logo_geo
პინოქიო - რეალური ადამიანის ისტორია თუ გამოგონილი ზღაპარი?
- +

11 იანვარი. 2019. 17:11

 

 

ბავშვობაში ყველას წაგვიკითხავს კარლო კოლოდის ზღაპარი პინოქიოს შესახებ, მაგრამ იცით, რომ მწერალი რეალურ ადამიანზე წერდა.

ვინ იყო და რა გადახდა პინოქიოს რეალობაში?..

ტოსკანა, XI საუკუნის ბაზილიკა სან-მინიატო-ალ-მონტე მთაზე აღუმართავთ, აქედან ულამაზესი ხედი იშლება ქალაქზე. მის უკან კი ძველებური სასაფლაო მდებარეობს.

 

 

 

საიდუმლო ქვაზე

2001 წელს აქ ამერიკელი არქეოლოგები იტალიელ კოლეგებთან ერთად ფლორენციის მიდამოებში გათხრებს აწარმოებდნენ. გზად კოლოდის სასაფლაოზე შეიარეს, რათა პატივი მიეგოთ მწერლისთვის. მეზღაპრის საფლავის ქვაზე ნამდვილი გვარიც იყო მითითებული - ლორენცინი. მის საფლავის გვერდით  კი კიდევ ერთი საფლავი ნახეს: "პინოქიო სანჩესი, 1790-1834". როგორ გგონიათ, პინოქიო კოლოდის ფანტაზიის ნაყოფი იყო? მეცნიერები ამ საიდუმლოს გვერდს ვერ აუვლიდნენ. 

 

 

 

ხის ადამიანის პროტოტიპი

გადაწყდა, საფლავი უნდა გაეჭრათ და ნარჩენებს ეგსგუმაცია ჩატარებოდათ. პროცესს ავტორიტეტული ქირურგი-ექგსგუმაციოლოგი ჯეფრი ფიკშნი გაუძღვეობდა. აღმოჩნდა, რომ სანჩესი ნახევრად ხის ადამიანი იყო. პროთეზი ჰქონდა ცხვირისა და ფეხის ადგილას. ხის ერთ ნაწილზე კი მისი დამამზადებლის - კარლო ბესტულჯის ემბლემა აღმოჩნდა. არქეოლოგები ნანახით კმაყოფილები იყვნენ და კვლევა განაგრძეს. მოიძიეს ტაძრის ჩანაწერები, სადაც პინოქიოზე იყო მოთხრობილი

 

 

 

 

 

ლილიპუტი, ჯარისკაცის ბედი

სანჩესი 1790 წელს დაიბადა. ჩვეულებრივი ბავშვებივით იზრდებოდა და თამაშობდა, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ იგი ჯუჯა იყო, 130 სმ სიმაღლის. თუმცა, ის ჯარში მაინც გაიწვიეს. სადაც 15 წელი გაატარა. ერთხელ, მორიგი სამხედრო სამსახურის დროს სანჩესი კლდიდან გადავარდა, რის შედეგადაც ორივე ფეხი და ცხვირი დაემსხვრა. გადარჩა, მაგრამ ორივე ფეხი მოაჭრეს. დასახიჩრებული სანჩესი მედიკოს კარლო ბესტულჯის ხელში აღმოჩნდა, რომელმაც დახმარება შესთავაზა. პირველი იყო, ვისაც ხის პროთეზით ცხვირი და ფეხები აღუდგინა. სანჩესი 30 წლის ასაკში ისევ ადამიანად იქცა. ამჯერად - ხის. 

 

 

 

 

 

 


სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ სანჩესი ოჯახმა არ მიიღო. ერთი პერიოდი მასზე კეთილი ადამიანები ზრუნავდნენ, მაგრამ უამრავჯერ უხდებოდა მშიერი მუცლით ღია ცის ქვეშ დაძინება. 

 

 

 

 

 

მარიონეტი

უფასო საკვებისა და თავშესაფრის ძიებაში სანჩესი ბაზარში აღმოჩნდა. ერთ-ერთი ბალაგანის მეპატრონემ შეამჩნია და იფიქრა, რომ ჯუჯა, თანაც ინვალიდი, კარგ ფულს აშოვნინებდა. მფარველმა რამდენიმე ილეთი შეასწავლა, რასაც პინოქიო უშეცდომოდ ასრულებდა. სიცოცხლის ბოლომდე სხვადასხვა ბაზრობაზე გამოდიოდა და აღარასდროს მოშიებია. პატარა ადამიანი მოულოდნელად გარდაიცვალა, დაიმსხვრა, როცა რთულ ილეთს ასრულებდა. 

შეუმდგარი მღვდელი ანუ მეზღაპრე, რომელიც ბავშვებს ვერ იტანდა

 

 

 

ახლა კარლო ლორენცინის გავეცნოთ, რომელიც მოგვიანებით ხის ადამიანის ამბავს მთელ მსოფლიოს გააცნობს. ბიჭუნა დედის საგვარეულო სახლში, ქალაქ კოლოდიში იზრდებოდა. მისი მშობლები დღე და ღამე მუშაობდნენ მდიდარი იტალიელების სახლში, ათ ბავშვს გამოკვება ხომ სჭირდებოდა? სემინარიის დასრულების შემდეგ, კარლომ მღვდლობაზე უარი განაცხადა, ჯერ წიგნების მაღაზიაში მუშაობდა, შემდეგ ჟურნალისტობა დაიწყო. თეატრის კრიტიკოსი იყო და პოლიტიკური ფელეტონების წერასაც არ უშინდებოდა. კოლოდის ფსევდონიმით იტალიურ ენაზე შარლ პეროს ზღაპრები გადათარგმნა. თავად მწერალს კი ბავშვები, რბილად რომ ვთქვათ, არ უყვარდა. პინოქიოზე ამბის წერაც ფულის გამო დაიწყო. ზღაპარი იტალიაში პირველ "საბავშვო გაზეთში" სერიებად იბეჭდებოდა. ყოველი გაზეთის გამოსვლის შემდეგ კარლოს წერილების დასტა ხვდებოდა ბავშვებისგან, ხოლო, როცა მწერალმა მთავარი გმირი "მოკლა", ბავშვები ცრემლებით დასველებულ ქაღალდზე სწერდნენ, გაეგრძელებინა მოთხრობა და გაეცოცხლებინა პინოქიო. კოლოდიმ ნებისყოფა მოიკრიფა და ნაწარმოების ფინალი გადააკეთა, გადაწერა.


წიგნმა მსოფლიო პოპულარობა მოუტანა. იგი 260 ენაზე გადათარგმნეს. მოგვიანებით, კარლო "საბავშვო გაზეთის" რედაქტორად დანიშნეს. კარლო კოლოდი 1890 წლის 26 ოქტომბერს გარდაიცვლა. 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი