logo_geo
ფსიქოლოგებმა ახსნეს სიზმრები, რომლებიც უმრავლესობას ესიზმრება - ეს საყურადღებოა!
- +

26 იანვარი. 2019. 03:51

 

 

ადამიანები უხსოვარი დროიდან ცდილობენ სიზმრების ახსნას. შეიქმნა სიზმმრების შემსწავლელი მეცნიერებაც, რომელსაც ონეიროლოგია ეწოდება. ზოგიერთი სიზმრებს მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან ჰგონიათ რომ მათ მომავლის წინასწარმეტყველება შეუძლია. სინამვილეში, ისინი უმეტესწილად დღევანდელი მდგომარეობის შედეგია. ფსიქოლოგების აზრით, სიზმრების სახით ჩვენ ქვეცნობიერი გვაძლევს მინიშნებას და ისინი აუცილებლად უნდა გამოვიცნოთ.

 

imageსიზმრე

ბის ათი სახეობა, რომელსაც ეხლა ავხსნით ადამიანთა უმრავლესობას ესიზმრება და მათ საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ეს სიზმრები გამოწვეულია ჩვენი უძველესი ინსტიქტების, კულტურული კოდისა და ჩვენი წინაპრების გამოცდილების შედეგად.

სიზმრების ახსნის სპეციალისტი, პატრისია გარფილდი მათ "უნივერსალურ სიზმრებს "უწოდებს."

 

 

 

 

1.ვარდნა


სიზმრების ახსნა

 


ზრდასრულ ასაკში ხშირად გვესიმრება რომ ვვარდებით, ვიდრე ვფრინავთ.

 

ფსიქოლოგ იენა უოლესი ასეთ სიზმარს უკავშირებს ადამიანის შიშს თვითკონტროლის დაკარგვასთან . თქვენ აღარ შეგიძლიათ მართოთ რაღაც თქვენს ცხოვრებაში, ან შესაძლოა დადგა ის ცვლილებები, რომლისთვისაც ჯერ მზად არ იყავით. თქვენ თითქოს ნიადაგი გამოგაცალეს ფეხქვეშ. დაფიქრდით, თქვნი ცხოვრების, რომელ ნაწილს ეხება თქვენი პრობლემა და სეეცადეთ მის მოგვარებას.

 

ზოგიერთი მეცნიერი "ვარდნას" სიმზარში ხსნიან ფიზიოლოგიური მდგომარეობით.

 

ამ სიზმრის საპირისპირო მდგომარეობაა "ფრენა სიზმარში". ეს ნიშნავს, რომ გათავისუფლდით რაღაცისგან, ან ვიღაცისგან.

 



2. კბილების ცვენა და სიკვდილი

 

კბილების ცვენა სიზმარში

 

კბილები- ეს ჩვენი იარაღია, ძალის სიმბოლო. სავარაუდოდ, თქვენ ცოტახნისწინ თავი იგრძენით უიარაღოდ, დაუცველად. პატრისია გარფილდი კი კბილების ჩამოცვენას ხსნის ფარული რისხვით. როცა რისხვას ვახშობთ, ვკეთავთ ყბას და შესაბამისად კბილებს ერთმანეთს ვაჭერთ. ეს სიზმარი გვამცნობს, რომ დროა გათავისუფლდეთ ნეგატიური გრძნობებისაგან.

 

ძალიან ხშირად გვესიზმრება, რომ ახლობლებისაგან ვიღაც ან ავადაა ან კვდება. ასეთი სიზმრები იწვევს შიშს. თუმცა ფსიქოლოგების აზრით, ისინი საშიში სულაც არაა. ეს შიში დაკავშირებულია მომავლის შიშთან, ცვლილებებთან, რომლებიც შესაძლოა მოხდეს საყვარელი ადამიანების თავს.

 

საწინააღმდეგო სიზმრები, როგორიცაა : დაბადება - დაკავშირებულია რაიმე სიახლის დაწყებასთან ცხოვრებაში.


3. წარუმატებლობა გამოცდაზე ან გამოსვლისას


 

ასეთი სახის სიზმრები ძირითადად სტუდენტებს ან მოსწავლეებს ესიზმრებათ, ან ადამიანებს, რომლებმაც დიდი ხანია დაამთავრეს სწავლა. ეს იმას ნიშნავს, რომ სიზმრამდე ცოტახნით ადრე თქვენ გადაიტანეთ დიდი სტრესი, ამ დროს აუცილებელია დაისვენოთ.

 


4. შეუფერებელი ტანსაცმელი ან ადგილი, სადაც ზედმეტაი ხართ

 

 

image

 

თქვენ მოხვდით საზოგადოებრივ ადგილას, არასათანადო ტანსაცმლით ან საერთოდ მის გარეშე. ამ სიზმარში მნიშვნელოვანია ის გრძნობა, რომელიც დაგეუფლათ . ესეთ სიზმრებს თან ახლავს სირცხვილისა და სიმორცხვის გრძნობა. ეს ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში თქვენ გეშინიათ, რომ გაიგებენ თქვენი სისუსტეების შესახებ. მაგრამ თუ თქვენ არ განიცდით სირცხვილს, პირიქით-შესაძლოა თქვენ არ გყოფნით სხვებისგან აღიარება, შექება.

 

ამ სიზმარს პირდაპირი ახსნა ექნება თუ თქვენ ქორწილისთვის ემზადებით, ეს უბრალოდ თქვენი ღელვაა ამ დღესთან დაკავშირებით და ამ შემთხვევაში არცისე საყურადღებოა.
 
 

5. თითქოს მოგსდევენ

 

დევნა სიზმარში

 

ადამიანები, რომლებიც მიდრეკილნი არიან გაექცნენ კონფლიქტებს, პრობლემებს -ხშირად ხედავენ ასეთი სახის სიზმრებს.

 

აქ უნდა დაფიქრდეთ რას გაურბიხართ რეალურ ცხვრებაში ან რისგან გსურთ გათავისუფლება. უნდა მიხვდეთ ვისთან ან რასთან ასოცირდება ეს სიზმარი.

 

ზოგიერთი მოსაზრებით, ესეთი სიზმრები პირველყოფილური ინსტიქტებითაა გამოწვეული.


6. სამყაროს აღსასრული ან ბუნებრივი კატასტროფები

 

 

 

image

 

სიზმრები, ბუნებრივ ან ტექნოლოგიური კატასტროფების შესახებ-ხანძარი, ცუნამი, აფეთქება და სხვა-ერთხელ მაინც დაგვსიზმრებია. ასეთ სიზმრებში ჩვენ განვიცდით შიშს საკუთარი ან ახლობელი ადამიანების სიცოცხლის გამო. ეს სიზმრები შესაძლოა იყოს დაკავშირებული პირად პრობლემებთან, რომლებმაც კონტროლი დაგაკარგვინათ, ან რეალურად ხართ რაღაც საფრთხის ქვეშ.

 

 

ზოგჯერ სიზმარში ცდილობთ დაიყვიროთ, მაგრამ თითქოს ხმა გეკარგებათ. ამ დროს უფრო მეტად გრძნობთ შიშს. ფსიქოლოგები თვლიან, რომ ეს არის სხეულის დამბლა ძილის დროს. ძილის ფაზების სწრაფი ცვლილების დროს, ჩვენი ტვინი თითქოს სხეულს აშეშებს, რომ მშვიდად განვაგრძოთ ძილი. თუმცა ამდ დროს ადამიანები მაინც იღვიძებენ, რადგან ძილის დამბლა იწვევს უსიამოვნო გაცნდას, რომელსაც შეუძლკია ადამიანის გამოფხიზლებაც.

 

ზოგჯერ ადამიანს თითქოს სუნთქვაც უჭირს . ესეც სხეულის დამბლიტ გამოწვეული მდგომარეობაა.

 


7. გაუმართავი ტექნიკა ან ავტომობილი

 

image

 

 

თქვენ ცდილობთ გამოიყენოთ რომელიმე ტექნიკა, მაგრამ ის ფუჭდება, ტყდება თქვენს თვალწინ. პატრისია გარფილდის თქმით, ესეთი სიზმრები უფრო მეტად ქალებს ესიზმრებათ. ეს დაკავშირებულია ვინმესთან ემოციური კავშირის დაკარგვასთან ან ნერვიულობასთან.

 

ამ კატეგორიას მიეკუთვნება სიზმარი, სადაც ცდილობთ გაუმკლავდეთ ავტომობილს, მაგრამ ის უმართავია. სავარაუდოდ, თქვენ არ გყოფნით თანადგომა, მარტო ვერ უმკლავდებით სირთულეებს და გჭირდებათ ადამიანი, რომელიც გვერდით დაგიდგებათ.

 

8.ფეხმძიმობა

imageუცნაურია, მაგრამ ფეხმძიმობა ქალებსაც ესიზმრებათ და კაცებსაც. ფეხმძიმობა არის სიმბოლო- სიახლის, რომელიც თქვენს შიგნით ხდება. ქვეცნობიერ დონეზე, თქვენ ცდილობთ "დაბადოთ" ახალი პროექტი. დროა დაისახოთ მიზანი და სიახლით წარდგეთ სამყაროს წინაშე.


9.დაგვიანება

imageთქვენ მისდევთ გაქცეულ მატარებელს ან აგვიანებთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე- ესეთი სიზმრები საკმაოდ ხშირია. ეს დაკავშირებულია შიშთან, რომ გაუშვებთ ხელიდან რაიმე მნიშვნელოვანს.


 

10. უცნობი ოთახი

 

 

image

 

ეს სიზმრები დაკავშირებულია საკუთარი თავის ამოცნობასთან. თუ თქვენ ხვდებით უცნობ ოთახში, ე.ი. თქვენ ცდილობთ უარყოთ საკუთარ თავში რაღაც ნაწილი ხასიათის. ცალკეული უცხო ოთახი, სიმბოლოა ახალი ნიჭის, რომელსაც არ იყენებთ.

სხვადასხვა ოთახს, ფსიქოლოგი ედი ტრავერსი სხვადასხვანაირად აღწერს.
სამზარეულო- ადგილი, რომელიც შინაგან ცვლილებებთან არის დაკავშირებული; საპირფარეშო- გათავისუფლება ზედმეტისაგან; სააბაზანო- განწმენდის სიმბოლო; საძინებელი კი- თქვენს მღელვარებაზე მეტყველებს, სასიყვარულო ურთიერთობებში.

დაგსიზმრებიათ ამ ათეულისაგან რომელიმე? დააფიქსირეთ აზრი კომენტარებში

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი