logo_geo
რაც უფრო ჭკვიანია ადამიანი, მით უფრო ნაკლები მეგობარი ჰყავს
- +

9 იანვარი. 2019. 21:07

 

 

ახალი კვლევის თანახმად, მაღალი IQ-ს (Intelligence Quotient) მქონე ხალხი არის ბედნიერი მაშინ, როცა ნაკლებად ერევა სოციალურ აქტივობებში. ისინი თავს კომფორტულად გრძნობენ პატარა სამეგობრო წრეში.

 

ლონდონის ეკონომიკის სკოლის ლექტორმა, ფსიქოლოგმა სატოში კანაზავამ და სინგაპურის მართვის უნივერსიტეტის ლექტორმა ნორმან ლიმ ჩაატარეს დამაინტრიგებელი და საინტერესო კვლევა. მათ აინტერესებდათ მეგობრობა რა გავლენას ახდენს ადამიანის ბედნიერებასა და ცხოვრების ხარისხზე.

 

ეს იყო საკმაოდ დიდი გამოკვლევა, რომელსაც დიდი დროც დასჭირდა. გამოიკითხა 18-დან 28 წლამდე ასაკის 15 000 სტუდენტი. კანაზავამ და ლიმ სტუდენტებში ორი გამოკვეთილი ტენდენცია შენიშნეს. სოფელში მცხოვრები ახალგაზრდები უფრო ბედნიერები აღმოჩნდნენ, ვიდრე ქალაქელები. მათ ასევე აღმოაჩინეს, რომ გაზრდილია სოფელში მცხოვრებთა სიცოცხლისუნარიანობა და ეს აქტიური სოციალური ურთიერთობების შედეგია.

 

ფსიქოლოგებმა ასევე დაასკვნეს, რომ სოფლებსა და პატარა დასახლებებში უფრო ღრმაა ,მაგრამ ნაკლებია ნათესაური ურთიერთობები, ვიდრე ნებისმიერ დიდ ქალაქში. იქ მცხოვრებნი უფრო კმაყოფილი არიან თავიანთი ყოფით, ვიდრე მათი თანატოლები. ვარაუდობენ, რომ ეს კმაყოფილების გრძნობა კიდევ გაიზრდება.

 

ამასთანავე, გამოკვლევის მიხედვით გამოიკვეთა სხვა უკიდურესობა: გაირკვა, რომ განათლებული ადამიანი ნაკლებად კმაყოფილია საკუთარი თავით მაშინ, როცა დიდი ხნით უწევს „ხალხში“ ყოფნა. ჭკვიან ადამიანს ნაკლებად სიამოვნებს სოციალურ ცხოვრებაში "ჩაფვლა" და მეგობრებთან დიდი დროის გატარება.

 

მკვლევრების აზრით, დასახლების სიმჭიდროვე გავლენას ახდენს ცხოვრებით კმაყოფილებაზე. რაც უფრო მაღალი IQ-ს მქონე იყვნენ კვლევის ობიექტები, მით ნაკლებად აკმაყოფილებდათ თავიანთი ცხოვრება, რომელშიც მეგობრებთან და ახლობლებთან ხშირი ურთიერთობის შესაძლებლობა იყო.

 

ერთ-ერთმა მკვლევარმა განაცხადა, რომ ადამიანს, რომელსაც უფრო მეტი უნარი და ინტელექტი აქვს ცდილობს, ნაკლები დრო დახარჯოს სოციალურ პრობლემებზე და ხალხთან ურთიერთობაზე. ის კონცენტრირებულია უფრო დიდ და მასშტაბურ გეგმებზე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი