logo_geo
10 სულელური აზრი, რომელიც თითქმის ყველას გაგვჩენია
- +

28 იანვარი. 2019. 21:24

 

თითოეული ჩვენგანის ტვინი ისეა მოწყობილი, რომ არასდროს ჩერდება და მუდმივი ფიქრის პროცესშია.

 

მთელი დღის განმავლობაში, რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა, წარსულში მომხდარი ბედნიერი მომენტები და საკმაოდ არასასიამოვნო ფაქტებიც კი შეიძლება გაგვახსენდეს.

 

ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვით, რომ ფიქრის დროს აქტუალური თემების ჩამონათვალში, არარაციონალურ აზრებსაც საპატიო ადგილი უჭირავთ.

 

ნახეთ 10 სულელური და თან ძალიან სახალისო აზრები, რომელთაგან ერთი მაინც ყველას გაგვჩენია.

 

  1. წარბების გაპარსვა მინდა

 

შავი ფანქარი ვეღარ გიშველის.

 

  1. დაცხა, ამიტომ ამ ჯინსს გადავჭრი

 

ასეთი სულელური აზრები, როგორც წესი, წარუმატებლად სრულდება, რასაც მოგვიანებით ძალიან ვნანობთ ხოლმე.

 

  1. სახლში მოჩვენება მყავს!

 

თუ ფიქრობთ, რომ სახლში მოჩვენება გყავთ, გირჩევთ საშინელებათა ჟანრის ფილმებს ნაკლებად უყუროთ.

 

  1. მეზობელი მითვალთვალებს

 

საკმაოდ რეალურად ჟღერს, მაგრამ ცნობისმოყვარე ქალბატონების ზედმეტ ყურადღებას, რომლებიც საუკეთესო სასიძოს ეძებენ, ჯობია მშვიდად და გაგებით მოეკიდოთ.

 

  1. ყველაფერს მივატოვებ და ტყეში ვიცხოვრებ

 

ცოლი: რომ წამოხვალ ორი პური გამოაყოლე რა.

 

  1. ნეტა მილიონი დოლარი ვიპოვო

 

მთვარეზე ცხელი პიტნა არ გინდა?!

 

  1. წყალი რომ მწვანე იყოს, დავლევდი?!

 

გამოხდილს - კი.

 

  1. იქნებ ჯადოქარი ვარ?

 

იქნებ ფსიქოლოგთან გასაუბრება გჭირდება?!

 

  1. თვალი მეცა და ყველაფერი მაგის ბრალია

 

ოკ.

 

  1. არავის ვუყვარვარ

 

ასეთ ფიქრებს ჯობია სერიოზულად მოვეკიდოთ და გითხრათ, რომ თქვენ გარშემო უამრავი ადამიანია, რომლებსაც ძალიან უყვარხართ და სჭირდებით.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი