logo_geo
„მოვითხოვ ხელახლა მესროლოთ!“ - ნიკოლაი გუმილიოვი რაინდობის ნამდვილ განსახიერებას წარმოადგენდა
- +

24 იანვარი. 2017. 00:22


 


რუსი პოეტი და იმპერიის უკანასკნელ მეომრად აღიარებული ნიკოლაი გუმილიოვი რაინდობის ნამდვილ განსახიერებას წარმოადგენდა. ევროპულ ტრადიციებზე აღზრდილი მეომარი ყოველთვის ამჟღავნებდა მის ხასიათს პოეზიაშიც და ბრძოლის ველზეც. ცნობილი ფაქტია, რომ მან ერთ-ერთ შეზარხოშებულ ოფიცერს შეურაცხყოფა არ აპატია და დუელი დაუნიშნა. დუელის წესების მიხედვით, პირველი გასროლის უფლება თავხედ ოფიცერს ერგო. მან იარაღი აღმართა, გუმილიოვს დაუმიზნა და სასხლეტს გამოკრა თითი. იარაღმა არ გაისროლა, რადგან ტყვიას დეფექტი აღმოაჩნდა. იმის ნაცვლად, რომ თავისი ჯერი გამოეყენებინა და მოწინააღმდეგესთვის ესროლა, გუმილიოვმა იარაღი დაუშვა და მშვიდად წარმოთვა:


- მოვითხოვ ხელახლა მესროლოთ!


მოწინააღმდეგემ მეორე ტყვია ააცილა პოეტს, ხოლო გუმილიოვმა კი ჰაერში გაისროლა და კონფლიქტი დასრულებულად გამოაცხადა.


 

big_banner
არქივი