logo_geo
13 საინტერესო ფაქტი პასპორტების შესახებ
- +

6 იანვარი. 2019. 20:38

 

პასპორტი განსაკუთრებული ღირებულებისა და დანიშნულების ნივთია, რომლის ქონაც საზღვრების გადაკვეთისას აუცილებელია. წარმოგიდგენთ 13 საინტერესო ფაქტს პასპორტის შესახებ, რომელიც არის როგორც ისტორიული, ასევე კონკრეტულად ერთი რომელიმე ქვეყნისთვის დამახასიათებელი კანონი და ნორმა.

 

  1. სკანდინავიურ პასპორტებზე ულტრაიისფერი დანათების შემთხვევაში პოლარული ნათების დანახვაა შესაძლებელი.

 

  1. პირველი პასპორტის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ ბიბლიაშია მოცემული. კერძოდ, ნეემიასის წიგნში, სპარსეთის მეფე არტაკსერკსი I (ჩვენ წელთაღრიცხვამდე მეხუთე საუკუნე) თავის წარმომადგენელს იუდეაში შეუფერხებლად სამოგზაუროდ სპეციალურ დოკუმენტს, წერილს ატანს თან.

 

  1. პასპორტში ფოტოს დართვა მხოლოდ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გახდა აუცილებელი. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ გერმანიისთვის მომუშავე ჯაშუში დიდ ბრიტანეთში ყალბი პასპორტით შეიპარა.

 

  1. აშშ-ში ადამიანი ვალდებულია გამოცვალოს პასპორტის ფოტო თუ მან საგრძნობლად მოიმატა ან დაიკლო წონაში, გაიკეთა პლასტიკური ოპერაცია სახეზე; ასევე მაშინ თუ ადამიანმა სახიდან დიდი სვირინგი ან პირსინგი მოიშორა.

 

  1. ადრე პასპორტში ოჯახური ფოტოს ჩაკვრაც კი შეიძლებოდა.

 

  1. ზოგიერთი ქვეყანა მოქალაქეს არ აძლევს მისი საზღვრის კვეთის უფლებას, თუ პასპორტს ვადა ქვეყანაში შესვლიდან 90 დღის განმავლობაში გასდის. ზოგიერთი ქვეყანა კი ითხოვს, რომ პასპორტი მისი ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე იყოს გამოცვლილი. მაგალითად ასეთი კანონი მოქმედებს რუსეთში, ჩინეთში, საუდის არაბეთში, ინდონეზიაში და სხვა ქვეყნებში.

 

  1. ქვინსლენდიდან ავსტრალიაში გადასასვლელად მოქალაქეს პასპორტი საერთოდ არ სჭირდება.

 

  1. ვატიკანში საერთოდ არ არის საპასპორტო კონტროლი.

 

  1. ძალიან ბევრ ამერიკელს პასპორტი სულაც არ აქვს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, 321 362 789 ამერიკელზე მხოლოდ 121 512 341 პასპორტია გაცემული. როგორც ჩანს ამერიკელების 2/3 სულაც არ თვლის საჭიროდ პასპორტის ქონას.

 

  1. ტონგა ერთ დროს პასპორტებს ყიდდა.

 

  1. თუ ფინურ ან სლოვენიურ პასპორტს სწრაფად გადაფურცლავთ მოძრავ ნახატებს შეამჩნევთ.

 

  1. ყველაზე რთული გასაყალბებელი ნიკარაგუის პასპორტია, რომელსაც დაცვის 89 უნიკალური ელემენტი აქვს.

 

  1. დიდი ბრიტანეთის დედოფალს პასპორტი არ აქვს. ელიზაბეტ მეორე ერთადერთია, რომელიც მოქალაქეებს პასპორტის მიღების ნებას რთავს. თუმცა საზღვარგარეთ მისი საიდუმლო დოკუმენტების გასაგზავნად პასპორტი მაინც საჭიროა. სამეფო კურიერები - ესენი არიან ადამიანები, რომლებიც პასუხს აგებენ დედოფლის საიდუმლო დოკუმენტების დანიშნულების ადგილამდე მიტანაზე. ამ დოკუმენტებსა და მათ გადამტან კურიერებს კი თავიანთი, უნიკალური პასპორტები აქვთ. გავრცელებული ინფორმაციით, ასეთი მხოლოდ 15 ცალი პასპორტი არსებობს.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი