logo_geo
მეცნიერებმა 1,5 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული გალაქტიკიდან ამოუცნობი რადიოსიგნალები დააფიქსირეს
- +

10 იანვარი. 2019. 12:10

რადიოსიგნალები შორეული კოსმოსიდან: დედამიწიდან 1,5 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული გალაქტიკიდან განმეორებადი რადიოსიგნალები დაფიქსირდა.

 

Independent-ის ცნობით, კანადის ობერსვატორიის ტელესკოპმა 13 ახალი სწრაფი რადიოსიგანლი დააფიქსირა, მათგან ერთი სიგნალი პერიოდულად მეორდება.

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის, ინგრიდ სთეირსის განმარტებით, ამ დრომდე სიგნალის მხოლოდ ერთი წყარო იყო ცნობილი, მეორე წყაროს აღმოჩენამ კი შესაძლოა კოსმოსის საიდუმლოებების ამოხსნას შეუწყოს ხელი.

 

კანადის ობსერვატორიაში კი აცხადებენ, რომ მეცნიერები ჯერჯერობით ვერ ხსნიან რა იწვევს შორეული გალაკქტიკიდან მომავალ ასეთ ძლიერ რადიოსიგნალებს.

 

არსებობს რამდენიმე თეორია, მათ შორის უცხოპლანეტელების. გარდა ამისა, სავარაუდო ვარიანტებში შედის ახალი ვარსკვლავების დაბადებაც, ნეიტრონული ვარსვკლავების ან შავი ხვრელების შეჯახებაც.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი