logo_geo
საქართველო უცხოელთა ფერებში
- +

11 იანვარი. 2019. 23:42

 

 

კიდევ ერთი გამორჩეული მხატვარი, ვინც საქართველოს ხედები გასაოცარი ოსტატობით გადმოსცა ტილოებში, ლევ ფელიქსის ძე ლაგორიოა (1827-1905). ფეოდოსიაში დაბადებული ნეაპოლელი ვიცე-კონსულის ვაჟი რუსეთის მოქალაქე გახდა და უზარმაზარი იმპერიის თვალწარმტაცი პეიზაჟების ხატვა დაიწყო. 1839-1840 წლებში ლევ ლაგორიო ივან აივაზოვსკის სახელოსნოში მოხვდა და მის ერთ-ერთ საუკეთესო შეგირდად იქცა. 1850 წელს ლაგორიომ სამხატვრო აკადემია დიდ ოქროს მედალზე დაამთავრა და პირველი ხარისხის მხატვრის წოდება მიიღო. ეს წარმატება მას უცხოეთში სახელმწიფოს დაფინანსებით გამგზავრების საშუალებას აძლევდა, თუმცა ჯერ ლაგორიო კავკასიური ხედების დასახატავად გამოგზავნეს. კავკასიამ მხატვარი სამუდამოდ დაატყვევა, მომავალში იგი აქაურობას არაერთხელ ესტუმრა.



ნა­ხა­ტი "ტიფ­ლი­სის ხე­დი" შეს­რუ­ლე­ბუ­ლია XIX სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხევ­რის რუ­სუ­ლი პე­ი­ზა­ჟის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სტი­ლით. ტი­ლო­ზე ქა­ლა­ქის მთე­ლი პა­ნო­რა­მაა გად­მო­ცე­მუ­ლი, თუმ­ცა ცენ­ტ­რა­ლუ­რი ად­გი­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ძეგლს, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში 

ნა­რი­ყა­ლას უკა­ვია. ნა­მუ­შე­ვა­რი ამ­ჟა­მად რუ­სე­თის ხან­ტი-მან­სის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი ოკ­რუ­გის ფონდ "თა­ო­ბის" სამ­ხატ­ვ­რო გა­ლე­რე­ა­ში ინა­ხე­ბა. 1871 წელს ზე­თის სა­ღე­ბა­ვე­ბით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­ხა­ტი გა­ლე­რე­ამ 1997 წელს შე­ი­ძი­ნა. 

 

იმა­ვე მა­ნე­რით არის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ლა­გო­რი­ოს მე­ო­რე ნა­მუ­შე­ვა­რი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად რი­ბინ­ს­კის სა­ხელ­მ­წი­ფო ის­ტო­რი­ულ-არ­ქი­ტექ­ტუ­რულ და სამ­ხატ­ვ­რო მუ­ზე­უმ­შია და­ცუ­ლი. 1889 წელს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­ხა­ტის სა­ხელ­წო­დე­ბაა "კავ­კა­სი­უ­რი ხე­დი", თუმ­ცა და­ნამ­დ­ვი­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ლა­გო­რი­ოს ფუნჯს აქ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთი­ა­ნე­თის ერთ-ერ­თი ეკ­ლე­სია აქვს გად­მო­ცე­მუ­ლი. არ არის გა­მო­რიცხუ­ლი, რომ ეს გერ­გე­ტის სა­მე­ბის მხატ­ვ­რი­სე­უ­ლი ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცია იყოს.

 

სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის ორენ­ბურ­გის სა­ოლ­ქო მუ­ზე­უმ­შია და­ცუ­ლი ლევ ლა­გო­რი­ოს ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი ნა­ხა­ტი "ბა­თუ­მი". 1881 წელს შექ­მ­ნი­ლი ეს ტი­ლო სა­მარ­თ­ლი­ა­ნა­დაა შე­ტა­ნი­ლი რუ­სუ­ლი მხატ­ვ­რო­ბის შე­დევ­რ­თა ნუს­ხა­ში. ნა­ხატ­ზე ბა­თუ­მის ყუ­რეა ასა­ხუ­ლი, სა­დაც დი­დი იალ­ქ­ნი­ა­ნი გე­მე­ბი დგას. კარ­გად მო­ჩანს ხში­რი ტყით და­ფა­რუ­ლი მა­ხინ­ჯა­უ­რის მთე­ბიც, მათ ქვეშ კი ზღვის­პი­რა ზოლ­ზე პა­ტა­რა პრო­ვინ­ცი­უ­ლი ქა­ლა­ქია გა­შე­ნე­ბუ­ლი. ოს­მა­ლურ-ბერ­ძ­ნუ­ლი ტი­პის სახ­ლე­ბის უკან მე­ჩე­თე­ბის მი­ნა­რე­თე­ბი ამოწ­ვე­რი­ლა. ნა­ხა­ტი ნათ­ლად აჩ­ვე­ნებს, რომ XIX სა­უ­კუ­ნის და­სას­რულს ბა­თუ­მის ყუ­რე ნა­ოს­ნო­ბის თვალ­საზ­რი­სით უკ­ვე ათ­ვი­სე­ბუ­ლია რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო თუ სა­ვაჭ­რო გე­მე­ბით.

 

100-დან 120 ათას გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გად შე­ა­ფა­სეს ერთ-ერ­თ სა­ერ­თა­შო­რი­სო აუქ­ცი­ონ­ზე ლევ ლა­გო­რი­ოს 1873 წელს შექ­მ­ნი­ლი ნა­ხა­ტი "ი­ალ­ბუ­ზის ხე­დი". მცი­რე ზო­მის ტი­ლო­ზე ჩვე­ნე­ბუ­რი პე­ი­ზა­ჟია გად­მო­ცე­მუ­ლი, მდი­ნა­რე­ში შე­სუ­ლი ქარ­თუ­ლი ურე­მი ამაღ­ლე­ბულ გო­რაკს უახ­ლოვ­დე­ბა, თეთ­რი ჰო­რი­ზონ­ტის შუ­ა­ში კი იალ­ბუ­ზი ამა­ყად ამოწ­ვ­დი­ლა.

 

 

სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთი­ა­ნეთს უნ­და ასა­ხავ­დეს ლევ ლა­გო­რი­ოს ორი ცნო­ბი­ლი ტი­ლო: "კავ­კა­სი­ის მთებ­ში" (1879) და "ხე­ო­ბა კავ­კა­სი­ა­ში" (1893). პირ­ვე­ლი ტი­ლო ხარ­კო­ვის ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­შია, მე­ო­რე კი მოს­კოვ­ში, ტრე­ტი­ა­კო­ვის გა­ლე­რე­ა­ში.

არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ოს­ტა­ტო­ბი­თაა გად­მო­ცე­მუ­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის მთი­ა­ნე­თის სი­ლა­მა­ზე ნა­ხატ­ში "სა­ქარ­თ­ვე­ლოს სამ­ხედ­რო გზა". პე­ი­ზაჟ­ზე, რო­მე­ლიც ერთ-ერთ კერ­ძო კო­ლექ­ცი­ა­შია და­ცუ­ლი, ცენ­ტ­რა­ლუ­რი ად­გი­ლი ამა­ყად აღ­მარ­თულ ყაზ­ბე­გის მთას უკა­ვია, მარ­ცხ­ნივ კი გერ­გე­ტის სა­მე­ბის მიმ­ზიდ­ვე­ლი სი­ლუ­ე­ტი მო­ჩანს. ავ­ტო­რი­სე­უ­ლი მი­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით ირ­კ­ვე­ვა, რომ ტი­ლო ლა­გო­რი­ოს 1869 წელს შე­უქ­მ­ნია.


1877-1878 წლებ­ში რუ­სეთ-თურ­ქე­თის ომ­ში ლევ ლა­გო­რიო სხვა მხატ­ვ­რე­ბის მსგავ­სად კო­რეს­პონ­დენ­ტის რან­გ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, _ თა­ვი­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი ტი­ლო­ებ­ზე გა­დაჰ­ქონ­და. მხატ­ვ­რის ამ პე­რი­ო­დის ნა­მუ­შე­ვარ­თა­გან ცნო­ბი­ლია ბა­ტა­ლუ­რი სცე­ნა "1877 წლის 8 ივ­ნისს ბა­ი­ა­ზე­თის ცი­ხის შტურ­მის მო­გე­რი­ე­ბა". 

ლევ ლა­გო­რი­ომ ამ ომის სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დი ასა­ხა: 1877 წლის 4 აგ­ვის­ტოს შა­ვი ზღვის ფლო­ტი­სა და პორ­ტე­ბის მე­თა­ურ­მა, შა­ვი ზღვის სა­ნა­პი­რო ზო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა, პოლ­კოვ­ნიკ­მა ივან შელ­კოვ­ნი­კოვ­მა სე­ვას­ტო­პოლს აც­ნო­ბა, რომ სამ­ხედ­რო რაზ­მ­თან ერ­თად აფხა­ზე­თის­კენ მი­ე­მარ­თე­ბო­და, თუმ­ცა ვერ ახერ­ხებ­და გაგ­რის გა­და­სას­ვ­ლე­ლის გა­და­ლახ­ვას, რად­გან აქ მუდ­მი­ვად ოს­მა­ლუ­რი ჯავ­შ­ნო­სა­ნი პატ­რუ­ლი­რებ­და და ვიწ­რო გზა ზედ სა­ნა­პი­როს­თან სა­ი­მე­დოდ იყო და­ცუ­ლი. შელ­კოვ­ნი­კოვ­მა თურ­ქებ­ზე ნაღ­მ­ტყორ­ც­ნე­ბით შე­ტე­ვა ითხო­ვა.

 

ამ თხოვ­ნის პა­სუ­ხად, რუ­სულ­მა გე­ნე­რა­ლი­ტეტ­მა 120-ზარ­ბა­ზი­ა­ნი სა­ხა­ზო გემ "ვე­ლი­კი კნი­აზ კონ­ს­ტან­ტი­ნის" მე­თა­ურს, ლე­ი­ტე­ნატ სტე­პან მა­კა­როვს და­ა­ვა­ლა, სას­წ­რა­ფოდ და­ე­ტო­ვე­ბი­ნა დის­ლო­კა­ცი­ის ად­გი­ლი და ყვე­ლა­ფე­რი გა­ე­კე­თე­ბი­ნა პოლ­კოვ­ნიკ შელ­კოვ­ნი­კო­ვის რაზ­მის და­სახ­მა­რებ­ლად. იმა­ვე დღეს გემ­მა "ვ.კ. კონ­ს­ტან­ტინ­მა" სე­ვას­ტო­პო­ლი და­ტო­ვა და კურ­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლის­კენ აიღო. 6 აგ­ვის­ტოს გე­მი ად­ლერ­ში იყო, რო­ცა ლე­ი­ტე­ნან­ტ­მა მა­კა­როვ­მა შე­იტყო, რომ გაგ­რას­თან მდგომ ოს­მა­ლურ ჯავ­შ­ნო­სანს პატ­რუ­ლი­რე­ბის ად­გი­ლი დი­ლით მი­ე­ტო­ვე­ბი­ნა. ლე­ი­ტე­ნან­ტ­მა მი­იჩ­ნია, რომ ოს­მა­ლუ­რი გე­მის მოქ­მე­დე­ბა თვა­ლის ასაქ­ცე­ვი, ყუ­რადღე­ბის მო­სა­დუ­ნე­ბე­ლი მა­ნევ­რი იყო, რა­თა პოლ­კოვ­ნიკ შელ­კოვ­ნი­კო­ვის რაზმს მო­უ­ლოდ­ნე­ლად დას­ხ­მო­და თავს. ამი­ტომ გემ "ვ.კ. კონ­ს­ტან­ტი­ნეს" მე­თა­ურ­მა გა­დაწყ­ვი­ტა, და­ღა­მე­ბას და­ლო­დე­ბო­და და მე­რე ნაღ­მ­ტყორ­ც­ნი კა­ტარ­ღე­ბით ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბა და­ეზ­ვე­რა.


ღა­მის ოთხ სა­ათ­ზე მზვე­რა­ვე­ბი გემს და­უბ­რუნ­დ­ნენ, მათ მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნეს... თუმ­ცა მო­უ­ლოდ­ნე­ლად, რო­ცა გემ­ბან­ზე კა­ტარ­ღე­ბი აიტა­ნეს, ოს­მა­ლუ­რი ჯავ­შ­ნო­სა­ნიც გა­მოჩ­ნ­და. თურ­ქებ­მა ძრა­ვე­ბი ბო­ლო სიჩ­ქა­რით აამუ­შა­ვეს და რუ­სულ გემს და­ე­დევ­ნენ. დევ­ნა ორ სა­ათს გაგ­რ­ძელ­და. "ვ.კ. კონ­ს­ტან­ტი­ნე" აშ­კა­რა და­ღუპ­ვის­გან უცა­ბე­დად მო­სულ­მა წვი­მამ და ნის­ლ­მა იხ­ს­ნა. მან თა­ვი სო­ჭის რუ­სულ ბა­ზას შე­ა­ფა­რა. 

8 აგ­ვის­ტოს რუ­სულ­მა ხო­მალ­დ­მა მტრის ძი­ე­ბა გა­ნა­ახ­ლა. რუ­სებს ნაღ­მ­ტყორ­ც­ნი კა­ტარ­ღე­ბით თურ­ქუ­ლი გე­მის ჩა­ძირ­ვა სურ­დათ, თუმ­ცა ოს­მა­ლე­ბი გაგ­რის სა­ნა­პი­რო­ზე უკ­ვე აღარ იდ­გ­ნენ...

 

 

მომ­დევ­ნო დღეს სე­ვას­ტო­პო­ლის გე­ნე­რა­ლი­ტეტ­მა პოლ­კოვ­ნიკ შელ­კოვ­ნი­კო­ვის­გან ტე­ლეგ­რა­მა მი­ი­ღო: "კონ­ს­ტან­ტი­ნი" ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კულ მო­მენ­ტ­ში გა­მოჩ­ნ­და, მის­მა მა­ნევ­რ­მა მტე­რი აგ­ვა­რი­და. რო­ცა ჩვე­ნე­ბი გა­მოჩ­ნ­დ­ნენ, თურ­ქულ­მა ჯავ­შ­ნო­სან­მა სა­ნა­პი­რო­ზე კა­ნო­ნა­და და პატ­რუ­ლი­რე­ბა შეწყ­ვი­ტა და გემ "კონ­ს­ტან­ტინს" და­ე­დევ­ნა. მა­კა­როვ­მა სწრა­ფად შე­ა­ფა­სა სი­ტუ­ა­ცია და სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვა. მი­სი დახ­მა­რე­ბა ფას­და­უ­დე­ბე­ლია, ამი­ტო­მაც გუ­ლი­თად მად­ლო­ბას ვუთ­ვ­ლი გემ "კონ­ს­ტან­ტი­ნის" მა­მაც მე­თა­ურს! მის­მა ქმე­დე­ბამ გა­დამ­წყ­ვე­ტი რო­ლი შე­ას­რუ­ლა ჩე­მი რაზ­მის მი­ერ გაგ­რის მი­უდ­გო­მე­ლი მაღ­ლო­ბე­ბი­სა და გა­და­სას­ვ­ლე­ლე­ბის გმი­რულ ფორ­სი­რე­ბა­ში".

 

ლევ ლა­გო­რი­ომ ეს მო­მენ­ტი ტი­ლო­ზე ბრწყინ­ვა­ლედ ასა­ხა, აქ კარ­გად ჩანს გაგ­რის სა­ნა­პი­რო­ზე მი­მა­ვა­ლი შელ­კოვ­ნი­კო­ვის რაზ­მი და გემ "ვ.კ. კონ­ს­ტან­ტინს" და­დევ­ნე­ბუ­ლი ოს­მა­ლუ­რი ხო­მალ­დი. ლევ ლა­გო­რი­ოს შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე სა­უ­ბარს იმ ცნო­ბი­ლი ტი­ლო­თი და­ვამ­თავ­რებთ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­შია და­ცუ­ლი. დე­და­ქა­ლა­ქის ხე­დი ფუნ­ჯის ოს­ტატ­მა ბრწყინ­ვა­ლედ ასა­ხა. აქ ყვე­ლა­ფერს და­ი­ნა­ხავ: მწვა­ნე­ში ჩაფ­ლულ ნა­რი­ყა­ლა­საც, კლდე­ზე წა­მო­მარ­თულ მე­ტე­ხის ტა­ძარ­საც და მტკვარ­ზე მო­ცუ­რა­ვე ტივ­საც, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე უკე­თე­სად ლა­გო­რი­ომ ნა­ხატ­ში ნამ­დ­ვი­ლი თბი­ლი­სუ­რი ხიბ­ლი გად­მოს­ცა.

რუ­სეთ-ოს­მა­ლე­თის ომის კი­დევ ერ­თი მო­მენ­ტია გად­მო­ცე­მუ­ლი ცნო­ბი­ლი პო­ლო­ნე­ლი მხატ­ვ­რის, იანუ­ა­რი სუ­ხო­დოლ­ს­კის (1797-1875) ტი­ლო­ზე.

 

იგი 1810 წლი­დან პო­ლო­ნურ ჯარ­ში მსა­ხუ­რობ­და. თვით­ნას­წავ­ლი მხატ­ვა­რი ფრან­გი ფერ­მ­წე­რის, ორას ვერ­ნეს ნა­ხა­ტე­ბის კო­პი­რე­ბით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი და ში­გა­და­შიგ სა­კუ­თარ ნა­მუ­შევ­რებ­საც ქმნი­და. მი­სი ერთ-ერ­თი ტი­ლო "მე­ფე ვლა­დის­ლა­ვის სიკ­ვ­დი­ლი ვარ­ნას­თან" იმ­პე­რა­ტორ ნი­კო­ლოზ I-ს ისე მო­ე­წო­ნა, რომ სუ­ხო­დოლ­ს­კის სა­კუ­თა­რი სა­თუ­თუ­ნე აჩუ­ქა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამ რე­ლიკ­ვი­ას მხატ­ვა­რი იმ აჯან­ყე­ბას შეს­წი­რავს, რო­მელ­შიც თა­ვა­დაც, რო­გორც კა­დე­ტი, აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და. 1830-1831 წლებ­ში პო­ლო­ნეთ­ში რუ­სუ­ლი ცა­რიზ­მის წი­ნა­აღ­მ­დეგ აჯან­ყე­ბამ იფეთ­ქა და იგი მა­ლე რუ­სეთ-პო­ლო­ნე­თის ომ­ში გა­და­ი­ზარ­და. რუ­სე­ბის მი­ერ აჯან­ყე­ბის ჩახ­შო­ბის შემ­დეგ, 1832 წელს მხატ­ვა­რი რომ­ში გა­ე­შუ­რა და ორას ვერ­ნეს­თან ერთ წე­ლი­წადს სწავ­ლობ­და. 1837 წელს სუ­ხო­დოლ­ს­კი ვარ­შა­ვა­ში დაბ­რუნ­და, მი­სი ნა­ხა­ტე­ბით მო­ხიბ­ლულ­მა ნი­კო­ლოზ I-მა მხატ­ვარს ბე­ჭე­დი აჩუ­ქა და ხე­ლოვ­ნე­ბის სა­იმ­პე­რა­ტო­რო აკა­დე­მი­ა­ში მი­ი­ღო. მას შეს­თა­ვა­ზეს, შე­ექ­მ­ნა ტი­ლო პო­ლო­ნე­თის აჯან­ყე­ბის ჩახ­შო­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, თუმ­ცა მხატ­ვარ­მა სას­ტი­კი უარი გა­ნაცხა­და.

 

ნა­ხა­ტის­თ­ვის "ა­ხალ­ცი­ხის ცი­ხე­სი­მაგ­რის შტურ­მი 1828 წლის 15 აგ­ვის­ტოს" იმ­პე­რა­ტორ­მა პო­ლო­ნელ მხატ­ვარს ბა­ტა­ლუ­რი ფერ­წე­რის აკა­დე­მი­კო­სის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭა. ტი­ლო­ზე გად­მო­ცე­მუ­ლია სამ­ხედ­რო ეპო­პეა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს სამ­ხ­რეთ რე­გი­ონ­ში გან­ვი­თარ­და. 1828 წლის 14 ივ­ნისს რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის არ­მი­ამ საბ­რ­ძო­ლო მოქ­მე­დე­ბა და­იწყო ყარ­სის ცი­ხე­სი­მაგ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ქა­ლა­ქი მა­ლე და­ე­ცა, მას მოჰ­ყ­ვა ახალ­ქა­ლა­ქის აღე­ბაც და აგ­ვის­ტო­ში გე­ნე­რალ­მა პას­კე­ვიჩ­მა უკ­ვე ახალ­ცი­ხეს შე­უ­ტია. ახალ­ცი­ხის ოს­მა­ლუ­რი გარ­ნი­ზო­ნი იმ­დე­ნად და­ი­მე­დე­ბუ­ლი იყო თავ­დაც­ვით, რომ უარს აცხა­დებ­და ანა­ტო­ლი­ის არ­მი­ის მთა­ვარ­სარ­დ­ლის მო­ად­გი­ლის, ბრძო­ლებ­ში სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი კი­ოს მაჰ­მედ ფა­შის დახ­მა­რე­ბა­ზე. გარ­ნი­ზო­ნის უფ­რო­სი კი­ოს ფა­შას წერ­და: "ჩვენს კედ­ლებ­ში 10 000-ზე მე­ტი მა­მა­ცი მე­ო­მა­რია; ჩვენ არ გვჭირ­დე­ბა თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა, თვით გა­ვუმ­კ­ლავ­დე­ბით რუ­სებს". მაგ­რამ გარ­ნი­ზო­ნი დახ­მა­რე­ბის შემ­დე­გაც ვერ გა­და­ურ­ჩა მარცხს. 5 აგ­ვის­ტოს ახალ­ცი­ხეს­თან ოს­მა­ლე­თის ძი­რი­თა­დი ძა­ლე­ბი მი­ვი­და კი­ოს ფა­შას მე­თა­უ­რო­ბით. ივან პას­კე­ვიჩ­მა გა­დაწყ­ვი­ტა მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნა ველ­ზე, ვიდ­რე იგი ცი­ხე­სი­მაგ­რე­ში შე­ვი­დო­და. სას­ტი­კი ბრძო­ლა რვა სა­ათს გაგ­რ­ძელ­და. პო­ზი­ცი­ე­ბი ხე­ლი­დან ხელ­ში გა­და­დი­ო­და. რო­დე­საც კი­ოს ფა­შა და­იჭ­რა, ოს­მა­ლებ­მა ვერ გა­უძ­ლეს რუ­სულ-ქარ­თუ­ლი შე­ნა­ერ­თე­ბის იერი­შებს და ბრძო­ლა პას­კე­ვი­ჩის გა­მარ­ჯ­ვე­ბით დას­რულ­და. ოს­მა­ლე­ბის 10 ქვე­მე­ხი, 10 დრო­შა, 4 ბა­ნა­კი მთე­ლი თა­ვი­სი აღა­ლით გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლებს დარ­ჩა. ახალ­ცი­ხე ალ­ყა­შე­მორ­ტყ­მუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და. 15 აგ­ვის­ტოს ძლი­ე­რი ბრძო­ლე­ბის შემ­დეგ, კი­ოს ფა­შა და ცი­ხის უფ­რო­სი ფერ­ხად ბეგ ხიმ­ში­აშ­ვი­ლი, სე­ლიმ ფა­შას შვი­ლი, გარ­ნი­ზო­ნით ჩა­ბარ­და რუ­სებს. ქა­ლა­ქის მთე­ლი სიმ­დიდ­რე პას­კე­ვი­ჩის არ­მი­ას დარ­ჩა. მათ შო­რის იყო მუს­ლი­მუ­რი სამ­ყა­როს ერთ-ერ­თი უდი­დე­სი ბიბ­ლი­ო­თე­კაც.

 

 

 

სუ­ხო­დოლ­ს­კის გარ­და, ახალ­ცი­ხის შტურ­მი უც­ნობ­მა გერ­მა­ნელ­მა მხატ­ვარ­მაც და­ხა­ტა და იგი XIX სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში ნი­ურ­ნ­ბერ­გ­ში გრა­ვი­უ­რის სა­ხით და­ი­ბეჭ­და. 2014 წელს ის აუქ­ცი­ონ­ზე გა­ი­ყი­და, სა­ყუ­რადღე­ბოა გრა­ვი­უ­რის საკ­მა­ოდ ვრცე­ლი მი­ნა­წე­რი: "თურ­ქე­თის ჯა­რე­ბის მთა­ვარ­სარ­და­ლი აზი­ა­ში, კი­ოს მუ­ჰა­მედ ფა­შა მთელ თა­ვის ჯარ­თან ერ­თად და­იძ­რა ძა­ლი­ან კარ­გად გა­მაგ­რე­ბულ ცი­ხე­სი­მაგ­რის­კენ ახალ­ცი­ხე­ში, შე­უ­ერ­თ­და ალ­ყა­შე­მორ­ტყ­მუ­ლებს და მათ­თან ერ­თად შე­უ­ტია რუ­სებს. მა­მაც­მა გე­ნე­რალ­მა პას­კე­ვიჩ-ერე­ვან­ს­კიმ მი­ი­ღო გა­მოწ­ვე­ვა და ისე ოს­ტა­ტუ­რად მა­ნევ­რი­რებ­და სულ უფ­რო გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი მტრის წი­ნა­აღ­მ­დეგ, რომ მათ ერ­თ­დ­რო­უ­ლად სამ ად­გი­ლას უხ­დე­ბო­დათ ბრძო­ლა. იმავ­დ­რო­უ­ლად, თურ­ქებ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად მო­ახ­დი­ნეს ძლი­ე­რი ძა­ლის კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბა მათ ბა­ნაკ­ში და და­ე­მუქ­რ­ნენ რუ­სებს ფრონ­ტის ხა­ზის გარ­ღ­ვე­ვით. ამ გა­დამ­წყ­ვეტ მო­მენ­ტ­ში ბრძო­ლა­ში ჩა­ერ­თო ერევ­ნის სა­მი პოლ­კი, რომ­ლებ­მაც არ­ტი­ლე­რის­ტე­ბი­სა და შუ­ბოს­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რით შე­უ­ტი­ეს აზი­ე­ლებს, გა­მოს­ტა­ცეს დრო­შა, და­ა­ხე­ვი­ნეს მთელ ჯარს მტრის ბა­ნა­კის­კენ, სა­დაც ხელთ ჩა­იგ­დეს უამ­რა­ვი ნა­დავ­ლი და იარა­ღი. თურ­ქე­ბის და­ნა­კარ­გი წარ­მო­უდ­გენ­ლად დი­დი იყო. მათ, ვინც შუ­ბოს­ნებს გა­და­ურ­ჩ­ნენ, გაქ­ცე­ვით უშ­ვე­ლეს თავს".

გი­ორ­გი კა­ლან­დია
სა­ქარ­თ­ვე­ლოს თე­ატ­რის, მუ­სი­კის, 

კი­ნო­სა და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის სა­ხელ­მ­წი­ფო მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი

ჟურნალი "ისტორიანი",#42

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი