logo_geo
რაფელზია - მსოფლიოში ყველაზე დიდი ყვავილი
- +

18 იანვარი. 2019. 19:13

 

რაფლეზია მსოფლიოში ყველაზე დიდ ყვავილად ითვლება. მისი დიამეტრი 1 მეტრს აღწევს, წონა კი 11 კილოგრამს. სად იზრდება მცენარე? რამდენ ხან ხარობს და რა თავისებურებები გააჩნია მას? ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე ქვემოთ ვისაუბრებთ.

 

რაფლეზიის უამრავი სახეობა არსებობს და ყველა მათგანი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ჯუნგლებში ხარობს. ამ „მრავალშვილიანი“ ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელი არის რაფლეზია არნოლდი. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, ბრიტანელმა მეცნიერმა და ბოტანიკოსმა ჯოზეფ არნოლდმა და ოფიცერმა სტემფორდ რაფლზმა ეს მცენარე კუნძულ სუმატრაზე მოგზაურობისას აღმოაჩინეს. სახელიც სწორედ მათ პატივსაცემად დაერქვა.

 

რაც შეეხება მცენარის თავისებურებებს. მას კამეჩის უკიდურესად გახრწნილი ლეშის სუნი ასდის“. სწორედ ამიტომ შეარქვეს მეტსახელად „გახრწნილი ყვავილი“.

 

რაფლეზია არნოლდს აქვს ხუთი მოვარდისფრო-მოყავისფრო ხორციანი ფურცელი და არის მეჭეჭის მსგავსად დაწინწკლული. ყვავილის შუაგული იმდენად დიდია, რომ ქოთანს წააგავს და მასში 6 ლიტრი წყალი თავისუფლად ეტევა.

 

მსოფლიოში ყველაზე დიდ ყვავილს, შუაგულში მრავალი წანაზარდი აქვს, რომელთა დანიშნულებაც მეცნიერებმა ჯერ ვერ დაადგინეს, თუმცა ვარაუდობენ, რომ ამ წანაზარდებიდან გამოყოფს სითბოს და მეტად არასასიამოვნო სუნს აფრქვევს. სამწუხაროდ, ყვავილობა მხოლოდ 3-4 დღე გრძელდება, მერე კი, დამტვერვის შემთხვევაში, თითქმის შვიდი თვის განმავლობაში მწიფდება ნაყოფი, რომელშიც 4 მილიონამდე თესლია.

 

რაფლეზია არნოლდი გადაშენების პირას მყოფი იშვიათი მცენარეა. როგორც წესი, მამრი და მდედრი ყვავილები ერთად უნდა იზრდებოდეს, რათა მოხდეს მათი ჯვარედინად დამტვერვა. სამწუხაროდ, ადამიანების წყალობით, კვირტების უმრავლესობა ვერ ასწრებს ზრდასა და ყვავილობას. ამის გამო რაფლეზია სულ უფრო იშვიათი სანახავია ბუნებაში. ნოტიო ტროპიკული ტყეების შემცირება შესაბამისად ამცირებს რაფლეზიის გამრავლების შანსსაც.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი