logo_geo
9 ისტორიული მითი, რომელიც სინამდვილეში მცდარია
- +

22 იანვარი. 2017. 23:05



არსებობს მრავალი ცნობილი ისტორიული ფაქტი და ცნობილი მითი, რომლებიც რეალურად მცდარია და ადამიანებს ისინი შეცდომით აქვს შესწავლილი. შემეცნებითი ვებგვერდი Bright Sight ცხრა ცნობილი პატარა ისტორიული მითის სინამდვილეს აქვეყნებს, რომლებიც საზოგადოებაში არასწორადაა გაგებული.



კლეოპატრა იყო ეგვიპტელი - სინამდვილეში მას ბერძნული წარმომავლობა ჰქონდა.

 

 

ფერნანდო მაგელანი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც დედამიწას შემოუარა - სინამდვილეში ის შუა მოგზაურობაში დაიღუპა.

 


ისააკ ნიუტონს თავზე ვაშლი დაეცა და მიზიდულობის კანონი აღმოაჩინა - სინამდვილეში ვაშლი ხიდან მის გვერდით დაეცა, რაზე დაკვირვებაც ნიუტონს აღმოჩენაში დაეხმარა.

 

 

სალიერის შურდა მოცარტის - სინამდვილეში სალიერი სამეფო კარის დირიჟორი იყო და მოცარტზე ბევრად წარმატებული გახლდათ.

 

 

ნაპოლეონი ძალიან დაბალი იყო - რეალურად იმპერატორი 1.7 მ-ზე მაღალი იყო.

 

 

ვინსენტ ვან გოგმა ყური მოიჭრა - სინამდვილეში მხატვარმა მხოლოდ ყურის ბიბილო მოიჭრა.

 

 

ალბერტ აინშტაინი სკოლის პერიოდში კლასში ჩარჩა - სინამდვილეში ის ბრწყინავდა სამეცნიერო კლასში.

 

 

 

თომას ედისონმა ელექტრონათურა გამოიგონა - რეალურად ედისონმა გამოიგონა მეთოდი, როგორ ყოფილიყო ნათურა მუდმივად ანთებული.

 

უოლტ დისნეიმ პირველად მიკი მაუსი დახატა - სინამდვილეში მიკი მაუსი კომპანიის მთავარმა ანიმატორმა უბე ივერკსმა შექმნა.


 

წყარო: ick.ge

 

 

 

 

 

big_banner
არქივი