logo_geo
მაგნიუმის როლი სტრესის მართვაში - ნევროლოგის რჩევები
- +

14 იანვარი. 2019. 02:15

 

 

სტრე­სი ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის თან­მდე­ვია და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, სა­სარ­გებ­ლოც, რად­გან ის ადა­მი­ა­ნის მო­ბი­ლი­ზე­ბას და ცვა­ლე­ბად გა­რე­მოს­თან შე­გუ­ე­ბას უწყობს ხელს. მაგ­რამ თუ სტრე­სი ძლი­ე­რია და დიდ­ხანს გრძელ­დე­ბა, ადა­მი­ა­ნი ვერ ახერ­ხებს ადაპ­ტა­ცი­ას, რა­საც ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ და ფსი­ქი­კურ პრობ­ლე­მე­ბამ­დე მივ­ყა­ვართ. რო­გორც ჰანს სე­ლიე იტყო­და, „სტრე­სი ცხოვ­რე­ბაა და მის­გან სრუ­ლი­ად და­ზღვე­უ­ლი მხო­ლოდ ის არის, ვინც არა­ფერს აკე­თებს”.

 

სტრეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე სა­სა­უბ­როდ კლი­ნი­კუ­რი მე­დი­ცი­ნის სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის ექიმ-ნევ­რო­ლოგს, მე­დი­ცი­ნის აკა­დე­მი­ურ დოქ­ტორს სოსო ბურ­დუ­ლა­ძეს მივ­მარ­თეთ:

 

რო­გო­რია სტრე­სის სიმპტო­მე­ბი?

სტრე­სი სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად მჟღავ­ნდე­ბა: მეხ­სი­ე­რე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბით, ყუ­რა­დღე­ბი­სა და კონ­ცენ­ტრა­ცი­ის უნა­რის დაქ­ვე­ი­თე­ბით, გან­სჯის უნა­რის შე­სუს­ტე­ბით. ზოგი ამ დროს ყვე­ლა­ფერს ნე­გა­ტი­უ­რი კუ­თხით ხე­დავს, გა­მუდ­მე­ბით წუხს, ყო­ვე­ლი წვრილ­მა­ნი აღი­ზი­ა­ნებს, ზოგი მარ­ტო­ო­ბის­კენ მი­ილ­ტვის ან მარ­ტო­სუ­ლო­ბის გან­ცდა ეუფ­ლე­ბა. თავს იჩენს ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლე­ბი, უმა­დო­ბა, უძი­ლო­ბა ან პი­რი­ქით - ძი­ლი­ა­ნო­ბა, ოფ­ლი­ა­ნო­ბის მო­მა­ტე­ბა ან მკვეთ­რი შემ­ცი­რე­ბა, ფა­ღა­რა­თი, ალ­კოჰო­ლი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბა, ნევ­რო­ზუ­ლი ჩვე­ვე­ბი და სხვა.

 

რა შე­იძ­ლე­ბა იყოს სტრე­სის გა­მომ­წვე­ვი ფაქ­ტო­რე­ბი?

სტრე­სის გა­მომ­წვე­ვი ფაქ­ტო­რი ხში­რად ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს. მა­გა­ლი­თად, ხმა­უ­რი­ა­ნი, ხალ­ხმრა­ვა­ლი ბარი, რეს­ტო­რა­ნი პა­ტა­რა ბავ­შვის­თვის შე­საძ­ლოა სტრე­სის მი­ზე­ზად იქ­ცეს, რო­დე­საც ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის ეს ჩვე­უ­ლი, ხში­რად სა­სურ­ვე­ლი გა­რე­მოა. ზოგს სტრე­სულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აგ­დებს სა­ცობ­ში მოხ­ვედ­რა, სამ­სა­ხურ­ში დაგ­ვი­ა­ნე­ბა, გა­მოც­და­ზე მო­უმ­ზა­დებ­ლად მის­ვლა, სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­დუ­რის ჩა­ტა­რე­ბა, აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე სი­ტყვით გა­მოს­ვლა…

 

რო­გო­რია გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი სტრე­სის შე­დე­გე­ბი?

თუ სტრე­სუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბის მოქ­მე­დე­ბა გა­ხან­გრძლივ­და, ხში­რად მწვავ­დე­ბა უკვე არ­სე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი და ვი­თარ­დე­ბა ახა­ლი. გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი და გო­ნებ­რი­ვი დატ­ვირ­თვა, არა­საკ­მა­რი­სი ძილი, ავად­მყო­ფო­ბა, ალ­კოჰო­ლი­სა და თამ­ბა­ქოს ჭარ­ბი მოხ­მა­რე­ბა, აქ­ვე­ი­თებს ორ­გა­ნიზ­მის გამ­ძლე­ო­ბას სტრე­სი­სად­მი. და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ სტრე­სი შემ­თხვე­ვა­თა 80%-ში იწ­ვევს გულ-სის­ხლძარ­ღვთა, ნერ­ვულ, კუჭ-ნაწ­ლა­ვის, შარდ-სა­ს­ქე­სო, ენ­დოკ­რი­ნუ­ლი და სხვა ორ­გა­ნო­თა სის­ტე­მე­ბის და­ა­ვა­დე­ბას. სტრე­სუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბის ხან­გრძლი­ვი ზე­მოქ­მე­დე­ბა იწ­ვევს არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის მა­ტე­ბას, ტა­ქი­კარ­დი­ას, საკ­ვე­ბის მო­ნე­ლე­ბის დარ­ღვე­ვას, ლი­ბი­დოს დაქ­ვე­ი­თე­ბას, თმის ცვე­ნას, ხშირ ავად­მყო­ფო­ბას, ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის, მათ შო­რის, ალერ­გი­ის, ფსო­რი­ა­ზის, კუ­ჭის წყლუ­ლის გამ­წვე­ვე­ბას.

 

რო­გო­რია სტრე­სის დაძ­ლე­ვის სტრა­ტე­გია?

სტრე­სის დროს იხარ­ჯე­ბა დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი და ვი­ტა­მი­ნე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით მცირ­დე­ბა სიმ­შვი­დი­სა და წო­ნას­წო­რო­ბის ელე­მენ­ტი - მაგ­ნი­უ­მი, რის გა­მოც სის­ხლში მა­ტუ­ლობს სტრე­სუ­ლი ჰორ­მო­ნე­ბის დონე. ცო­ტამ თუ იცის, რომ 10 წუ­თი­ა­ნი სტრე­სი წვავს მაგ­ნი­უ­მის მთელ სა­დღე­ღა­მი­სო ნორ­მას და ვი­თარ­დე­ბა მაგ­ნი­უ­მის დე­ფი­ცი­ტი, რაც ამ­ცი­რებს სტრე­სი­სად­მი გამ­ძლე­ო­ბას.

 

„ბი­ო­ლექტრა დი­რექ­ტი“ არის გერ­მა­ნუ­ლი ბრენ­დი, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს მაგ­ნი­უ­მის სა­დღე­ღა­მი­სო დო­ზას - 300 მი­ლიგ­რამს. „ბი­ო­ლექტრა”. მი­ი­ღე­ბა დღე­ში ერთხელ. პრე­პა­რა­ტის შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლი ფორ­თოხ­ლის ან ლი­მო­ნის არო­მა­ტით. არ შე­ი­ცავს შა­ქარს, ლაქ­ტო­ზას და გლუ­ტე­ინს. „ბი­ო­ლექტრა დი­რექ­ტის“ მიკ­როგ­რა­ნუ­ლე­ბი სწრა­ფად შე­ი­წო­ვე­ბა ნაწ­ლა­ვე­ბი­დან და მი­ღე­ბი­დან 20 წუთ­ში ორ­გა­ნიზ­მში ავ­სებს მაგ­ნი­უ­მის სა­დღე­ღა­მი­სო ნორ­მას.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი