათა ერთმანეთს არ უღალატონ.


სინამდვილეში ადამიანთა უმეტესობას არ სურს თავისუფლება, რადგან იგი პასუხისმგებლობას მოიცავს. ადამიანთა უმეტესობა კი გაურბის პასუხისმგებლობას!


იმ მომენტში, როდესაც ადამიანი დაიწყებს არსებობასა და ცხოვრების ღირებულებებზე ფიქრს. შეგიძლიათ, რომ იგი დაავადებულად ჩათვალოთ.


რაც უფრო უნაკლოა ადამიანი გარედან, მით მეტი დემონი ცხოვრობს მასში.


ჩვენ ისე დაუცველები არასოდეს ვართ, როგორც მაშინ, როდესაც გვიყვარს და არასოდეს - ისეთი უიმედოდ უბედურები, როგორც მაშინ, როცა სიყვარულს ვკარგავთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

big_banner
არქივი