logo_geo
რა შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ ომეგა-3
- +

6 იანვარი. 2019. 03:43

 

თევზის ქონი მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით. ზოგადად, ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები არეგულირებს ცხიმოვან ცვლას და ქოლესტერინის დონეს სისხლში, აძლიერებს ტონუსს და ამაღლებს შრომისუნარიანობას, იგი ასევე ააქტიურებს იმუნურ სისტემას.

 

ომეგა-3-ის ცხიმოვან მჟავებს, „შეუცვლელს“ უწოდებენ, რადგანაც ჩვენი ორგანიზმი მათ ვერ აწარმოებს და აუცილებელია მათი რეგულარულად მიღება საკვებიდან. საკვები კი ყოველთვის არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მივიღოთ რეკომენდებული ყოველდღიური დოზა, ამიტომაც მნიშვნელოვანია იგი შეივსოს ომეგა-3-ით.

 

თევზის ქონის გამოყენების ჩვენებებია:

 

  - A და D ჰიპო და ავიტამინოზი (ხშირი რესპირატორული დაავადებები, ძვლების ზრდის დარღვევა, მხედველობის დაქვეითება, კანის, თმის, ფრჩხილებისა და   კბილების სტრუქტურის დარღვევა, რაქიტი რეკონვალესცენციის პერიოდში);

  - სხვადასხვა გენეზის ოსტეოპათიის პროფილაქტიკა და მკურნალობა: ოსტეომალაცია, ოსტეოპოროზი, აღდგენითი პერიოდი ოპერაციული ჩარევების შემდეგ "ცრუ" სახსრების გამო, მოტეხილობები შენელებული კონსოლიდაციით, ძვლოვანი კოჟრების წარმოქმნის სტიმულაცია;

  - ათეროსკლეროზისა და მისი სისხლძარღვოვანი გართულებების პროფილაქტიკა;

  - ჰიპერლიპიდემია. რეკომენდებულია გამოყენება თვალის დაავადებების კომპლექსური თერაპიის დროს: პიგმენტური რეტინიტი, ქსეროფთალმია, კერატომალაცია, კონიუნქტივიტი, ქუთუთოების ეგზემატოზური ცვლილება.

 

უკუჩვენება

 

სამკურნალო საშუალების გამოყენების უკუჩვენებად მიჩნეულია ჰიპერმგრძნობელობა მისი კომპონენტების მიმართ, იდიოპათიური ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია, ფილტვების ტუბერკულოზის აქტიური ფორმები, ღვიძლისა და თირკმელების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, ნეფროუროლითიაზი, ქრონიკული პანკრეატიტი (შესაძლოა გამოიწვიოს დაავადების გამწვავება), D ჰიპერვიტამინოზი, სარკოიდოზი, ხანგრძლივი იმობილიზაცია (დიდი დოზები), თირეოტოქსიკოზი (ჰიპერმგრძნობელობის შესაძლებლობა), საბავშვო ასაკი 7 წლამდე.

 

ამავე დროს გაითვალისწინეთ, რომ თევზის ქონის მიღების დროს განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო:

 

  - გასტრიტისა და ღვიძლის დაავადების დროს. თევზის ქონმა შესაძლოა სისხლდენის ალბათობა გაზარდოს.

 

  - ზღვის პროდუქტებზე ალერგიის დროს. არ არსებობს სარწმუნო ინფორმაცია იმის თაობაზე, რამდენად ხშირად აქვთ ამ სახის ალერგიის მქონე ადამიანებს ალერგია თევზის ქონის მიმართ, ამიტომ, ვიდრე უფრო მეტს შეიტყობდეთ, სიფრთხილეს გვირჩევენ.

 

  - შიდსის, თანდაყოლილი იმუნოდეფიციტის, იმუნოდეპრესანტებით მკურნალობის დროს. თევზის ქონის დიდმა დოზამ შეიძლება ორგანიზმის იმუნური პასუხი შეასუსტოს, ჩამოთვლილ ჯგუფებში კი ეს განსაკუთრებით სახიფათოა.

 

 - ჩანერგილი დეფიბილატორით სარგებლობისას. ზოგიერთი (ოღონდ არა ყველა) გამოკვლევის შედეგები მიუთითებს, რომ მოსალოდნელია, თევზის ქონმა ამ შემთხვევაში არარეგულარული შეკუმშვების ალბათობა გაზარდოს.

 

 - ოჯახური ადენომატოზური პოლიპოზის დროს. არსებობს ვარაუდი, რომ ასეთ ადამიანებს თევზის ქონმა შეიძლება უფრო მეტად გაუზარდოს სიმსივნეების ჩამოყალიბების რისკი. რადგან თევზის ქონი ათხელებს (მართალია, მცირედ) სისხლს, არ შეიძლება მისი მიღება იმავე თვისების მქონე ასპირინის შემცველ წამლებთან ერთად.

 

კონეკტიკუტის უნივერსიტეტის თანამშრომლების მოსაზრებით, ცხიმოვანი მჟავები იცავენ მშობიარობის შემდგომი დეპრესიისგან და ბავშვის ჰარმონიულ განვითარებას უწყობენ ხელს. როგორც აღმოჩნდა, თევზში არსებული ნივთიერებები მნიშვნელოვანია ბავშვის კოგნიტური განვითარებისთვის. დედებს კი, რომლებიც საკმარისად მოიხმარენ ცხიმოვან მჟავებს, ნაკლებად აღენიშნებათ მშობიარობის შემდეგ ადაპტაციის პრობლემები. ექიმების მონაცემებით, ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში თევზის მიღება კვირაში მინიმუმ 2-3-ჯერ არის რეკომენდებული.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი