logo_geo
HBO-მ „სამეფო კარის თამაშების“ ბოლო სეზონიდან ვიდეო აჩვენა
- +

7 იანვარი. 2019. 16:46

 

 

„ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების 76-ე ცერემონიაზე HBO-მ „სამეფო კარის თამაშების“ ბოლო სეზონიდან 4-წამიანი კადრები აჩვენა. კადრებში ჯონ სნოუ დეინერის ტარგარიანს ნახევარდას, სანსა სტარკს აცნობს, რომელიც დრაკონების დედოფალს ასე მიმართავს: „ვინტერფელი თქვენია, თქვენო უდიდებულესობავ!“.

კადრში ასევე შესაძლებელია დეინერისის ჯარების ხილვაც.

 

ტელეკომპანია HBO-მ „სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სეზონის პირველი თიზერი 2018 წლის 7 დეკემბერს გამოაქვეყნა.

 

„სამეფო კარის თამაშების“ მერვე სეზონის პრემიერა 2019 წლის აპრილში შედგება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი