logo_geo
40 რჩევა საკუთარ თავზე ზრუნვისთვის, თუ სახის ნიღბებსა და მასაჟზე არ გიჟდებით
- +

11 იანვარი. 2019. 18:43

 

 

სახის ნიღბებზე და მასაჟზე არ გიჟდებით და განტვირთვისთვის სხვა, უფრო მარტივი გზების ძიებაში ხართ?! მაშინ, ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა.

 

პირველ რიგში გეტყვით, რომ თავის მოვლის უამრავი საშუალება არსებობს და ამას აქაფებულ აბაზანაში საათობით წოლისა, თუ ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალებების გარეშეც მარტივად შეძლებთ.

 

დღეს იმ 40 რჩევას გაგიზიარებთ, რომელიც საკუთარ თავზე ზრუნვას გაგიმარტივებთ. აი, ისინიც:

 

  1. თმა შეიჭერი.

 

  1. ან უბრალოდ წვერი შეილამაზე.

 

  1. დაურეკე დიდი ხნის უნახავ მეგობარს, მოინახულე.

 

  1. ააწყე ფაზლი ან სუდოკუ ამოხსენი.

 

  1. დაათვალიერე ძველი საოჯახო ალბომი.

 

  1. წადი მუზეუმში ან ზოოპარკში.

 

  1. საკუთარ თავს გემრიელი ცხელი სასმელებით გაუმასპინძლდი.

 

  1. გამოაცხვე ნამცხვარი, ან რაიმე გემრიელი სადილი მოამზადე.

 

  1. გარეთ გაისეირნე და სუფთა ჰაერი ჩაყლაპე.

 

  1. უყურე მზის ამოსვლას ან ჩასვლას.

 

  1. ხშირად შეხედე ცას, მთვარეს და ვარსკვლავებს.

 

  1. გამოიყენე შვებულების დღეები და კარგად დაისვენე.

 

  1. ფეხები თბილ წყალში ჩააწყე.

 

  1. მეტი დრო გაატარე ადამიანებთან, რომლებიც დადებითი ემოციებით გავსებენ.

 

  1. გაიხსენე ბავშვობის რომელიმე გატაცება - ხატვა, ხის დამუშავება, დაკვრა, თუ სიმღერა.

 

  1. მოიკითხე ძველი მეგობარი ან შეყვარებული და გაუმხილე, რომ შენთვის ძალიან ძვირფასია.

 

  1. ითამაშე გასართობი თამაშები.

 

  1. უყურე, თუ როგორ ლაღად დაფრინავენ ჩიტები.

 

  1. მოუსმინე ჩიტების ჭიკჭიკს, ან ბუნების სასიამოვნო ხმებს. ამას ხომ youtube-ის დახმარებითაც მარტივად შეძლებ.

 

  1. თუ ჯანმრთელობა გაწუხებს, ექიმთან წასვლა არ გადადო.

 

  1. მოუსმინე საკუთარ სხეულს და უარი არ თქვა ჭამასა და ძილზე.

 

  1. მოიწესრიგე ფრჩხილები.

 

  1. გადი გარეთ და ეზო დაალაგე.

 

  1. მანქანით გაისეირნე.

 

  1. დაანთე ცეცხლი და გათბი.

 

  1. გამოცვალე თეთრეული.

 

  1. ჩამოწერე სია და სამომავლო გეგმები დაისახე.

 

  1. დაუმეგობრდი ადამიანებს, რომლებთანაც საერთო ინტერესები გექნება.

 

  1. გაისეირნე ველოსიპედით.

 

  1. განტვირთვისთვის აანთე სურნელოვანი სანთლები.

 

  1. მოიწესრიგე კბილები.

 

  1. გაასუფთავე ჩანთა, საფულე, ან სამუშაო მაგიდა.

 

  1. დაალაგე ტანსაცმლის კარადა, სათავსოები, თუ ავტოფარეხი.

 

  1. დაალაგე სახლი.

 

  1. ინტერესის შემთხვევაში, წაიკითხე რელიგიური ტექსტები და დაესწარი რელიგიურ შეკრებებს.

 

  1. უყურე კომედიურ ფილმებს ან სერიალებს.

 

  1. უყურე საინტერესო დოკუმენტურ ფილმებს.

 

  1. ხელმეორედ მიუბრუნდი საყვარელ წიგნს.

 

  1. მოუსმინე საყვარელ მუსიკას.

 

  1. იყიდე საყვარელი წინდები, შარვალი, ან გადასაფარებელი
წყარო : wyaro
big_banner
არქივი