logo_geo
Facebook-ჯგუფებში მომხმარებელი ავტომატურად აღარ დაემატება
- +

19 იანვარი. 2019. 23:13

 

Facebook-მა განახლებების შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. რამდენიმე კვირაში სოციალურ ქსელში ამოქმედდება მექანიკურად მართვადი სისტემა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს თვითონ გადაწყვიტოს, უნდა თუ არა ჯგუფში გაერთიანება.

 

მანამდე ზოგიერთი ჯგუფის წევრი, როდესაც მეგობარს სთავაზობდა გაერთიანებას, ეს ავტომატურად ხდებოდა. სოციალურ ქსელში აცხადებდნენ, რომ ეს ჯგუფის გაფართოებას ეხმარებოდა, თუმცა მომხმარებლები ამ სისტემით კმაყოფილები არ იყვნენ.

 

განახლების შემდეგ, მომხმარებლები ავტომატურად არ გახდებიან ჯგუფის წევრები, არამედ ჩაეწერებიან ახალ სიაში „სტუმრები“, რომელსაც ჯგუფის ადმინისტრატორი დაინახავს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი