logo_geo
„ბოჰემურმა რაფსოდიამ“ „ოქროს გლობუსი“ მიიღო - დაჯილდოების ყველა გამარჯვებული
- +

7 იანვარი. 2019. 12:45

 

 

პირველი არხის მაყურებელი პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების 76-ე ცერემონიას, რომლის გამარჯვებულებიც უკვე გამოვლინდნენ.

 

საუკეთესო მხატვრული ფილმი – დრამა გახდა „ბოჰემური რაფსოდია“ („Bohemian Rhapsody“).

 

ამავე ფილმის მთავარი როლის შემსრულებელმა რემი მალეკმა დაიმსახურა „ოქროს გლობუსი“ კაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მხატვრულ ფილმში – დრამაში.

 

ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში – დრამა გახდა გლენ ქლოუზი ფილმისთვის „ცოლი“ („The Wife“).

 

„ოქროს გლობუსის“ მფლობელები ასევე გახდნენ:

 

საუკეთესო მსახიობი კაცი მუსიკალურ ან კომედიურ სერიალში – მაიკლ დუგლასი, „The Kominsky Method“

საუკეთესო ანიმაცია – „Spider-Man: Into the Spider-Verse“

 

საუკეთესო მსახიობი კაცი დრამატულ სერიალში – რიჩარდ მადენი, „Bodyguard“

 

საუკეთესო სატელევიზიო სერიალი – დრამა – „The Americans“

 

კაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში – ბენ უიშოუ, „A Very English Scandal“

 

საუკეთესო მსახიობი ქალი მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში – პატრიცია არკეტი, „Escape at Dannemora“

 

საუკეთესო ორიგინალური მუსიკა – „First Man“

 

საუკეთესო ორიგინალური სიმღერა – Shallow, „A Star Is Born“

 

ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში – ​რეჯინა კინგი,  „If Beale Street Could Talk“

 

საუკეთესო მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში – სანდრა ო, „Killing Eve“

 

კაცის მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მხატვრულ ფილმში – ​მაჰერშალა ალი, „Green Book“

 

საუკეთესო სცენარი – „Green Book“

 

ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში – პატრიცია კლარკსონი, „Sharp Objects“

 

კაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში – კომედია ან მიუზიკლი – კრისტიან ბეილი, „Vice“

 

საუკეთესო უცხოენოვანი მხატვრული ფილმი – „Roma“

 

საუკეთესო მსახიობი კაცი მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში – დარენ კრისი, „The Assassination of Gianni Versace: American Crime Story“

 

მხატვრული ფილმის საუკეთესო რეჟისორი – ალფონსო კუარონი, „Roma“

 

საუკეთესო მსახიობი ქალი მუსიკალურ ან კომედიურ სერიალში – რეიჩელ ბროსნაჰანი, „The Marvelous Mrs. Maisel“

 

საუკეთესო კომედიური სერიალი – „The Kominsky Method“

 

საუკეთესო მინისერიალი ან სატელევიზიო მხატვრული ფილმი –„The Assassination of Gianni Versace: American Crime Story“

 

ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში – კომედია ან მიუზიკლი – ოლივია კოლმენი, „The Favourite“

 

საუკეთესო მხატვრული ფილმი – კომედია ან მიუზიკლი – „Green Book“

 

„ოქროს გლობუსის“ რიგით 76-ე ცერემონიის წამყვანები სანდრა ო და ენდი სამბერგი იყვნენ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი