სიყვარული ძალიან მოსაწყენი იქნებოდა, ადამიანები რომ ყოველთვის ეთანხმებოდნენ ერთმანეთს. ასე რომ, პანიკაში ნუ ჩავარდებით, როცა იგრძნობთ, რომ კამათი გარდაუვალია. ამის მაგივრად მოიფიქრეთ, როგორ გახადოთ ის სასარგებლო ურთიერთობებისთვის.
თუ გინდათ, შეინარჩუნოთ მყარი კავშირი, მიეჩვიეთ აზრს, რომ დროდადრო უნდა განთავისუფლდეთ ემოციებისგან, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი კამათი უნდა დაასრულოთ პოზიტიურ ნოტაზე.
ბევრად ადვილია გამოამჟღავნო და გადაწყვიტო პრობლემა მანამ, სანამ ის გადაიზრდება უფრო სერიოზულში. სწორედ ამიტომ წყვილები, რომლებიც ხშირად კამათობენ, უფრო დიდხანს რჩებიან ერთად - ისინი ასწრებენ კონფლიქტის დასრულებას მანამდე, სანამ ის ძალიან გაიზრდება.
თუ კამათის დროს არ დაიცავთ იმას, რაც მნიშვნელოვანია, პარტნიორი გადაწყვეტს, რომ შეუძლია მიიღოს თქვენგან ყველაფერი, რაც უნდა. სტრატეგია „ასიამოვნო, გაჩუმდე და მოითმინო“, - ეს არის გზა არაჯანსაღი ურთიერთობებისკენ. ყველაზე საუკეთესო საშუალება გაუმკლავდე ასეთ პრობლემას - განთავისუფლდე ნეგატიური ემოციებისგან და აჩვენო პარტნიორს საკუთარი მოთხოვნილებებიც, და არის რაღაცები, რისთვისაც არ ხართ მზად მსხვერპლი გაიღოთ სიყვარულის გამო.
კამათი ეხმარება წყვილებს გადახედონ ფასეულობებსა და გრძნობებს, გაახმოვანონ და განიხილონ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები. მაგრამ არგუმენტები ასეთ საუბარში არ უნდა იყოს აგრესიული - როცა გამოხატავთ საკუთარ აზრს, ეცადეთ მოერიდოთ შეურაცხყოფას ან ხმის ამაღლებას.
ნდობა ურთიერთობებში არ იქმნება დუმილით, პირიქით, უნდა ისწავლოთ გაუგოთ სხვა ადამიანს. კამათი წარმოადგენს ურთიერთობის ერთ-ერთ ყველაზე გულწრფელ ფორმას, ამიტომაც ის ხელს უწყობს დაახლოვებას, ნდობისა და კავშირის გაძლიერებას. გარდა ამისა, კამათი ასწავლის პარტნიორებს თითოეულის ინდივიდუალური თავისებურებანის გათვალისწინებით, უფრო პროდუქტიულად იურთიერთონ ერთმანეთთან.
ის ფაქტი, რომ თქვენ მზად ხართ მოითმინოთ უსიამოვნო ემოციები და იკამათოთ, რათა რაიმე შეცვალოთ, იმის მაგივრად, რომ დაშორდეთ, - მაჩვენებელია, რომ თქვენ ნამდვილად გიყვართ ეს ადამიანი. კამათი - იმის ნიშანია, რომ თქვენთვის სულერთი არ არის თქვენი პარტნიორი.
თუ კამათის დროს შეგიძლიათ ნათლად გამოხატოთ საკუთარი აზრები, ესე იგი თქვენ მზად ხართ გადაიყვანოთ საკუთარი ურთიერთობები სხვა დონეზე. მაგრამ ნებისმიერ კამათს ვერ უწოდებ სასარგებლოს. ზრდასრული ადამიანები არ ყვირიან და არ აყენებენ ერთმანეთს შეურაცხყოფას. ამის მაგივრად ისინი საუბრობენ პრობლემის შესახებ და ცდილობენ მონახონ კომპრომისი. ისინი კამათში იყენებენ არგუმენტებს და ამით აუმჯობესებენ საკუთარ ურთიერთობებს.