„ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების 76-ე ცერემონიაზე HBO-მ „სამეფო კარის თამაშების“ ბოლო სეზონიდან 4-წამიანი კადრები აჩვენა. კადრებში ჯონ სნოუ დეინერის ტარგარიანს ნახევარდას, სანსა სტარკს აცნობს, რომელიც დრაკონების დედოფალს ასე მიმართავს: „ვინტერფელი თქვენია, თქვენო უდიდებულესობავ!“.
კადრში ასევე შესაძლებელია დეინერისის ჯარების ხილვაც.
ტელეკომპანია HBO-მ „სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სეზონის პირველი თიზერი 2018 წლის 7 დეკემბერს გამოაქვეყნა.
„სამეფო კარის თამაშების“ მერვე სეზონის პრემიერა 2019 წლის აპრილში შედგება.