logo_geo
მეცნიერები: სამყაროს ორეული ჰყავს, რომელშიც დრო საპირისპირო მიმართულებით მიდის
- +

8 იანვარი. 2019. 17:29

 

ჩვენი სამყარო შესაძლოა პარალელური სამყაროს მხოლოდ „სარკისებური ანარეკლი“ იყოს, რომელიც ანტიმატერიისგან არის შექმნილი და დრო იქ პირიქით მიდის.  კანადელი მეცნიერების თეორია, შესაძლოა ფენტეზი ჟანრის წიგნის სათაურივით ჟღერდეს, თუმცა ის რამდენიმე პარადოქსის ახსნის საშუალებას იძლევა.

 

 

 

 

 

 

ახალი მოდელის თანახმად, დიდი აფეთქების მომენტში შეიქმნა ორი სიმეტრიული სამყარო: ერთი ისეთი, რომელშიც ვცხორობთ, მეორე კი მისი სარკისებური ანარეკლი, რომელშიც დრო საპირისპირო მიმართულებით ბრუნავს.

 

კანადელ მეცნიერებს კიდევ არაერთი დეტალი აქვთ გასარკვევი თეორიის დასამტკიცებლად, თუმცა მათი ნააზრევი ბევრი მეცნიერისთვის უბრალო ფანტაზიის ნაყოფი არ არის და ფიზიკის ამერიკული საზოგადოების ჟურნალმა მას ვრცელი სტატია მიუძღვნა.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი