logo_geo
გვეხმარება თუ არა ქათმის ბულიონი გრიპის დამარცხებაში
- +

6 იანვარი. 2019. 00:14

 

 

ყველა ადამიანი ერთხელ მაინც ცხოვრებაში გამხდარა ავად. კაცობრიობის ისტორიაში და სხვადასხვა ოჯახებში კი შემორჩა რჩევები, თუ როგორ ვებრძოლოთ გრიპს „გამოცდილი მეთოდებით“. მეცნიერები შეეცადნენ, დაედგინათ, მართლაც მოქმედებს თუ არა ხალხური მეთოდები.

 

მეცნიერების თქმით, ნებისმიერი ოჯახური პროდუქტი, რომელიც სასარგებლოდ მიიჩნევა, დაფუძნებულია იმუნიტეტის ამაღლებაზე. ფორთოხლის წვენი, ქათმის ბულიონი, ნიორი - გვეხმარება თუ არა მართლაც გრიპის დამარცხებაში?

 

როდესაც თქვენს ორგანიზმში ჩნდება ვირუსი, მასთან საბრძოლველად ორი სისტემა ირთვება: ბუნებრივი იმუნიტეტი და შეძენილი, რომელიც „მტრებს“ იმახსოვრებს. სწორედ ამიტომ, მაგალითად ბატონები, ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ გვემართება, ხოლო გრიპი მუდმივად ბრუნდება. ის ფორმას იცვლის და ჩვენი ორგანიზმი მას ვეღარ ცნობს. 

 

ცხოვრების ჯანმრთელი სტილი აუმჯობესებს ჩვენს იმუნურ სისტემას და ორგანიზმი იტანჯება მხოლოდ მაშინ, როდესაც მას რაღაც აკლია  - კონკრეტული ვიტამინები ან მინერალები, ხოლო სხვადასხვა საკვებში სასარგებლო პროდუქტების დამატებით, რომელიც მიიჩნევა, რომ გაციებას შველის, არანაირი  ეფექტი არ ექნებოდა, ადამიანები რომ ისედაც სწორად იკვებებოდნენ. ამის შესახებ ლონდონის იმპერიის კოლეჯის მეცნიერმა ჩარლზ ბენგჰემმა განაცხადა.

 

ზოგიერთი დამატებები შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ორგანიზმს აკლია რომელიმე ნივთიერება - ვიტამინი ან რკინა. მაგრამ თუ ბალანსირებულ დიეტას იცავთ, ვერანაირი დამატებები ვერ გახდის თქვენს იმუნიტეტს უფრო ეფექტურს“, - აცხადებს მეცნიერი.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი