logo_geo
მეცნიერების დასკვნა - მარტოხელა ქალები უფრო დიდხანს ცხოვრობენ
- +

0 . 0000. 00:00

 

 

მხოლოდ მათ, ვინ ხანგრძლივ ოჯახურ ურთიერთობაში არ იმყოფებოდნენ, ქორწინება ნამდვილად სამოთხედ ეჩვენებათ. სინამდვილეში ოჯახური ცხოვრება სირთულეებით არის სავსე, მეუღლესა და ბავშვებზე ზრუნვა ქალს ბევრ ენერგიას ართმევს. ქალების უმეტესობა ძალების აღდგენას ვერც ასწრებს.

 

მუდმივად საკუთარი თავისთვის დროის არქონა, ოჯახში ემოციური აფეთქებები, სამსახურის და სახლის საქმეების ერთმანეთთან შეხამება, ახლობლების მხრიდან მადლიერების არგამოჩენა - ყველაფერი ეს ქალის ჯანმრთელობაზე და ცხოვრების ხანგრძლივობაზე უარყოფით გავლენას ახდენს.

 

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მარტოხელა ქალები უფრო დიდხანს ცხოვრობენ.

 

იყო ქვრივი, ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. თუ ქალი ახლობლის პრობლემებით დაძაბული არაა, უფრო საინტერესო და ნათელი ცხოვრებით ცხოვრობს.

 

რა ახდენს გავლენას ქალის ცხოვრების ხანგრძლივობაზე თანამედროვე სამყაროში?!

 

კვლევა იტალიელებს შორის ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ მარტოხელა ქალები უფრო დიდხანს ცხოვრობენ. ამასთან, მამაკაცები უფრო ადრე ტოვებენ ამქვეყნიურ სამყაროს. ასეთი ტენდენცია მთელ მსოფლიოში შეინიშნება. მაგ, იტალიაში, 2015 წლის სტატისტიკური მონაცემებით 700 000 მამაკაცი ქვრივია, ქვრივი ქალების რაოდენობა კი, დაახლოებით 3 მლნ–ია.

 

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ხანდაზმული მამაკაცები ხშირ შემთხვევაში ტვირთს წარმოადგენენ. ქალები ოჯახს მართავენ, ქმრის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ, საკუთარი თავისთვის დროის გამონახვას ცდილობენ. ეს მათ დამატებით სტრესს მატებს, ისინი საკუთარი როლის უსამართლობას გრძნობენ.

 

ამასთან, მარტოხელა ქალებს ხანდაზმულ ასაკში სტრესის და შფოთვის გადატანა ნაკლებად უწევთ.

 

ისინი ცხოვრებით უფრო კმაყოფილები არიან და ფიქრობენ, რომ მისგან სიამოვნების მიღება შეუძლიათ.

 

პარტნიორის დაკარგვა მამაკაცებზე უფრო ცუდად მოქმედებს, ვიდრე ქალებზე. მხოლოდ მეუღლის დაკარგვის შემდეგ აცნობიერებენ მამაკაცები, თუ რამდენ საქმეს აკეთებდა ცოლი. ხშირად ეს მათთვის ძლიერ სტრესს წარმოადგენს. საყოფაცხოვრებო საქმეებით დატვირთვის გარდა, მათ დახმარების და მხარდაჭერის არარსებობის გამო საკუთარ თავზე ბრაზი მოსდით. მაგრამ უკვე ძალიან გვიანია.

 

ახალგაზრდა ოჯახებშიც კი მამაკაცი უფროა სტრესის წყარო, ვიდრე ურჩი ბავშვები. ქალებში ოჯახური ცხოვრების სტრესის დონე 10 ქულიანი სისტემით 8-9 ქულად ფასდება.

 

ქალების 46 % ირწმუნება, რომ ყველა უბედურების და პრობლემის მიზეზი მათ ცხოვრებაში ქმრისგან მოდის.

 

ქალების 75 % მამაკაცების მხრიდან საყოფაცხოვრებო საქმეებში და ბავშვების აღზრდაში დახმარებას საერთოდ ვერ გრძნობს.

 

გამოკითხულთა 20 % ამბობს, რომ ეს ყველაფერი მათში დეპრესიას იწევს. ემოციურად დეპრესიულ მდგომარეობას.

 

სტერეოტიპი, რომ ქალებს მეუღლის გარეშე ბედნიერების განცდა არ შეუძლიათ, წარსულში დარჩა. სულ უფრო მეტი ადამიანი ჰყვება სიმართლეს იმის შესახებ, თუ ურთიერთობაში როგორ იტანჯებიან. მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ მყარი ოჯახის შექმნა და პარტნიორისგან სხვადასხვა საკითხებში დახმარების მიღება.

 

თანამედროვე სამყარო მარტოხელა ადამიანს უფრო უკეთესად და აქტიურად ცხოვრების საშუალებას აძლევს, ვიდრე ოჯახით დატვირთულ ადამიანს. თითოეულს ცხოვრებაში თავისი გზა აქვს. ფსიქოლოგები გირჩევენ, მიიღოთ სიამოვნება იმისგან, რაც გაქვთ. სამყარო ადამიანს ცხოვრებისეული სიტუაციიდან გამოსვლის ყველაზე ოპტიმალურ გზას აძლევს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი