logo_geo
„დანიური საპროტესტო ღორები“ - ლეგენდა თუ რეალური ამბავი?
- +

5 იანვარი. 2019. 19:57

 

 

 „დანიური საპროტესტო ღორების“ წარმოშობის შესახებ ასეთი ლეგენდა ან სულაც რეალური ამბავი არსებობს, რომელიც 1219 წლის 15 ივნისს დაიწყო.

 

მეფე ვალდემარ II საომრად ემზადებოდა. თითქოს ყველაფერი მზად იყო, მაგრამ ჯარს, რომელიც სხვადასხვა ორდენების მებრძოლებისგან შედგებოდა, ჯერ ვერ  წინამძღოლი დროშა ვერ აერჩიათ. იყო ერთ სჯა-ბაასი და აი, მოულოდნელად დასავლეთით, ჩამავალი მზის წითელი სხივებით გაცისკროვნებულ ცაზე თეთრი ჯვარი გამოისახა. ეს იყო ნიშანი, რომელიც სალაშქროდ შეკრებილმა ყველა ორდენის მეთაურმა აღიარა. ომი დანიელების გამარჯვებით დასრულდა, ხოლო წითელ ფონზე თეთრი ჯვარი დანიის სამეფოს ორდენის დროშა (Dannebrogordenen) გახდა.

 

მოგვიანებით, უკვე 700 წლის შემდეგ, პრუსიის ხელისუფლებამ ჩრდილოეთ ფრიზიაში მცხოვრებ დანიელებს, მათი სამშობლოს, დანიის (Dannebrog) სიმბოლო წითელ ფონზე თეთრიჯვრიანი დროშის სახლებზე და ქუჩებში გამოფენა აუკრძალა.

 

საპასუხოდ და პროტესტის ნიშნად მახვილგონიერმა დანიელებმა პრუსიელ მმართველებს სიურპრიზი მოუწყვეს. რამდენიმე ხნის შემდეგ ფრიზიის დანიელთა დასახლებებში ქუჩებში გამოჩნდა ახალი ჯიშის ღორები, რომლებსაც საინტერესო შეფერილობა ჰქონდათ, ღორებს მუქ მოწითალო-მოყავისფრო ფონზე კისრიდან ორივე წინა ფეხებზე თეთრი ზოლი გასდევდა, რაც პირდაპირ დანიის დროშის ფერებთან ასოცირდებოდა.  ხელისუფლებამ ამ ჯიშის ღორების აკრძალვა ვეღარ შეძლო.

 

მეოცე საუკუნის დასაწყისში ამ ღორების გამრავლებას დანიაში კვლავ აქტიურად მოჰკიდეს ხელი. სწორედ ამ დროიდან დამკვიდრდა ხალხში სახელი „დანიური საპროტესტო ღორები“.

 

 

 

1954 წელს კი ჯიშმა ოფიციალური აღიარება და ჯიშის წარმოშობის სერტიფიკატი მიიღო.

ამ  ჯიშის ღორები საკმაოდ შთამბეჭდავი ზომების არიან, ზრდასრული ინდივიდები 350 კილოგრამს იწონიან.

 

ასეთი უჩვეულო შეფერილობა საიდან მიიღო ჯიშმა, უცნობია, თუმცა სელექციონერები ვარაუდობენ, რომ იგი ჰოლშტინური, იუტლანდიური, ინგლისური ჯიშების ნაჯვარი უნდა იყოს.

 

სამწუხაროდ, „დანიური საპროტესტო ღორების“ სულადობა თანდათან კვლავ შემცირდა და აღწერით, ბოლო გოჭი 1968 წელს დაიბადა. თუმცა თექვსმეტი წლის შემდეგ, 1984 წელს კვლავ აღმოაჩინეს ამ ღორის ინდივიდები, რომლებიც ზუსტად პასუხობდნენ „დანიური საპროტესტო ღორების“ ჯიშის ნიშან-თვისებებს.

 

დღეს „დანიური საპროტესტო ღორების“ გამრავლებით რამდენიმე ორგანიზაციაა დაკავებულ და მათი სულადობა იზრდება.

 

 

 

წყარო:Agronews.ge

 

 

 

big_banner
არქივი