logo_geo
ბრძნული რჩევა ებრაელებისგან, როგორ გახდეთ კარგი დედა - ეს ყველა ქალმა უნდა წაიკითხოს
- +

18 იანვარი. 2019. 02:09

 

 

დედამიწაზე ერთი ღარიბი ებრაული ოჯახი ცხოვრობდა. შვილები ბევრი ჰყავდათ, ფული კი ცოტა ჰქონდათ.

 

დედა თავდაუზოგავად მუშაობდა: ამზადებდა საჭმელს, ალაგებდა, რეცხავდა, ზრდიდა ბავშვებს, ტუქსავდა და უჯავრდებოდა მათ.

 

ამგვარი ცხოვრებით დაღლილმა, ერთ დღესაც რჩევისთვის რაბინს მიმართა, რომ გაეგო როგორ გამხდარიყო კარგი დედა.

 

არავინ იცოდა, რა უთხრა მას რაბინმა, მაგრამ ქალი სრულიად შეიცვალა: ის მშვიდი, გაწონასწორებული და ალერსიანი გახდა, ბავშვებს აღარ უჯავრდებოდა და სახეზე ბედნიერ ღიმილს არ იშორებდა.

 

კვირაში ერთხელ ბაზარში დადიოდა, შემდეგ კი მთელი საღამო ოთახში იკეტებოდა.

 

ბავშვებს ვერ გაეგოთ, რა დაემართა დედას და რით იყო ის დაკავებული.

 

ერთხელაც ცნობისმოყვარეობამ სძლია მათ და ქალის ოთახში შეიხედეს. დედა მაგიდასთან იჯდა და ტკბილეულთან ერთად ჩაის სვამდა.

 

"რას აკეთებ? - გაიკვირვეს ბავშვებმა - და ჩვენზე რას იტყვი?"

 

"მშვიდად, ბავშვებო - წყნარად უპასუხა ქალმა. - მე თქვენთვის ბედნიერ დედას ვქმნი".

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი