logo_geo
ნორვეგია - სამოთხე დედამიწაზე
- +

6 იანვარი. 2019. 02:37

 

 

სკანდინავიის ნახევარ კუნძულზე მსოფლიოში ყველაზე მშვიდი ქვეყანა ნორვეგია მდებარეობს, თუ არ გავიხსენებთ რამდენიმე წლის წინ მომხდარ შემზარავ ისტორიას, როდესაც ანდრეს ბრეივიკმა სტუდენტურ ბანაკში უამრავი ახალგაზრდა იარაღით მოკლა.

 

 

ნორვეგიაში დღემდე კონსტიტუციური მონარქიაა და ამჟამად ქვეყანას მეფე ჰარალდ V მართავს. გაგაცნობთ საინტერესო ფაქტებს ამ ულამაზესი და საინტერესო ქვეყნის შესახებ.

 

 

 

 

1. ნორვეგიის მოსახლეობა 4,990,800-ს შეადგენს, მათგან მხოლოდ 3.1%-ისა დაუსაქმებელი. მოსახლეობის დიდი ნაწილი ათეისტია, თუმცა სახელმწიფო რელიგიად ევანგელისტურ- ლუთერანულია გამოცხადებული. სანამ მისიონერები ქრისტიანობას გაავრცელებდნენ, ისინი ღმერთ ოდინსა და მის შვილს, თორს ადიდებდნენ.

 

 

2. საუკეთესო სეზონი ტურისტებისთვის მაისიდან-სექტემბრამდეა. აქ მოგზაურობა განსაკუთრებულად უყვართ თევზაობის მოყვარულებს. ნორვეგიის მდინარეები და ტბები განთქმულია თევზის იშვიათი ჯიშებით.

 

 

3. ნორვეგიელებს ეკუთვნით ისეთი გამოგონებები, როგორიცაა თხილამურები, აეროზოლი სპრეი, ხის მაღალი სკამი ბავშვისთვის.

 

 

4. ნორვეგიაში საშუალო წლიური ხელფასი 45 დოლარს შეადგენს. მაგრამ ფული არ არის მთავარია. სანამ ტელევიზორს შეიძენთ, ამისათვის სპეციალური ლიცენზიაც კი გჭირდებათ.

 

 

5. გაგიკვირდებათ და შაბათ-კვირას პოლიციელები ისვენებენ.

 

 

6. ნორვეგიაში უმაღლესი განათლება უფასოა. კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში გადასახადის გარეშე ისწავლით.

 

 

7. ნობელის პრემიით დაჯილდოება ყოველთვის ნორვეგიის დედაქალქ ოსლოში ტარდება.

 

 

8. პროდუქტები აქ ძალიან ძვირია. მაგალითისთვის სიგარეტის კოლოფი – 20 დოლარი ღირს.

 

 

9. მშობელს აკრძალული აქვს ბავშვის ცემა, ყვირილი, მუქარა, დაშინება – ეს კანონით ისჯება.

 

 

10. სკანდინავიური ხის არქიტექტურის თვალსაჩინო ნიმუშია ურნესის ხის შავი ეკლესია (12-13 საუკუნე).

 

 

11. და ბოლოს, ჩრდილოეთის ციალი. იგივე ავრორა – ატმოსფეროს ზედა ფენებში არსებული ნათებაა, გამოწვეული დამუხტული ნაწილაკების შეჯახებით.

 
 
 
 
წყარო : wyaro
big_banner
არქივი