logo_geo
იაპონელი მილიარდერის სტატუსი Twitter-ის ყველაზე ხშირად გაზიარებადი პოსტია
- +

7 იანვარი. 2019. 11:41

 

 

იაპონელი მილიარდერის იუსაკუ მაეძავას პოსტი  Twitter-ზე ყველა დროის ყველაზე გაზიარებადი Twitter-პოსტი გახდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

მან პოსტი 5 იანვარს გამოაქვეყნა და მას უკვე ოთხ მილიონზე მეტი გაზიარება აქვს. ეს პოსტი 2017 წლის რეკორდსმენ პოსტზე ნახევარი მილიონით მეტია. მაშინ, 2017 წელს კარტერ უილკინსომა გააზიარა თხოვნა, რომ მთელი წლის განმავლობაში უფასოდ ჰქონოდა სწრაფი კვების ქსელის Wendy's ქათმის ნაგეთსები.

 

თუმცა აღსანიშნავია, რომ იასაკუ მაეძავამ პოსტის გადაზიარებისთვის გარკვეული წამახალისებელი ფაქტორი, კერძოდ კი ფული გამოიყენა. მან თქვა, რომ შემთხვევითი პრინციპით შეარჩევს მისი პოსტის გამზიარებელ 100 ადამიანს და 100 მილიონ იენს გადაუნაწილებს (925 000 დოლარი).

 

 

 

„Forbes“ უსაკუ მაეძავას ქონებას 2.9 მილიარდ დოლარად აფასებს. მან ტანსაცმლის გაყიდვის ონლაინპლატფორმა Zozotown  შექმნა.

 

გასული წლის სექტემბერში კომპანია „SpaceX“-მა პირველი ტურისტი დაასახელა, რომელიც რაკეტა „Big Falcon Rocket (BFR)“-ით მთვარის ირგვლივ სამოგზაუროდ გაფრინდება. ეს ტურისტი სწორედ იუსაკუ მაეძავაა. რამდენი გადაიხადა მან ტურისტულ ბილეთში, ამაზე ინფორმაცია არ საჯაროვდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი