logo_geo
ქართველი, რომელიც ამერიკის ხუთ პრეზიდენტს იცავდა
- +

15 იანვარი. 2019. 12:40

 

 

 

ლევან გოპაძე ამერიკის საიდუმლო დაცვის სამსახურის (Secret Service) ერთ-ერთი დიდი თანამდებობის პირი იყო. 1951 წლიდან დაიწყო მისი კარიერა და ბოლოს, იმ ჯგუფის ხელმძღვანელი გახლდათ, რომელიც ამერიკის პრეზიდენტს იცავდა ქვეყნის გარეთ გასვლისას.

 

მისი ზურგი შეერთებული შტატების ხუთი პრეზიდენტის, - ტრიუმანის, ეიზენჰაუერის, კენედის, ჯონსონისა და ნიქსონის სიცოცხლეს იცავდა.

 

ის ღირსეულთა სექციაში დაკრძალეს, ეს სექცია დახურული გახლავთ და მხოლოდ „ოქროს გასაღებით" შეიძლება იქ შესვლა. ეს გასაღები აქვთ მხოლოდ ოჯახის წევრებს, ხოლო სხვა მსურველებს, სპეციალური ნებართვა ესაჭიროებათ ამ სექციის კურატორისგან, ეს უკანასკნელი კი „ოქროს გასაღების“ გამოყენების უფლებას პენტაგონიდან იღებს.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი