logo_geo
ავტომობილის ძრავი ზამთარში არ უნდა „გავახუროთ” – ამერიკელი ინჟინრის რეკომენდაცია
- +

12 იანვარი. 2019. 03:55

 

 

ავტოინჟინრები, წლების განმავლობაში წარმოებული დაკვირვების შედეგად გვირჩევენ, დაძვრამდე ავტომობილის ძრავი არ „გავახუროთ”, განსაკუთრებით კი ზამთარში. 

 

მძღოლების უმეტესობა ამას სტანდარტულად აკეთებს. დილით ქოქავენ ავტომობილს და ელოდებიან ძრავი როდის გახურდება. სავარაუდოდ, ფიქრობენ, რომ ასე ძრავს იცავენ დაზიანებისაგან. აღმოჩნდა, რომ ეს მითია, რომელსაც სიკეთის ნაცვლად უდიდესი ზიანი მოაქვს.

 

Bussines Insider -ი ყოფილ მრბოლელთან, საინჟინრო დარგში დოქტორის წოდების მქონე სტივენ კიატთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც ძრავის გახურების მნიშვნელობაზე საუბრობს.  როგორც ირკვევა სტივენი 26 წელია ატმოსფერულ ძრავებს იკვლევს და ამჟამად ილინოისის შტატში მდებარე აგრონომიის ნაციონალურ ლაბორატორიას კურირებს.

 

მისი დასკვნით, როდესაც ძრავი გახურების რეჟიმში, სიჩქარეზე დაკიდების გარეშე ანუ თავისუფალ რეჟიმში მუშაობს, თანაც სიცივეში, იმაზე მეტ საწვავს მოიხმარს, ვიდრე მას სინამდვილეში ესაჭიროება, რაც საბოლოოდ ძრავს სერიოზულად აზიანებს. იმ დროს, რაც  ძრავი მუშაობს, ხოლო ავტომობილი ადგილიდან არ იძვრის, ძრავში მდებარე ზეთი ვერ ასწრებს სწრაფად მიეწოდოს დგუშსა და ცილინდრებს. ანუ ფაქტობრივად, ძრავი ზეთის გარეშე მუშაობს, რაც დაუშვებლად დიდ დატვირთვასა და შემდგომში ადვილად ცვეთას იწვევს.

 

როგორ მუშაობს ძრავი: ნორმალურ პირობებში ავტომობილი ჰაერისა და საწვავის ურთიერთქმედებით იღებს ენერგიას. ავზიდან საწვავი პირდაპირ ცილინდრში შედის, რომელიც მას პრესავს, ჰაერის ზემოქმედებით კი ხდება მიკროაფეთქება და ავტომობილს სამოძრაო ენერგია მიეწოდება.

 

სიცივისას, საწვავს ცილინდრამდე მიღწევა უჭირს, შესაბამისად ძრავი მეტ ძალას ხარჯავს მის მოსაპოვებლად, ანუ მაღალ ბრუნზე მუშაობს. სწორედ აქედან იწყება პრობლემები…

 

„პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც წვის კამერაში, დაშვებულზე მეტი რაოდენობის საწვავი ხვდება, გამოუყენებელი საწვავი ცილინდრის კედლებზე ილექება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბენზინი კარგი საწმენდი საშუალებაა და ცილინდრებზე არსებულ ზეთის ნარჩენებს წმენდს, საბოლოოდ ცილინდრებისა და დგუშების სწორად შეზეთვას უშლის ხელს, ეს კი დამეთანხმებით, რომ იწვევს მათ ადვილად ცვეთას, განსაკუთრებით კი ზამთრის პირობებში”, –  ამბობს სტივენ კაიტი.

 

მთავარი პრობლემა ისაა, რომ ცივ ამინდში ზეთი უფრო სქელდება, ვიდრე ჩვეულებრივ პირობებში, შესაბამისად ძრავის ფაქტობრივად გაორმაგებული მუშაობის პირობებში, ვერ ასწრებს ძრავის შიგნით მდებარე რკინისგან დამზადებული დეტალების შეზეთვას, რაც საბოლოოდ მათ აზიანებს.

 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არც ერთი თანამედროვე ავტომწარმოებელი ძრავის „გახურების” რეკომენდაციას არ იძლევა. ამასთანავე, თუ თქვენს ავტომობილს მექანიკური გადაცემათა კოლოფი აქვს, დაუშვებელია უძრავ მდგომარეობაში მისი დაქოქვა. ავტომობილის დაქოქვიდან ზუსტად 10 წამში ჩვეულ რეჟიმში შეგიძლიათ გადაადგილდეთ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი