logo_geo
ინდოელმა მეცნიერებმა აინშტაინის და ნიუტონის თეორიების გაბათილება სცადეს
- +

7 იანვარი. 2019. 11:40

 

 

ინდოელმა მეცნიერებმა დიდ სამეცნიერო კონფერენციაზე სკანდალური განცხადებები გააკეთეს, ზოგიერთმა მათგანმა ისააკ ნიუტონისა და ალბერტ აინშტაინის მიგნებები „გააბათილა“. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

მათ ასევე განაცხადეს, რომ ღეროვანი უჯრედების კვლევა ჯერ კიდევ უძველესმა ჰინდუსებმა გამოიგონეს.

 

BBC-ის ინფორმაციით, ინდუიზმის მითოლოგია და რელიგია ინდოეთის სამეცნიერო კონგრესის მუშაობის სულ უფრო აქტიური ნაწილი ხდება. თუმცა მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ამ სამიტზე გაკეთებული განცხადებები კიდევ უფრო გასაოცარი იყო, ვიდრე წინა შემთხვევებში.

 

კონფერენციაზე სამხრეთ ინდოეთის უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა წარადგინა უძველესი ტექსტი, რომელიც მისი თქმით, ამტკიცებს, რომ ღეროვან უჯრედებს ინდოეთში ჯერ კიდევ ათასობით წლის წინ იკვლევდნენ.

 

გნაგეშვარ რაომ, ანდრას უნივერსიტეტის ვიცე-ხელმძღვანელმა, თქვა, რომ დემონების მეფეს (ინდუიზმის ეპოქა) 24 ტიპის თვითმფრინავი და შრი-ლანკის ტერიტორიაზე თანამედროვე ტიპის ასაფრენი ბილიკები ჰქონდა.

 

შტატ ტამილ ნადუს ერთ-ერთი უნივერსიტეტის მეცნიერმა კი თქვა, რომ ისააკ ნიუტონი და ალბერტ აინშტაინი ცდებოდნენ და რომ გრავიტაციულ ტალღებს სახელწოდება უნდა შეეცვალოს და „ნარენდრა მოდის ტალღები“ უნდა ეწოდოს.

 

დოქტორ კრიშნანის განცხადებით, ნიუტონმა ვერ შეძლო „გრავიტაციული ტალღების განზიდვის ძალის“ გაგება, აინშტაინის თეორიები კი „შეცდომაში შემყვანია“.

 

კრიტიკოსების განცხადებით, კონფერენციაზე წარმოდგენილი უძველესი ტექსტები კიდევ ერთხელ, კარგად არის წასაკითხი და გასააზრებელი, თუმცა მათი როგორც სამენციერო ნაწილად აღქმა სისულელე იქნება.

 

ინდოეთის სამეცნიერო კონგრესის ასოციაციამ კონფერენციაზე გამოთქმულ ზოგიერთ ახალ მოსაზრებასთან დაკავშირებით „სერიოზული შეშფოთება“ გამოხატა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი